ხალხო რა მინდა შემოგჩივლოთ.
მე კოვიდი გადავიტანე დეკემბრის ბოლოს და საახალწლოდ ასე ვთქვათ. ახლა რომ ვაკვირდები ჩემს მდგომარეობას შარშანაც ასე ვიყავი.
მაქვს კიდეც ეჭვი რომ შარშანაც კოვიდი გადავიტანე. ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს მქონდა სიმპტომები როგორსაც ახლა კოვიდს აწერენ. სუნის დაკრგვვა, სერიოზული სისუსტე, მშრალი ხველა და ასე შემდეგ.
ახლა მაქვს შემდეგნაირი ჩივილები. დაახლოებით 5 დღეა დამეწყო უცნაურობები. ჯერ წინა ხუთშაბათს უმიზეზოდ გამიმწვავდა ნერვოზი. შფოთი დღისით. ღამე უმიზეზოდ გამეღვიძა და ვერ დავიძინე. მერე პარასკევს დამეწყო უცნაური თავბრუსხვევა. იმ დღეს არ მივაქციე ყუადღება. შაბათს ცოტა დიეტა დავიკიდე, სახლში გაკეტებული ხინკალი მივიღე. ბევრი არ მიჭამია, ისე რომ გადავძეხიო არ მეთქმება. ასევე გაციებულივით ვიგრძენი თავი და თაფლიანი ჩაიც დავლიე საღამოთი. შაბათსვე დავაკვირდი რომ უცნაურად გავხდი.
მერე კვირას უკვე ეჭვი ავიღე რომ ალერგიული რეაქცია მქონდა თაფლზე და აღარ მიჭამია. მაგრამ მის მერე მჭირს შემდეგი. საჭელს რომ შევჭამ. მეწყება თავბრუსხვევა. გაბრუებული ვარ. ტკივილები მაქვს კუჭის არეში და გულმკერდის არეში. გარკვეულ წილად მოძრაობაშიც კი მაფერხებს ხოლმე. მეწყება სასტიკი მთქნარება და ძილიანობა. არა და კვირის ჩათვლით დიეტასა ხო ვიცავ, ნექსუმს უზმოზე ვიღებ და კიდევ პეპსანს ვსვავ ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ხო და რისი ბრალი შეიძლება ეს იყოს?
გული ვიფიქრე ერთი მომენტი. მაგრამ დატვირთვა არ მიჭირს. თუ ცხვირი გაჭედილი არ მაქვს, ჩქარი ნაბიჯებით 2 კილომეტს ისე გავივლი დიდად არც გული მიჩქარდება არც ქოშინი მიტყდება. გული რომ იყოს მსგავს სიტუაციაში უნდა გამოყოს თავი. ასევე ვრჯიშებს ვაკეტებ და არ მიჭირს არც ეგ.
ხვალ კი ვარ ჩაწერილი ყოველი შემთხვევისთვის კარდიოლოგთან. მაგრამ...
კუჭზე ვინმეს მსგავსი რამე გჭირთ?
ან არის ეს კუჭის სიმმპტომები?
სისხლის და შარდის საერთო ანალიზი მაქვს გაკეთებული წინა კვირაში და შაქარზე არაფერია.
არა და უკვე ვიტანჯები სერიოზულად. საჭმელს შევჭამ და მთელი 1 საათი გონს ვერ მოვდივარ ლამის

, ახლახანს წიწიბურას ფაფა ვჭამე მაწვნით. იგივე ეფექტით.
2013 წლიდან კუჭის ამბები მაწუხებს და ასეთნაირად ჯერ არ ვყოფილვარ. შარშან ამ დროს მქონდა კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან. 1 კურსის მკურნალობის მერე მირჩია ფსიქოლოგი გინდაო

. არა და მაშინაც ანალოგიური მჭირდა. ანუ თავბრუსხვევა, გულის რევის შეგრძნება ჭამის მერევე.
გასტრიტის სიმპტომი კიდე ეგაა რომ ჭამის დროს არ ხდები ცუდად. ადრე მასე მივხვდი გასტრიტი რომ მქონდა გამწვავებული რომ ჭამიდან 3 საათის მერე მეწყებოდა გულის რევის შეგრძნება. ახლა ჭამამდეც მაზიდებს ჭამისასაც და ჭამის მერეც

. პლიუს წნევა იცის გასტრიტის სერიოზულმა გამწვავებამ. მე კიდევ მადლობა უფალს ამ მომენტში 120 80 მაქვს. ეს დღეები წნევასაც ვიკონტროლებ და არანაირი ჰიპეტენზია არ მაქვს.
შარშან რო ვიმკურნალე იმ ევექსის კლინიკის გასტროენტეროლოგთან შეღავათი მქონდა...
მოკლედ რა ვიცი აბა ვინმეს რამე გამოცდილება გაქვთ?