რატო იკეთებს საერთოდ ქალი აბორტს?
რამდენიმე პრობლემური შემთხვევაა ხო?
1 - ფინანსური პრობლემების გამო.
ახლა აბორტი რო აიკრძალოს, რა მოხდება? ქალი გააჩენს ბავშვს და ამ ბავშვს მოუწევს სიღატაკეში ცხოვრება ისე რო ელემენტარული პირობებიც არ ექნება და გაიტანჯება. ამის გარდა, შეიძლება ოჯახს სხვა შვილებიც ყავდეს და იმ ბავშვებს კიდე უფრო მეტი მოაკლდებათ, ვიდრე ადრე აკლდებოდათ. იყო საქართველოში შემთხვევები, როცა შიმშილით დაიღუპნენ ბავშვები.
2 - არ უნდა/არ შეუძლია ბავშვის გაზრდა.
აბორტი რო აიკრძალოს, მიიღებ ისეთ ბავშვს, რომელიც მშობელს არ უყვარს. ახლა ვინმე იტყვის ამაზე, როცა გაუჩნდება ბავშვი, შეუყვარდებაო. ათასობით მშობელია, რომელსაც საკუთარი შვილი არ უყვარს, ვერ ზრდის, უხეშად ექცევა, ცემს, ძალადობს და ასე შემდეგ.
3 - კაცის გარეშე მოუწევს გაჩენა და საზოგადოების რეაქციის ეშინია.
ქართულ საზოგადოებაში დღეს ისეთი ცუდი დამოკიდებულებაა ასეთი ბავშვების მიმართ, რომ მე მარტო, 3 შემთხვევა მახსენდება, რომლებიც კატასტროფულად დამთავრდა. ერთი ნაშვილები ბალერინა გაგიჟდა და დედამისი მოკლა, მეორე, ნაშვილებმა ბავშვმა თავი მოიკლა, მესამემ საერთოდ დედამისი მოკლა და შეჭამა (ვაზვიადებ ცოტა) ასეთ შემთხვევაშიც მიიღებ ბავშვს, რომელსაც ცხოვრება ექნება დამახინჯებული.
4 - სელექციური აბორტი. ამაზე მერე.
ამის გარდა რაიმე პრობლემური შემთხვევა არ მახსენდება. დანარჩენი ისეთი შემთხვევებია, რა დროსაც ვერც ერთ ვარიანტში ვერ აკრძალავ აბორტს (გაუპატიურების შემდეგ ჩასახული ბავშვი, როცა დედის სიცოცხლეს/ჯანმრთელბოას საფრთხე ემუქრება და ა.შ.)
პირველ სამ შემთხვევაში ისეთ რთულ მდგომარეობაში უწევს ბავშვს ცხოვრება, რომ ჯობია საერთოდ არ გაჩნდეს და უმიზეზო ტანჯვას თავი აარიდოს. ის ხოარაა? პროსტა დაიბადოს და მერე ###ზე გვკიდია როგორ იცხოვრებს?
- მერე რა რო 11 წლის ასაკში თავს მოიკლავს, ან დედამისს შეჭამს? მთავარია დაიბადა.
ამის გარდა, ქალი არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და რადგან აბორტს იკეთებს, ესე იგი სუსტი ფსიქიკის ადამიანია და არ შეუძლია სტრესის ატანა.
მერე კიდე, ცოტა პრაგმატულად რომ შევხედოთ აკრძალვას. დღეს საქართველოში რომ აკრძალო აბორტი, ვისაც უნდა, უბრალოდ მეზობელ სახელმწიფოებიდან რომელიმეში გადავა და იქ გაიკეთებს. რეალურად ეგ არაფერს არ შეცვლის. ამას გარდა, გახშირდება უკანონო აბორტები და ამით ვერ შეამცირებ აბორტების რიცხვს, თან, უფრო საშიშს გახდი. უკანონოდ რომ გაიკეთებს ქალი აბორტს, მეტია შანსი არასწორად ჩატარდეს და დაზიანება მიიღოს.
აბორტი არის ამორალური საქციელი. მე იმას კი არ ვამბობ, ვინც აბორტს გაიკეთებს, თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და საქციელი მოვუწონოთ-მეთქი.
- ყოჩაღ შენ ეს მოახერხე და მესამე აბორტი გაიკეთე. შემდეგს როდის გეგმავ?
- უახლოეს მომავალშიი.
და არავინ იცის უახლოესი მომავალი როდის იქნება 3 წლის შემდეგ? 30 წლის შემდეგ? იქნებ 40 წლის შემდეგ?
მაგრამ რაც ამორალურია, ყველაფერს ვერ აკრძალავ მით უმეტეს, როცა ეს არანაირ შედეგს არ მოგცემს.
ახლა სელექციურ აბორტს რაც შეეხება.
ეგ არის სერიოზული პრობლემა და მართლა მისახედია, მაგრამ ამ მომენტში,პრობლემის მოგვარების რეალური ვარიანტი არ არის და ვერაფერს ვიზამთ. უბრალოდ უნდა დავუცადოთ, სანამ მოქალაქეების ცნობიერება ამაღლდება ეკონომიკურ ზრდასთან ერთად.

ანუ სელექციურ აბორტთან მიმართებაში ჩემი ძირითადი სათქმელი არის ის, რომ სელექციური აბორტი არის ცუდი. სელექციური აბორტი არ უნდა გაიკეთო. სელექციური აბორტს თუ არ გაიკეთებ, კარგია. სელექციური აბორტი კარგი არ არის. სელექციური აბორტი არის ის, რაც კარგი არ არის. სელექციური აბორტი არ არის ის, რაც კარგია. და კიდე რავი, უსასრულოდ შემიძლია ერთი და იგივე მარტივი აზრის წერა სხვადასხვა სიტყვებით, ყოველგვარი მიზნის გარეშე.
NAVARA