გამარჯობათ მეგობრებო, ჩემი პირველი პოსტია ამ თემაში და გისურვებთ ყველას ჯანრმთელობას
მაქვს შემდეგი რამ:
ქრონიკული გასტროდუოდენიტი (გამწვავების ფაზა)
გასტროეზოფაგური და დუოდენოგასტრალური რეფლუქსი
საყლაპავის დიაფრაგმული თიაქარი
დისბიოზით მიმდინარე ქრონიკული კოლიტი (გამწვავების ფაზა)
ხმალაძესთან დავიწყე მკურნალობა უკვე ორი კვირაა შემამზადებელი პერიოდს გავდივარ, რასაც ვუყურებ ნორმალურად მიდის ყველაფერი. აღარც ტკივილები მაწუხებს კუჭის და აღარც გულძმარვები, ვიკვებები დიეტის მიხედვით და ყველაფერი ნორმალურადაა.
ერთადერთი ის მაქვს რომ თუ პურის ხრაშუნა ნაწილს შევჭამ და დიდი ლუკმებით შევჭამ მერე ყელი მიღიზიანდება და თითქოს გულის რევის შეგრძნება გაქვსო, გამყვება ხოლმე ერთი დღე და ეს ნორმალურია? თვითონ მითხრა ისეთი გაწამებული ორგანიზმი გაქვსო რომ ნორმალურიაო მაგრამ მაინტერესებს თქვენც გაქვთ თუ არა.
ზონდიც გადავყლაპე და იმან აჩვენა რომ მრავლობითი ეროზიები მაქვს საყლაპავშიც, კუჭშიც და თორმეტგოჯაშიც.
ისეთი საშინელი დღეები გადავიტანე რომ ახლა აღარაფერი მააშინებს. თან ნელნელა გადის უკეთესობისკენ და ყველას წარმატებებს გისურვებთ.
ახლა ვისწავლე როგორ უნდა ვიკვებო სწორად და მშიერიც არ ვარ არასოდეს, ჰერკულესის კისელიც შემიყვარდა :დ მოკლედ ვნახოთ რა იქნება. ხშირად დავიპოსტები, რომ თქვენც გამხნევდეთ.