zviadcardioგამარჯობა
5 დღის წინ დამეწყო ტაქიკარდია,პულსი მქონდა 100 მდე და წნევა ამივარდა 150/80 , ჩემი წნევაა 120/80
მოკლედ ცუდად გავხდი და ჰოსპიტალში გავვარდი ეგრევე იქ გადამიღეს კარდიოგრამა რომელიც სამწუხაროდ არ წამოვიღე , ექიმმა რომ ნახა თქვა რომ სავსებით კარგი და დამაკმაყოფილებელი კარდიოგრამაა ოღონდ პულსი გაქვს მომატებულიო ცოტა და ეს სტრესის მიზეზი შეიძლება იყოსო
ამის დღის მერე ყოველ დღე მაქვს გახშირებული პულსი და წნევა მემატება ხოლმე დღის განმავლობაში სადღაც 120-125/70-95 მდე , ვგრძნობ ხანდახან თავბრუსხვევას და სისუსტეს უმადობას და აშ...ხანდახან გულმკერდის არეში სიმძიმესაც, ტკივილით არ ამტკიებია არაფერი
დღეს ცოტა არაუშავდა პულსი რომ დავითვალე წთ-ში 76-78 ში მერყეობდა დღის განმავლობაში მაგრამ საღამოს გულის წნევა ამეწია ცოტა 121/92 ზე მქონდა
ამ ყველაფერს ვაბრალებ იმ ფაქტს რომ სანამ ცუდად გავხდებოდი ყოველ დღე ვსვამდი ბევრ ყავას ვეწეოდი საკმაოდ ბევრს,ძილიც არეული მქონდა, და ბოლო დროს ჰაშიში მოვწიე აი სანამ ცუდად გავხდებოდი იმ დღეს ,მაგას ვაბრალებ უფრო ,ადრეც ცუდად მხდიდა ხოლმე მაგრამ ამ დონეზე არა....მოკლედ ამ ყველაფერს შეიძლება გამოეწვია ხო ეს ტაქიკარდია?
მოკლედ რა რეკომენდაციას მომცემდით, დამაწყნარებელ ბალახეული ტაბლეტები გუშინ დავიწყე და პულსი მგონი დგება წესრიგში მაგრამ ეს წნევა ?
თან საზღვარგარეთ ვარ და აქ ახალგაზრდებს ცოტა სხვანაირად უყურებენ მგონი ექიმები, თუ მოხუცი არ ხარ ისეტი შთაბეჭდილება მრჩება რომ უყრუებენ და სერიოზულად არ ინტერესდებიან
რამე მირჩიეთ რა , როგორ მოვიქცე ,
სიგარეტი გადავაგდე,ალკოჰოლიც,ყავა და ჩაიც, კოკაკოლაც და მსგავსი რაღაცეები....ვცდილობ ძილიც მოვიწესრიგო ,ხანდახან წნევა და პულსი არ მაძინებს ,სტრესს ვგრძნობ ხოლმე აი ოგოც პახმელიისას დატვირთვას რომ გრძნობ,ან ახალ ნავარჯიშევზე მსგავსად
რა ვქნა დავაკრვირდე ჩემით როგორ წავა საქმე თუ მივიდე ექიმთან სასწრაფოდ?
რაიმე წამლები ინიშნება ამ დროს რომ პულსი და წნევა დაარეგულიროს და შვება ვიგრძნო თუ ისევ იგივე უნდა მითხრას რომ სტრესის გამოა ეს ყველაფერი,საღამოობით ვისეირნო, ნაკლები გავამახვილო ყურადღება პრობლემაზე,დიეტა დავიცვა,ძილი მოვიწესრიგო ბევრი წყალი ვსვა და მოკლედ რომ ვთქვათ ჩემით უნდა გავუმკლავდე პრობლემას