zviadcardioმოგესალმებით.
დედაჩემს 2010 წელს დაემართა ინსულტი. (მაშინ იყო 65 წლის)
შედეგად დაკარგა მეტყველება ("კი - არა" და ამდაგვარი ფრაზების გარდა), მოძრაობა აღუდგა ოღონდ მარჯვენა მხარე შედარებით ნაკლებად უფრო "აქტიური" დარჩა ვიდრე მარცხენა...
რამოდენიმე დღის წინ ისევ გახდა ცუდად და ამჟამად (მეოთხე დღეა) ხელოვნურ აპარატზეა მიერთებული
2-ჯერ გაუკეთდა ტომოგრაფია,
როგორც გვითხრეს:
1-მა არ აჩვენა ჩაქცევა
2-მ არ აჩვენა ახალი დაზიანების კერა
მაგრად გაურკვეველ ინფოებს გვაწვდიან
თან არ გვაჩვენებენ კარანტინია და არ შეიძლებაო,
გვეუბნებიან:
გულის უკმარისობით შემოვიდა,
ჰქონდა მაღალი წნევა,
შკალით 6 იყო,
ახლა 8 მდე ავიდა,
სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა,
ხელებს და ფეხებს ამოძრავებს,
მაგრამ ბრძანებებს არ "ემორჩილება",
ახალი კერა არაა, ძველი ჩანს მხოლოდ,
გარანტიას ვერ ვიძლევით 50-50 ზეა (ეს გასაგებია)
სუნთქვის აპარატით ვინარჩუნებთ წნევის, პულსის სტაბილურობას,
წინსვლა ან უკუსვლა არ არის...
ხან ამბობენ ინსულტი, ხან ინფარქტი...
მედიცინისგან შორს კი ვარ, მაგრამ მაინც:
რეალურ მიზეზს რა დაემართა ვერ (არ) ამბობენ,
როდის იქნება შესაძლებელი რომ რაიმე წინ (ან ღმერთმა დაიფაროს უკან) წავიდეს არ ამბობენ,
საკვები მოითხოვეს - აჭმევენ
ძილის (უგონო) მდგომარეობა კი რჩება,
პასუხი რომ რამე კითხო აბსტრაქტულია, ესეც გასაგებია მაგრამ "რავიცის" ფონზე მაინც ხომ შეიძლება ვარაუდები ითქვას: ამ შემთხვევაში - ეს, იმ შემთხვევაში - ის...
მოკლედ, გთხოვთ დამეხმაროთ და იქნებ გამარკვიოთ:
1. რას გულისხმობს ეს შკალები,
არსებული პრეცენდენტებით -
2. რამდენ ხანში იკვეთება ხოლმე პოზიტივი (ან ნეგატივი)
3. ძილი, ბრძანებების არშესრულება რაზე მეტყველებს, ან ხდება თუ არა ხოლმე მოგვიანებით მათი "შესრულება" და ჩვეულებრივ რამდენი დღის მერე,
4. რეალური მდგომარეობის გასარკვევად, ხდება ხოლმე თუ არა ძალიან მცირე დროით (წამებით), პაციენტის გამორთვა და შემდგომ ისევ ჩართვა, და თუ ხდება ხოლმე რამდენ ხანში და რა შემთხვევაში,
5. და საერთოდ, რა შეიძლება იყოს ავადმყოფობა (ტომოგრაფიების გათვალისწინებით).
მადლობა წინასწარ
This post has been edited by HiStorian on 29 Feb 2016, 16:57