ეჰ დარქნესს რა დროს გააუქმე ფორუმი...
მოკლედ ჩემს პირველ პოსტს რომ გადავხედე იმის მერე იმდენი რამე ვისწავლე...
წითელი ხალები ვისაც გაქვთ "გილოცავთ" ესტროგენ დომინანტობის ნიშანია, ვერასოდეს ვერცერთმა ექიმმა ვერ გამცა ამაზე პასუხი, ამბობდნენ "ეგ არაფერია", ჰაშიმოტოს კიდევ ერთი საჩუქარი
მოკლედ ღვიძლი ვერ ამუშავებს სწორი გზით ესტროგენს და ხდება დაგროვება რაც მერე სისხლძარღვებს ურტყამს ეგრევე, ღვიძლის და ზოგადად კუჭნაწლავის დეტოქსიკაცია არის ნომერი პირველი ჩვენთვის და პლიუს ანთების საწინააღმდეგო დანამატები სულ უნდა ვსვათ, სხვადასხვა მონაცვლეობით
ჩემი გეგმა შევასრულე dim და სულფორაფანით ესტროგენის წმენდა, პირდაპირ რომ გვინიშნავენ დოქსტინექსს და ათას ჯანდაბობას რომელიც სიმპტომებს მკურნალობს და არა მთავარ პრობლემას, მოკლედ ყველაფერი ერთად მაქედან მოდის, ციკლის წინა პერიოდში არანაირი პმს მსგავსი სიმპტომი აღარ მქონია ამათ ფონზე და აი ეს არის ქალის ბუნებრივი მდგომარეობა, პროლაქტინი არ გადამიმოწმებია მაგრამ 100% დარწმუნებული ვარ რომ ნორმაში ჩადგებოდა

არანაირი მკერდის შეშუპება და ტკივილი
შემდეგი სისხლძარღვების წმენდა აქტიური მხარდაჭეერა: პიკნოგენოლი +ც ვიტამინი, ლიპოსომალური ქვერცეტინი და რუტინი. არამარტო სისხლძარღვებზე ძალიან ბევრ რამეზე მოქმედებს, პირველი ორი ძლიერი ანტიოქსიდანტია
და რა თქმა უნდა ლიპოსომალური რკინა

ფერიტინი თვენახევარში 80 მდე ავიყვანე თითქმის, ეს არის ოპტიმალური მაჩვენებელი როცა ორგანიზმი საათივით ფუნქციონეირებას იწყებს და შიმშილს არ განიცდიან უჯრედები, მანამდე 45 მქონდა მაგრამ ამ დროს კანის ფერიც კი არ მქონდა ისეთ მდგომარეობაში როგორც ახლა მაქვს, ასევე სანამ 70 არ აცდება ფერიტინი დაივიწყეთ თმების ზრდა, თმებისთვის რკინას ორგანიზმი ვერ გაიმეტებს სანამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესები არ დაკმაყოფილდება
და ახლა ახალი გეგმა მაქვს კიდევ

აი რომ ჩავამთავრებ მაგასაც გაგიზიარებთ, პრინციპში აქ აღარავინ ხართ თუმცა ვინმე ოდესმე ხო წაიკითხავს მომავალში
პ.ს. არცერთი ქართველი ექიმი ჰაშიმოტოს არ მკურნალობს! მკურნალობენ ფარისებრს ეუთიროქსით და მორჩა

პრობლემა კი ფარისებრიდან არ იწყება, ფარისებრის მდგომარეობა იმუნური სისტემის შედეგია