მეგობრებო ძალიან გვიხარია ყველას რომ ცე-ზე ასეთი მაგარი პროგრამაა მაგრამ აი ეს მაგალითი გვიჩვენებს რომ ბე-ებსაც გვჭირდება დამხარება

პატარა გოგოა დელტასთან ერთად აქვს ბე

ინტერფერონზე კი იმ ფასს იხდის რაც ადრე იყო ანუ კატასტროფულად ძვირს. თუ შეგვიძლია დავეხმაროთ ჯერ ამ გოგონას და თან იქნებ რაიმე მოვიფიქროთ და სამინისტროს ხმა მივაწვდინოთ ინტერფერონი მაინც გააიაფოს ბე ჰეპატიტიანებისთვის ისე როგორც თავიდან ქნეს ცე-ებისთვის

ცოდონი ვართ ჩვენც

თქვენი აზრით რამდენად ეფექტური იქნება პეტიცია?
ესეც ლინკი
http://wehelp.ge/view/content.php?id=15029 წლის ნათია, წარმოშობით ბაღდათის რაიონიდანაა ( იმერეთი). სამწუხაროდ დედის გარდაცვალების შემდეგ იგი დაობლდა და მარტო ცხოვრობს, მისი ერთადერთი ფინანსური წყარო კი არის პენსიონერი ბიძა.
ნათიამ წარმატებით დაამთავრა ტურიზმის ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში იურიდუილი მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი ტკივილის გადატანა მოუხდა და ახლაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, შეუპოვრად ცდილობს სწავლას თავი არ დაანებოს და განვითარდეს.
2015 წლის დეკემბრის თვეში ნათიას დაუდგინდა ქრონიკული B ჰეპატიტი დელტა აგენტთან ერთად. ასევე აქვს ღვიძლის ფიბროზის მე-3 ხარისხის დაზიანება ანუ F3. ახლა გადის ინტერფერონთერაპიას, რაც საკმაოდ ძვირია და სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს.
ამჟამად ნათიას ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა, რადგან დაავადება სწრაფად პროგრესირებს და სხვა ორგანოებსაც აზიანებს. მკურნალობა ჯდება 40 000 ლარი. თავად შეძლო 3500 ლარის შეგროვება, ანუ შესაგროვებელია კიდევ 36 500 ლარი.
დავეხმაროთ ნათიას, მიზნებისა და ოცნებების განხორციელებაში. მას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს, ნუ გავუცრუებთ იმედს, გავერთიანდეთ და ერთად გადავარჩინოთ ნათია!
სატელეფონო ზარით დახმარება ბილაინის აბონენტებისთვის: 0901701082
ზარის ღირებულება 1 ლარი.
სპეციალური ნომერი საკომისიოს გარეშე!
მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი: BAGAGE22; გაგარინის ქ.29ა, თბილისი 0160, საქართველო.
მიმღების დასახელება: ააიპ We Help(ვი ჰელფ)
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE56BG0000000352481700
დანიშნულება: ბენეფიციარის სახელი და გვარი