სალამი ყველას და გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას. მეც შემექმნა პრობლემა . ბევრი წლები ცხოვრების გაფიქიდან გამომდინარე ვიკვებები არაჟანსაღად . ვჭამდი მხოლოდ დილით და საღამოს შემეძლო მეჭამა საღამოს 22:00 სათზეც თუ ქეიფია უფრო გვიანაც . სიგარეტი, სასმელი, მწარე მგავე , ცხელი დ.ა.შ . მქონდა მუდმივი დისკომფორტი მუცელში (შებერილობა) , მუდმივი ბოყინი , იჯოგა (ადრე ეხლა აღარ) . ეგრე გრძელდებოდა ბევრი წლები ხოდა გაგანია კარანტინის დროს აპრილში ერთ მშვენიერ საღამოს დამემართა სიღორე , რა მეტაკა არ ვიცი

მომივიდა ბევრი საჭმელი ამავე დროს აურიე ყველაფერი კატლეტი მერე ნამცხვარი მერე 2 საათში ისევ რაჭული ვიჩინა მარილიანი

მერე ჩიპსი და ცოტახანში ვიგრძენი გადამევსო ყველაფერი . მაპატიეთ და დაბოყინება კაც რომ მოუნდება და ვერა .. ავიღე და დიდი ჭიქა ნაბეღლავი დავლიე გაზიანი

(რა ვიცოდი) მოკლეთ ამტკივდა კუჭი მუცელი იმ დონემდე რომ სასწრაფოში დავრეკე . გამიკეთეს ნემსები და წავიდნენ. 1 საათში ისევ ამტკივდა უფრო მაგრათ ისევ დავრეკე სასწრაფოში და უკვე გავყევი საავადმყოფოში. ჩამიტარეს ანალიზები ექო რენტგენი . ზონდით ცხვირიდან შევიდნენ კუჭში და გამომირეცხეს (მთელი ღამე მქონდა) დასკვნა : დაუდგენელი ტკივილი მუცლის ღრუში ერთი ეგაა რომ ქირურგმა მითხრა პანკრიასის ჯირკვალი ქონდა გაღიზიანებული დილით უკვე ყველაფერი ნორმაში მქონდა . იმის მერე ვარ დიეტაზე ნუ ხანდახან თუ გაურევდი რამეს (არაშემწვარს) მანამდე კუჭი არ მაწუხებდა არ ვიცოდი რა იყო კუჭის ტკივილი. მხოლოდ შებერილობა , ბოყინი მაწუხებდა ,ყელში ხანდახან საჭმელი გეგონება იჭედება.და იჭვიათად სპაზმური ხველა .ეხლაც პრინციპში ასე გრძელდება. ეხლახანს ჩავიტარე გამოკლევები . სისხლის ანალიზები . განავლის ანალიზები ფარულ სისხლ დენაზე და ჰელიკობაქტერზე (ორივეზე უარყოფითი პასუხებია . ღვიძლის ფიბროსკანი ალტ და ასტ (წესრიგშია ყველაფერი) . გასტროსკოპია + ბიოპსია (დაძინებით ) . გასტროსკოპიის დაკვნა:
1) მაგარი მომატებული მჯავიანობა H1 (პირიდან ძირითადათ არ მაქვს მომჯავო სუნი (მე ვერ ვგრძნობ)
2) ქრონიკული ზედაპირული გასტრიტი დუოდენიტი
3) რეფლუქს ეზოფაგიტი
4) დიაფრაგმული თიაქარი ( ამაზე დაზუსტებით რენტგენი უნდაო ბარიუმის ფაფა) ზუსთი დიაგნოზი რომ იყოსო .
ენაზე ნადები არ მაქვს . იჯოგა ნაკლებათ თითქმის არ მაწუხებს . მხოლოდ დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში (ჭიპთან) და ბოინი (უსუნო და უგემო) ვიყავი 2 გასტროენტეროლოგთან ორივე დამინიშნეს სხვა და სხვა წამლები ერთმა მითხრა ჯერ ეს წამლები დალიეო და მერე გაზები რომ არ გექნება ექოს გაიკეთებო ნაღველზე და რენთქენი ბარიუმის ფაფით . მანამდე ადრე .. ერთმა ექომ ნაკეცი გაქვსო ნაღველშიო მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა ექომ კენჭი გაქვსო ნაღველში . მერე ბოლოს საავადმყოფოში რომ ამოვყავი თავი იმათმა ბაღველი სუფთაა .

მანამდე არ იყო ბიოპსიის პასუხი
ეხლა მომივიდა ბიოპსიის პასუხიც დასკვნა
ჰისტოპათოლოგიური დასკვნა:
1) Helicobacter Pylori–სთან ასოცირებული ქრონიკული გასტრიტი
2) Helicobacter Pylori–სთან ასოცირებული ქრონიკული დუოდენიტი
რას მირჩევთ მეგობრებო ?
* * *