ABESA03მე გამიკეთებია.
მტკივნეულია იმიტომ რომ ჰაერით ბერავენ ნაწლავებს რომ კარგად დაინახონ ნაწლავის კედლები.
კუჭის აშლილობის დროს რომ იცის მუცლის ტკივილი - ზუსტად ასეთი ტკივილია.
პროცედურა რამოდენიმე წუთი გაგრძელდა.
1 პოლიპი ნახეს და იქვე მოაჭრეს და გამოიღეს და დათესეს.
მშვიდობააო მითხრეს 2 კვირის მერე.
პროცედურამდე 1 ნემსი დამარჭეს ტაკოზე (რაღაც მოსადუნებელი).
ძალა გამომეცალასავით.
ხო და გამაგორეს ჩემივე საწოლით, სადღა მქონდა სიარულის ენერგია იმ ნემსის მერე.
და რომ შემიყვანეს საპროცედურო ოთახში - იქ ვენაში ჩამიდგეს ნემსი და იქაც რაღაც წამალი შემიშვეს.
და იმ წამალმა საერთოდ მომადუნა კიდევ.
ენას ძლივს ვატეიალებდი პირში
მეთქი მორფი გამიკეთეთ? ეს რა არის მეთქი. არაო. მოსადუნებელი/სედატიური წამალიაო რომ ნაკლებად გეტკინოსო.
კი ვყვიროდი აააააა, უუუუუუ, მარა რეაგირება ნული

ექთნებიბი თავის საქმეს აკეთებდნენ, ექიმი თავისას და ასე

მერე ისევ გამომაგორეს პალატაში.
რაღაც შემიშვეს ისევ ვენაში და ცოტა გამოვფხიზლდი მარა მაინც ძლივს მივხოხდი ტუალეტთან პალატაში.
პალატაში დამტოვეს დაახლოვებით 2 საათი და მერე გამომიშვეს როცა უკვე დამოუკიდებლად ნორმალურად შემეძლო სიარული.
მოკლედ, არ მოკვდებით და სიკვდილის სიახლოვესაც კი ვერ იგრძნობთ

ხო და ის მომეწონა რომ მონიტორისკენ ვიყავი სახით და ყველაფერს ვხედავდი მონიტორზე.
მედიცინა ჩემი ჰობია
პ.ს. მე საზღვარგარეთ გავიკეთე.
უი.ხო.
მომზადების პერიოდი არ მითქვამს.
სახლში გამატანეს რამოდენიმე დღით ადრე რაღაც ტაბლეტები და რაღაც ფხვნილი 2 ცალი და დაწერილი განრიგი როდის და როგორ უნდა დამელია.
წინა დღისით, საღამოს 8ზე უნდა დამელია პირველი და ასე რამოდენიმე საათის განმავლობაში უნდა მესვა. და არ შეიძლებოდა საჭმელი და სასმელი წამლების მიღების დროიდან პროცედურამდე. გარდა წამლების გადასაყლაპად მიღებული წყლისა.
დავრბოდი ტუალეტში მთელი ღამე. კუჭი ამიშალა.
მოკლედ ამ წამლების დანიშნულება ის იყო რომ ნაწლავები დაეცარიელებინა რომ მერე კარგად დაენახათ ნაწლავის კედლები.
This post has been edited by Miria on 4 Apr 2017, 03:36