მშვიდობა თქვენდა,
არვიცი ძლიერმა ტრანვამ თუ თავად ვირუსის ცხოველმყოფელობამ, ვფიქრობ ნერვული სისტემა დამიზიანა,
სანამ ვირუსის დატვირთვა მაღალია, ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებსო, ორიდღის წინ ამოვიკითხე ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურმალში.
სისტემატიურად ანტიდეპრესანტებს ვიღებ, ძილის საშუალებებს და ფსიქოტროპულებსაც ხშირად, დიდი ხანი არა არის რაც საჭიროდ ჩავთვალე დავხმარებოდი საკუთარ ფსიქიკას ქიმიური საშუალებებით, ფსიქოლოგია აღარ მშველოდა.
თუმცა ადრევე შევამჩნიე რომ მეხსიერების პრობლემები გამიჩნდა, ასაკი არმაქვს ისეთი რომ ვთქვა ამ ასაკში ნორმალურიაო, ოცდაათი წლისვარ.
წარსული ფრაგმენტული გახდა, სურათს ვერ ვაერთიანებდი, თითქოს ფრაქციებად დაიყო და განიბნა, როდესაც ძალისხმევას ვიჩენ, ვჯდები და ვცდილობ წარსული ავაწყო, უძლურივარ, არგამომდის.
ეს ჩემს მეგობარ ბიჭს არესმის, ის აივ უარყოფითია.
- როგორ არუნდა გახსოვდეს სად და როგორ აიკიდეო?
რეალურად ვერ ვიღდგენ დეტალებს, მაგრამ კარგად მახსოვს 2013-2014 წლებში არაბუნებრივი ოფლიანობა ღამით, მძინარეს, სრულიად სველი ვიღვიძებდი, ზოგჯერ გაყინული, დასველებური ზეწარი რომ გეკვრის ტანზე, მაგრამ ჯიუტად აგრძელებ წოლას და ცდილობ ძილი განაგრძო, დილით სამსახურში ხარ წასასვლელი ეხლა გაღვიძების დრო არარის ეუბნები შენს თავს.
ვხვდებოდი რომ ეს არიყო ნორმალური, ჯერ ფილტვებს დავაბრალე, მაგრამ სიცხეები არ მქონდა, არც სამსახურში მიჭირდა მუშაობა, სულ ერთხელ იყო როდესაც სისუსტემ მუხლი მომაყრევინა, თავიც დამახრევინა, მაგრამ ეს ჩვეულევრივ გრიპს მივაწერე, მაშინ ხომ აზრადაც ვერ გავივლებდი რომ აივ-ის ვირუს ვატარებდი უკვე.
შვებულება ავიღე, სისუსტისგან საკუთარი ხელითაც ვერ ვჭამდი საჭმელს, ოჯახოს ექიმის ინსტიტუტმა ფილტვების აწ უკვე გადატანილ ანთებას ან წინარე პერიოდს მიაწერა, დამინიშნეს ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ენერგოსტიმულატორები, მინერალევი, გადასხმა დამიდგეს და ერთკვირაში დაახლოვებით დავბრუნდი დედამიწაზ.
მეც დავიჯერე რომ გრიპის ვირუსი მქონდა, იმაზე რთული ვირუსი იყოთქო ვარწმუნებდი თავს ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმეთქო.
ამ ენერგო სტიმულატორს ნარკოტიკივით მივეჩვიე, ყოველდგე ვიღებდი, წყალში იყო გასახსნელი და არვიცი პლაცებო იყო თუ მართლა მეხმარებოდა რომ თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ წონაში დავიკელი, ესეც ამ "ჯადოსნურ" სითხეს მივაწერე.
თუმცა დროში ქრონოლოგია არეულიმაქვს, მახსოვს ფაქტები, მოცემულობები და დროის ჯაჭვში ვერვსვავ თანმიმდევრულად
ვერ ვიხსენებ ესეთი ოფლიანობა მანამდე მქონდა თუ მერე რაც უკონტაქტო ვიწექი საწოლში, მაგრამ ეს არაბუნებრივი ჰიპერჰიდროზია მხოლოდ ძილისას პერმანენტულად მქონდა ბოლო წლებში, არუნდა ვცდებოდე თუ ვიტყვი ბოლო ორწელს, სანამ ლაბორატორიულად აღმომიჩენდნენ აივს და თერაპიას დავიწყებდი.
ასევე უცბად განმივითარდა რინიტი, მანამდე არმქონია, ოღონს მან უფრო ადრე მოიკიდა ფეხი ჩემში, ერთ ჩვეულებრივ დღესაც აღმოვაჩინე რომ მწვავე, ჰიპერაქტიური რინიტი დამიდგინდა ალერგიული, მტანჯავდა, მკლავდა, სულ ოთახში ვიყავი, თითქოს მზის სხივებისაც კი მეშინოდა, დავიწყე მკურმალობა, ცოტა შვება მომცა და მას მერე ქრონიკულად ვმკურნალობდი.
მაგრამ რასაც ვერვხსნი, ისე წავალ ამ სამყაროდან ალბათ ეს პასუხგაუცემელი დარჩება რატომ ვერაღმოაჩინეს ტესტში რომელიც გავიკეთე 2015 წელს როცა ზამთარი ადგულს უთმობდა გაზაფხულს და მე მაშინდელ ტესტის პასუხში მიწერია აივ ნეგატივი, დღესაც შენახულიმაქვს ის ფურცელი.
ხოლო 2016 წელს ზაფხულში ისევ ლოგინს მივეჯაჭვე, გაუსაძლისი სისუსტე, ისევ ჯოჯოხეთური ოფლიანობა ღამით, არმაძინებდა იმაზე შიში რომ მთელი თეთრეული დასველდებოდა და გამოსაცვლელი გამიხდებოდა, ისტერიულად წამოვარდებოდი და აბაზანას ვიღებდი, ყოველი ღამე კოშმარს დაემსგავსა, ძილის მეშინოდა
CD4 - 540 მქონდა, HIV - 3550, ეს ტიტრი არარის ბევრი, არც სიდი4-ია ნორმის ქვემოთ, ქვედა ზღვარზე იყო, თერაპიიდან საშუალოდ ორთვეში ეს სინდრომი გაქრა, მაგრამ შიში დღესაც დამრჩა.
ამ ორ იდენტურ მდგომარეობას ვერ ვხსნი და 2015 წელი, ტესტში არაღმოჩენილი აივი.
თუ სამსჯავრო მართლა იარსებებს ალბათ რასაც ვიკითხავ პირველი ეს იქნება

კეთილი სურვილებით,
Davit Hokie +
This post has been edited by Hokie-D on 12 Dec 2017, 18:29