ჩემი პოსტია ბოლო და გავგრძელდები ბარემ. ეს თემა ორჯერ მაქვს გადაკითხული, სანამ გავიკეთებდი.
მე–14 დღეა დღეს. მტკივა მტკივა მარტო ყლაპვისას და ისეთი ტკივილია გაციებულზე რომ იცის.
და მე–14 დღეს რაც ყველაზე მეტად მაწუხებს არის შიმშილი!!!!! გული მერევა რძეზე და რძის პროდუქტებზე, დაბლენდერებულიც აღარ შემეძლია

დეპრესია დამეწყო ისე მინდა ჭამა. ნესვზე ვგიჟდები მაგრამ ნესვის "დალევა" აღარ მინდააა!
რაც შეეხება ამ 14 დღეს. აქ ყველა წერს ტკივილზე, მხოლოდ ტკივილი არაა, სასწაული დისკომფორტი გაქვს. მთელი პირი გამოტენილი მქონდა ნადებით და ამბებით.
ყურებიო მართალია მეც მტკიოდა ყურები, შეშუპებული მყონდა მთელი ყელი, ხორხიან ყველაფრიანად, განსაკუთრებით მარცხენა მხარე. ღამე ვერ ვიძინებდი მე–10 დღეს დავიძინე მხოლოდ მშვიდად დილამდე რომ მეძინა. ტკივილზე უფრო შიში არ მასვენებდა. როგორც ზემო პოსტში მიწერია, საშინლად დამაშინეს და სასწაულები მითხრეს ექიმებმა. პალატაში რომ გადამიყვანეს გული ამერია ერთხელ და მეგონა ამით მოვრჩი ნარკოზის შემდგომ პერიოდს, მაგრამ ნურაც უკაცრავად. ამ თემაში უწერია ზოგს მახველებდაო და ვიღაცამ დაუწერა ალბათ ფუფხების ბრალიაო, არა მეგობრებო, ეგ იცის ნარკოზმა ხველაა, რაც ჩვენთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ამიტომაც გინიშნავენ წამალს, რასაც ვსვამდი 6 დღე. 3–4 დღე გამიგრძელდა ეს ხველის სურვილი და მესამე დღემდე საშიში არაა თუ დაახველებთ, მესამე დღიდან ჩნდება ეგ ჯანდაბა ნადები და მერე არ შეიძლება. 6 დღე ერთნაირად *რაკულია , ნერწყვის ყლაპვაზე ვეჭიდებოდი პლედს და ისე ვყლაპავდი. მაგრამ ყველას მინდა გირჩიოთ ვინც გაიკეთებთ, ტკივილის გამო არ ჭამით ძალიან ცუდს იზამთ. მე სულ რაღაცას ვსვამდი, რომ ჩაეტანა ეს ნადები. ვივლებდი გვირილის ჩაის რაც ძალიან მშველოდა. ხშირ–ხშირად სვით რამეე. რძე არ მსიამოვნებდა, იმიტომ რომ მთელი ყელი ისედაც ერთი დიდი ნადებია და რძის მერე უფრო აქსაქსულობა იყო, არ მიწმენდდა ყელს პირიქით. ნესვს ვაბლენდერებდი ნაყინთან ერთდ და ძალიან მსიამოვნებდა, კიდე მე–5 დღეს სუფი დაბლენდერებული დავლიე და ისე მესიამოვნა რომ რავიცი, მეც და ჩემ ყელსაც.მთავარი ამ ნადების მოშორებაა, ამიტომ უნდა მიეხამროთ რამეს სმით რომ არ გამოშრეს ყელი და ჩაიტანოს ეს ნადები. მე–7 დღიდან სხვა ამბები იწყება, რადგან იწყება შეხორცების უფრო აქტიური ფაზა და შესაბამისად ამ ტკივილს და ამბებს დაემატა საშინელი დაჭიმულობა, 2–3 დღეა ასე. მე–8 დღეს მარცხენა მხარეს მომძვრა ეს ე.წ ფუფხი და დამეწყო სისხლდენა, ვივლე ყინულიანი წყალი და სადღაც 10 წუთში შემიჩერდა და ეგ რომ მომძვრა სასწაული შვება ვიგრძენი, დაჭიმულობაც მომეხსნა. (ყველაზე რთულად მქონდა მარცხენა მხარე).
ა ჰო ტკივილგამაყუჩებელი პირველ დღეს დავლიე საღამოს და მეორე დილით, მეტჯერ არ დამილევია, იმდენად მეშინოდა სისხლდენის, რომ ვუძლებდი

ყველაზე საზიზღრობა იყო ანტიბიოტიკის დალევა, საშინელი სუნი ქონდა და ვიღლებოდი მაგის სმაში :/
მოკლედ და რაღა მოკლედ მოთხრობა დავწერე

ვინმე ისეთი თუ შემოიხედავთ ამ თემაში ვისაც გაკეთებულლი გაქვთ, იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება ვჭამო ამ ჩემ 14 დღეს ან უახლოესი ოთხი დღე? იქ მიწერია რომ ეს დიეტა უნდა დავიცვა 20 დღე და შანსია არაა გავაფრენ კიდე ერთი კვირა, რძეზე და ფაფაზე რომ ვიყო. ორშაბათს გავდივარ სამსახურში და მინდა მანამდე რამე გემრიელი ვჭამო :დ ჩანგლის ჭერა და ღეჭვის პროცესი მენატრება.