დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა საერთოდ ,მაგრამ სულ ბოლომდე ვერც ვაიგნორებ სმს-ებს თან არ მინდა გული მოვუკლა ამ ადამიანებს,თან ეს ინფორმაცია შეიძლება ვიღაცეებისთვის სასარგებლო იყოს. მოკლეთ გადავწყვიტე დავწერო.
ადრე ვპოსტავდი აქ,ჩემს ძმას ჰოჯკინის ლიმფომა ჰქონდა. ჰქონდა ხო და ამით გასაგებია დადასრული. რამდენიმე ადამიანის შეტყობინება დამხვდა პირადში . მაპატიეთ ვერ დაგელაპარაკებით პირადად ,ძაან მთრგუნავს დედას ვუთხრა სავარაუდოდ რა ელოდება მის შვილს. რაც მე უკვე გავიარე.
1,6 თურქეთში ვმკურნალობდით. აბსოლიტურად ყველა ქიმიოთერეაპიის მეთოდით რაც კი არასებობს,ყოველშემთხვევაში თურქეთში და გერმანიაში. გერმანიაში ვცხოვრობ და ყველა თურქების ახალ ნაბიჯს ვუთანხმებდი კიოლნში ჰოჯკინის ლიმფომის კვლევის ცენტრში ექიმებს. ლიმფომა აღმოჩნდა ქიმიორეზისტენტული.
თურქეთში გაკეთდა აუტოგენური გადანერგვა ,შედეგი არ იყო. ერთდაერთი და ვარ და დონორად ვერ გამოვდექი მეორე გადანერგვისთვის. მაგრამ რემისიამდე მაინც ვერ გაკეთდებოდა,არათუ რემისია სიმსივნის კლება ქიმიორეზისტენტული ფორმის დროს ფაქტიურად შეუძლებელი იყო
ესპანეთში წავედით პირველად, ჩემს ძმას დაზღვევა ჰქონდა ესპანური,მაგრამ ესპანელი მედიკების მიმართ ძაან სკეპტიკურად ვიყავით განწყობილები თავიდანვე და ამიტომ ეს უბრალოდ ბოლო ვარიანტი იყო,უბრალოდ ცდის. რა თქმა უნდა გვითხრეს რომ ვერაფერს შეძლებდნენ.
გადავედით საფრანგეთში, ნაბიჭვარ ფრანგებთან რომლებმაც ნახეს ისტორია და გვითხრეს რომ ჰქონდათ კიდე ერთი მეთოდი. დღემდე არ ვიცით რა იყო ეს .დაუწყეს მკურნალობა და ზუსტად რამდენიმე დღეში გაქრა რამდენიმე სიმსივნე რომელიც ჩანდა ესე,კისერზე. შოკში ვიყავით სიხარულით. აი ამის მერე არ ვიცით რეალურად რა მოხდა 1 კვირაში უცებ რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. ეჭვი გვაქვს რომ გადავიდნენ უფრო მარტივ პრეპარატზე ან აი არ ვიცით რა მოხდააა უცებ ესეთი რადიკალური გაუარესება რითი იყო გამოწვეული. 2 დღეში დამთავდა ჩემი ცხოვრება

)
ანუ რატო მოვყევი ეხლა ეს ყველაფერი. ერთი მინდა გითხრათ რომ არსებობს ასეთი წამალი აცედრისი ,რომელსაც აქვს რაღაც საოცარი შედეგი. არ ვიცი ეს წამალი მარტო ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ გამოიყენება თუ აი არ ვიცი. გაკეთებიდან 1 დღეში უკვე შედეგი იდებოდა. მაგრააამ თურქეთში ვიხდიდით ერთ ამპულაში 7 000 დოლარს გაკეთებით მგონი,სადღაც 1500 ჯდება განზავება. ზუსტად იგივე აცედრისი გერმანია´-საფრანგეთში საავადმყოფოში გაკეთება ღირს 15 000 .
მეორე მიუხედავად იმასა რომ საფრანგეთში ყველაფერს ვიხდიდით ქეშით ,ისეთი არაადამიანური დამოკიდებულება იყო არა მარტო სავადმყოფოებში,აი ზოგადად სხვადასხვა ორგანოებში რაც დაგვჭირდა მერე ჩემი ძმის *წამოსაყვანად* რო აი რო გავიგო საფრანგეთს მეტეორი დაეცა ნერვი არ ამიტოკდება ოღონდ მართლა

) მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ გაგვიგია,ასეთი აგრესია რომ ქართველი ხარ.წარმომიდგენია რას უშვებიან იმ ხალხს ვისაც ლტოლვილის სტატუსი აქვს ამიტომ ავღნიშნე რომ ქეშად ვიხდიდით.არც იფიქროთ ლტოლვილის სტატუსით მკურნალობა. მსგავსი უყურადღებობა დაუდევრობა არ ვიციი არ გამიგია. მაგრამ თან ფაქტია რომ აქვთ რაღაც რამაც რამდენიმე დღეში რაღაც შედეგი დადო.
მე მაინც გირჩევდით,თუ საშუალება გაქვთ გახვიდეთ ქვეყნიდან ისევ თურქეთში. ფასები გაცილებით იაფია.გარემო უფრო კარგი.ერთადერთი მოერიდეთ ქართველ აგენტებს ,რომლებიც თითქოს გეხმარებიან და ამ დროს ზუსტად ეგენი გწეწავენ ისე რო გონზე ვერ მოხვალთ როგორ გადაიხდით მაგალითად 1 000 დოლარიან გამოკვლევაში 3 000

)
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას