φίαკი, ჰაშიმოტო მაქვს

5000-იან დე ვიტამინს (+K-თი) ვსვამდი, მაგრამ ზაფხულში ვიფიქრე დამესვენა. თუმცა დავუბრუნდები.
ახლა ექიმის შეცვლის პროცესში ვარ. წინა ექიმს იქით ვეკითხებოდი, ეს ხომ არ დავლიო, ეს ხომ არ გადავიკონტროლო... ბოლოს მომწყინდა და 5თვიან რიგში ჩავდექი.
თავიდან 50-იანით დავიწყე, მალე დასტაბილურდა, მაგრამ მერე ჩამომიყვანა 35-ზე. თუმცა ნოემბერში ჩავაგდე ერთი თვე და დეკემბერში TSH 3-მდე ავიდა და ექიმს გაზრდა შევთავაზე, 50-იანს დავლევ რამდენიმე დღე-თქო და კარგიო. თებერვალში ისევ 4 იყო, მაგრამ მეგონა, სტაბილურად თუ დავლევდი, დაიწევდა.
აგვისტოს შუა რიცხვებამდე დაველოდები ჩემს რიგს და თუ არ მეშველა, მოვძებნი ლალი ექიმს. მადლობა
chipmunck*ვერ მივედი იმ დღემდე დაკლება რომ დავიწყო

კი, მრჩეველში, ახლა 60 მქონდა, დანამატის რომ ვსვამდი მაშინ 55-მდე ამიწია. თან ვცდილობ ხორცით ვიკვებო, რკინამ რომ არ დაიკლოს. უცნაურია შენთან რატომ დაიკლო. შეიძლება რომელიღაც დანამატი ბლოკავდა შეწოვას...
ზუსტად ერთი წლის TSH 15 მქონდა და დავიწყე მკურნალობა. შეიძლება ზაფხულს ვერ იტანს ჩემი ფარისებრი

FT3 და FT4 სულ ნორმაში მქონდა, TSH დახტის.
AntiTPO-ს ევექსში ვიკეთებდი, თავიდან 55-დან 34-ზე ჩამოვედი და ახლა, მრჩეველის მონაცემებით ისევ აიწია. ვფიქრობ სელენიუმი ხომ არ გამოვცვალო, ისევ სოლგარს დავუბრუნდე...
კორტიზოლი შეიძლება ძილის ნაკლებობის ბრალიცაა, ამ ფარისებრის გამო რა დროსაც არ უნდა დავიძინო მაინც 6-7 საათზე მეღვიძება და გამოუძინებელი დავდივარ. მესამე დღეა რაც დავიწყე დანამატების დალევა. გული მიგრძნობს, რომ შედეგი ექნება.
პროლაქტინი ჯერ არა, ვგრძნობ მომატებულია. ექიმთან მისვლამდე გადავიკონტროლებ. სავარაუდოდ TSH-საც. ახლა გაფართოებული პროფილი გავიკეთე, ინტერესი მკლავდა

ჩემი ძველი ექიმი მაგაზე მეუბნებოდა, ნუ გიყვარს ფულის ფლანგვაო

კი, რადგან კუჭი მაწუხებს და ფერიტინი დაბალი მქონდა, ეგ იეჭვა. თან აღმოვაჩინეთ, რომ სხვა აუტოიმუნური დაავადებებიც მაქვს: ვიტილიგო, ფსორიაზი... სავარაუდოდ აუტოიმუნური გასტრიტიც (ამას მე ვფიქრობ

).
მასკედმა მომწერა, რომ შესაძლოა ერთდროულად ჰაშიმოტო და გრეივსიც მქონდეს, რადგან შერეული სიმპტომები მაქვს.
მეორე ასისტენტს დავურეკე, იმას არ ეცალა... რომ მოიცლიან დამიკავშირდებიან

იმედია