chipmunck*კრონის დაავადებაზე რაღაც სიმპტომები მემთხვევა ხოლმე (+რკინის დეფიციტი, დაბალი ჰემოგლობინი და ეროთრიციტების მომატებული რაოდენობა) და ვიფიქრე ხომ არ გამოვიკლიო. თუმცა ახლა არ მაწუხებს და შემდეგ წლამდე გადავდებ.
ჩავუჯექი ზარქუას პოდკასტს, ერთადერთი მინუსი აქვს, რეალშიც სწრაფად ლაპარაკობს. დინჯად მოსაუბრე ექიმებს ვარ მიჩვეული

კუჭზე მითხრა, რეფლუქს ჰიპერსენსიტიურობა გაქვს, GERD-ის არეალშია. არ იკურნება, მაგრამ რემისიაში შეიძლება გადაიყვანოო. თუმცა სტრესის დროს მაინც შეგაწუხებსო. +ვიტამინებზე მითხრა, ძალიან ბევრს სვამ, დაუკელიო. წამლის დოზები განმისაზღვრა და გამომიშვა.
მოსმენისას ჩემთვის გამეცინა, აქამდე მთელი ცხოვრება ელ-თიროქსინი რომ უნდა ვსვა იმაზე ვწუწუნებდი, და ახლა გაირკვა, რომ ეზომეპრაზოლიც მოსჯილი მაქვს. Life after 30 sucks

ნაღველზე რომ ვკითხე, ურსოსანის დალევას შეეშვიო, ექოთი არაფერი საყურადღებო არ არისო. არადა, ოჯახის ექიმმა გამომიწერა წინაზე და თვეში 100ლარს ვათხლიშავდი. ძველი ექო კი მივუტანე, ამ კვირაში დავბრუნდი საქართველოში და კლინიკაში წასვლის თავი არ მქონდა. გასტროსკოპიაც ძველი მივიტანე, ჯერ ფსიქოლოგიურად არ ვარ მზად, ახლიდან გავიარო ეგ პროცედურა

სიმპტომები მაინც იგივე მაქვს.
რა კარგია, რომ 0,25-იანი დოზა გყოფნის. მე, სავაურადოდ, 75-იანზე უნდა გადავიდე, ისევ უენერგიოდ ვარ და თმები მცვივა

ვირუსი რომ გადამივლის, გავიკეთებ TSH-ის ანალიზს და ვნახოთ, რა იქნება.
MichaLLამ ,,განძის" გარეშეც ვზრუნავდი ჩემს ორგანიზმზე და თან უფრო აქტიური ვიყავი.
თავი ვინუგეშოთ, სხვა რა გზაა
PrunusInsititiaაუტოიმუნური როცაა იოდს არ ნიშნავენ, შეიძლება უკუშედეგი მიიღო და რა უცნაურია რომ ექიმმა გამოგიწერა.
აქ მპოსტავები ყველა ელ-თიროქსინს ვსვამთ (+სელენი) და ეგაა ექიმებისგან დანიშნული მკურნალობა.
ეჰ, 5000-იან დე ვიტამინს ვსვამ ყოველდღე მაგრამ ენერგია მაინც ნულზე მაქვს. პრინციპში, ზამთარი მოდის, მაინც გადაიკონტროლე.
სისხლის საერთო ანალიზი გაიკეთე აბა, ჰემოგლობინი დაბალი ხომ არ გაქვს.
φίαეს წელია ,,მრჩეველის" ლაბში ვიკეთებ ანალიზებს და ვენდობი.