გამარჯობათ.
მაქვს გადატანილი პერიკარდიტი ანუ გული ბადის ანთება სამჯერ. ზედიზედ დამემართა სითხე მქონდა ერთ მხარეს 7 მილიმეტრი მეორე მხარეს უფრო ნაკლები აღარ მახსოვს ზუსტად, გულის კედლის გასქელების გამო სითხე ცოტა დარჩა როგორც ვიცი.
1 მილიმეტრამდე ერთ მხარეს.
ეს დამემართა ინფექციის გამო, მჭირდა ლაიმას ბორელიოზი რომელიც გადმომივიდა მწერის ნაკბენიდან.
საქართველოში ჩამიტარეს ესეთი გამოკვლევა და დამიდგინეს რომ გულზე მაქვს ერთი პატარა ხვრელი, რაღაც სითხე შემიყვაეს რამაც შესაძლებელი გახადა დანახვა სადღაც ერთი მილიმეტრიო. როგორც კარდიოლოგმა საქართველოში მაშინ ამიხსნა მგონი, ეს არის რაღაც ხვრელი რაც იხურება 12 წლის ასაკამდე და არ დაიხურა, თუმცა ზუსტად არ მახსოვს, გამოკვლევები მიდევს თბილისში.
მოკლედ ვმკურნალობდი ამ ბაქტერიაზე, საქართველოში ექიმმა დამისვმა დიაგნოზი, მაგრამ სისხლში მაინც მქონდა, ის ანტიბიოტიკები რასაც მაძლევდნენ იყო ცარცის შემადგენლობის და ვიმკურნალე გერმანიაში და ყველაფერმა გამიარა და რავი კარგად ვგრძნობდი თავს.
2 წელი ვიყავი ბორელიოზით ავად იმიტომ რომ არვიცოდი რა მჭირდა თავიდანვე და საქართველოში ვმკურნალობდი. 2010-ში მოვრჩი.
იმის მერე გული მაინც სუსტად მაქვს, მაგრამ რავი კარგად ვიყავი.
ბოლო ორი თვეა ვარ ძალიან ცუდად. არ ვარ საქართველოში, ვიყავი ექიმთან აქ კარდიოლოგთან.
ჩამიტარა ეხო, გადამიღო კარდიოგრამა და წნევა გამიზომეს და ა.შ. კიდე.
ვერაფერი ვერ შეამჩნიეს და არაფერი არ გჭირსო გამომიშვეს

სიმპტომები მაქვს ასეთი უცებ გულის პულსი თავისით ადის 120-130-ზე და არის არითმიული.
მერე სულ თავიდან როცა ამ ექიმთან მივედი იყო ისეთი სუსტი რომ პულსის პოვნა ხელზე ექიმამდე ვიცნ გამსინჯა, ისიც მომავალი ექიმი პრაქტიკანტი გაუჭირდა ძალიან და მანაც თქვა რომ სუსტად ისინჯება.
და ან კიდე ელემენტარულ მოძრაობაზე ცუდად ვხდებოდი, მაგალითად ერთხელ ოთახი დავალაგე უფროსწორად დავიწყე და ნახევარ საათში მოსასულიერებელი ვიყავი.
გულზე მქონდა ასევე შეგძნება თითქოს რაღაც მძიმე მაწევს გულზე და ვერ მოძრაობს.
ტკივილები მაქვს ხანდახან სხვადასხვა მხრიდან მაგრამ ერთ ადგილას გულთან.
მერე რომ მითხრა არაფერი გჭირსო, პირიქით სპორტი გააკეთე ცოტაო მე ვიფიქრე რამეთი დავეხმარები გულს მეთქი და გადავხედე ინტერნეტს თუ რა ვიტამინები და მინერალებია გულისთვის კარგი.
დავიწყე კალიუმი და მაგნიუმის დალევა. ერთად არის, თავიდან მარტო კალიუმი მინდოდა. ვიყიდე სუპერმარკეტში.
25 დღე დავლიე ფაქტიურად.
ახლა წამოვედი სხვა ქალაქში და დამრჩა. არ დამილევია 5 დღეა და თავს ისევ ცუდად ვგრნობ.
ამჟამად პულსი უბრალოდ ძლიერია და აღარაა სუსტი.
სხვა სიმპტომები იგივე მაქვს.
ექიმს არ აუღია სისხლის ანალიზი. არც ვიცი რომ ვსავმდი რომ წავიდე ექიმთან თუ ნაკლებობა მქონდა თუ აჩვენებს და თუ ღირს
და არის თუ არა ჩემი სიმპტომები კალიუმის ან მაგნიუმის ნაკლებობის? ან ხო არ შემეშინდეს რომ ბორელიოზი უკან მიბრუნდება?
This post has been edited by MissMisery on 14 Jul 2015, 23:34