შემადგენლობა: პრეპარატის 1კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების-ორლისტატის 120 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი:
სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება- გასტრო-ინტესტინალური ლიპაზების ინჰიბიტორი.მოქმედების მექნიზმი დამყარებულია კუჭისა და წვრილი ნაწლავის სანათურში ლიპაზების აქტიურ უბნებთან კოვალენტური ბმემის წარმოქმნაზე,რის შედეგადაც ხდება ლიპაზების ინაქტივაცია,ირღვევა საკვების ცხიმების დაშლა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი აბსორბცია.პრეპარატის სისტემეტური გამოყენებისას აღნიშნული ეფექტი იწვევსსიმსუქნით დაავადებული პაციენტების წონის შემცირებას.
მიღების შემდეგ ორლისტატი პრაქტიკულად არ აბსორბცირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.მიღებული დოზის 97%გამოიყოფა ფეკალური მასებით,მათ შორის 83 % შეუცვლილი სახით.ორლისტატის სრული ელიმინაციის დრო 3-5 დღეა.
ჩვენება: სიმსუქნე და სხეულის ჭარბი წონა(ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტასთან ერთად).
უკუჩვენება:
- ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი;
- ქოლესტაზი;
-ორლისტატისადმი მაღალი მგრძნობელობა;
უსაფრთხოების ზომები:
ორლისტატით მკურნალობის ფონზე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ბალანსირებულ და ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტაზე(არაუმეტეს 30%ცხიმების შემცველობით).კვების რაციონში ცხიმების მეტი რაოდენობის შემთხვევაში იზრდება გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა.მკურნალობის შედეგად წონის დაკლების ფონზე შესაძლოა გაუმჯობესდესსიმსუქნის თანმდევი პათოლოგიების-არტერიული ჰიპერტენზიის,ლიპიდური ცვლის დარღვევის მიმდინარეობა.
ორლისტატის მირებისას შესაძლო შემცირდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების და ბეტა-კაროტინის შეწოვა.
ორლისტატის უსაფრთხოება და ეფექტურობა,პაციენტში ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციური უკმარისობით,დადგენილი არაა.
ორლისტატი არ ინიშნება ორსულობის პერიოდში და ლაქტაციისას.
ორლისტატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
დოზირება და მიღების წესები:
ინიშნება თითო კაფსულა დღეში 3-ჯერ თითოეულ კვებაზე.პრეპარატი უნდა მიიღონ ჭამისას ან ჭამიდან არაუგვიანეს 1 საათისა.თუ კვებას გამოტოვებენ ან საკვები უცხიმოა,შეიძლება პრეპარატის მიღების გამოტოვებაც.
რეკომენდებული დოზის გაზრდა არ ზრდის მის თერაპიულ ეფექტურობას.
გვერდითი მოვლენები:
დეფეკაციის გახშირება,განავლის გათხიერება და მასში ცხიმების რაოდენობის გაზრდა,ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ან სწორი ნაწლვის არეში,მეტეორიზმი,დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება(როგორც წესი აღნიშნული მოვლენები არასისტემური ხასიათისაა და ვლინდება მკურნალობის დწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში).
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი,ქავილი,ანგიონევროზული შეშუპება,ანაფილაქსიური რეაქციები.
დანიშნულება: ექიმის რეცეპტის მიხედვით!!!

ამაზე მეტს ვერაფერს დავწერ.ესეც აფთიაქში მოვიპოვე,ორლიპის "ინსტრუქციაა"

ეუFFFF,რამდენი ვწერე.....
This post has been edited by MAIKOSHA on 14 May 2007, 00:02