გამარჯობათ,
პროფესიონალ კარდიოლოგებდათ მაქვს ასეთი შეკითხვა (რაღა შეკითხვაა, მთელი სტატია გამომივა ალბათ):
პაციენტი, ვის გამოც მინდა შეგაწუხოთ, 80 წელს გადაცილებულია, ცხოვრობს რაიონში, ერთ-ერთ სოფელში. ძირითადად იკვებება სუფთა, თავის მოყვანილი, ეკოლოგიურად სუფთა საკვებით.
არ ეწევა და სასმელს იშვიათად - 2-3 ჭიქას სვავს (წელიწადში 2-3 ჯერ). გადატანილი აქვს ადრე დაახლოებით 8-10 წლის წინ მიკროინფაქტი.
ჩვეულებრივად ამ ასაკამდე კარგად იყო, მხოლოდ ხანდახან წნევები აწუხებდა, თუმცა წნევის წამლებით ასე თუ ისე აგვარებდა აღნიშნულ პრობლემას.
დაახლოებით 2 თვეა დაეწყო გულის არეში ყრუ ტკივილები, ძირითადად ჩხვლეტები ჰქონდა. ამ შემთხვევაში ვალიდოლი აგვარებდა პრობლემას. სასწრაფოც ჰყავდათ გამოიძახებული, თუმცა მათ მოსვლამდე ტკივილები ძირითადად გაუვლიდა-ხოლმე.
1 თვეა ძირითადად ჩივის - გული მიხურდებაო. იყო 2 ჯერ კარდიოლოგთან (ადგილობრივ კლინიკაში, მემგონი ჯეოჰოსპიტალია აქვთ რაიონში). დაუნიშნეს მკურნალობა, გადაუღეს კარდიოგრამა, თუმცა სხვა ანალიზების და გამოკვლევების ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს რატომღაც

.
1 კვირის თავზე თითქოს წნევები დაურეგულირდა( დიაგნოზი იყო - მაღალი არტერიულმა წნევამ გული გიხურების შეგრძნება იცისო, კარდიოგრამა რომელიც გადაუღეს - ისეთს არაფერს არ აჩვენებსო).
მეორე კვირას ისე ცუდად შეიქმნა, რომ 3 დღე ზედიზედ სასწრაფო დახმარების მანქანა ედგათ. არ ვიცი სასწრაფომ არ გადაიყვანა, თუ თვითონ არ მოისურვა (ხომ იცით ასაკში როგორი ჯიუტები ხდებიან მოხუცები) - დღემდე ისევ პრობლემები აქვს.
მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე საქართველოში არ ვიმყოფები, ამიტომ ფიზიკურად ვერ ვეხმარები.
აქ ერთ-ერთ კარდიოლოგის კონსულტაცია გავიარე (რაც დამეტანხმებით პაციენტის გარეშე ძნელია). მირჩია სანამ ადგილობრივ გამოკვლევებს ჩავუტარებდით, ნიტროგლიცერინი და რამოდენიმე მედიკამენტით შეგვეცვალა
უკვე დანიშნული მკურნალობა. აუკრძალეთ მოძრაობა და მოკლედ ყველა რეკომენდაციის ფონზე პრობლემა დროებით მოგვარდა. ასევე აუცილებლად ჩათვალა პაციენტისთვის ანგიოგრაფიის (მემგონი სწორად ვწერ) გადაღება.
მოკლედ მე სანამ ჩამოვალ მინდა მივაყვანინო გამოკვლევებზე - დროის დაკარგვა შეიძლება ციდად დამტავრდეს.
გთხოვთ მირჩიოთ, სად შეიძლება თბილისში მაინც, ნორმალური კარდილოგის კონსულტაციის მიღება და ნორმალურად ანგიოგრაფიის გადაღება. სხვა ანალიზებს თუ გამოკვლევებს ალბათ კარდილოგი დაგვინიშნავს.
მინდა, რომ, პენსიონერს, აფხაზეთის ომის მონაწილეს ჩაუტარონ ნორმალური, პროფესიონალური, კარდილოგიური გამოკვლევა. ხვდებით, რომ მის ასაკში ექსპერიმენტების დრო არ არის და არც ისეთი ასაკი აქვს, რომ ოპერაციები მისთვის მარტივი გადასატანი იყოს (თუ საჭიროა).
დარწმუნებული ვარ საქართველოში იქნებიან სპეციალისტები, რომლებსაც პროფესიული თავლსაზრისით შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება (რაც სამწუხაროდ ქართველებს რატომღაც არ გვიყვარს) და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება.
მადლობა წინასწარ