#62738697 · 30 Sep 2026, 11:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრი ამბობს, რომ ცურვა ეხმარება ადამიანს და წელის პრობლემას აგვარებს, თუმცა მე ამას ვერ დავეთანხმები. ხუთი წელი დავდიოდი ცურვაზე და სერიოზული მოცურავე ვარ, მაგრამ 18 წლის ასაკში მაინც წელის პრობლემები (სეკვესტრირებული თიაქარი) გამიჩნდა. ორი წლის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდი, მომეხსნა ქრონიკული ტკივილი: ვცურავდი, სახლში ვვარჯიშობდი და სხვა. ცურვის დროს კუნთების ღრმად გაჭიმვა და დატვირთვა მაინც ვერ ხერხდება.
აუცილებელია ვარჯიში კროსოვერის ტრენაჟორზე, რომელიც კუნთს საშუალებას აძლევს, სრული ამპლიტუდით გაიჭიმოს და დაიტვირთოს. სწორედ ეს ეხმარება ხერხემლის კუნთების სპაზმებისა და ტკივილის მოხსნას. ცურვისას შვებას მხოლოდ იმ მომენტში გრძნობ, რადგან წყალში მოსვენებულ, შემცირებული წონის მდგომარეობაში ვართ. ცურვა ხერხემლისა და ფეხების კუნთებს იმდენად ვერ ტვირთავს, რომ წელის ქრონიკული სპაზმებისა და ტკივილის მოგვარებაში დაგვეხმაროს( ჩემი პირადი გამოცდილებითა და დაკვირვებით ასეა)
ჩემი სეკვესტრირებული თიაქარი ვერტებროლოგებმა და ნეიროქირურგებმა სასწრაფოდ საოპერაციოდ მიმიჩნიეს, რადგან მქონდა ძალიან მძიმე ტკივილები, ფეხის დაბუჟება და მარჯვენა ფეხში ძალის დაკარგვა. ეს ძალიან სერიოზული ნიშნები იყო და ოპერაცია აუცილებლად მიაჩნდათ. თუმცა დამიჯერეთ, ვინც არ დაიზარებს და ივარჯიშებს, ასეთი დიაგნოზის მიუხედავადაც გამოჯანმრთელდება. ყველაფერი თქვენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული: სიზარმაცე და ოპერაცია, თუ ვარჯიში კვირაში რამდენჯერმე და მხნედ ყოფნა. არავის ვურჩევ ოპერაციას, რადგან თუ ოპერაციის შემდეგაც ძველი ცხოვრების წესი გვექნება, წელის ტკივილის გამომწვევ და პროვოცირების ფაქტორებს ვერ მოვაგვარებთ. თუ წელის ტკივილის გამომწვევ მიზეზს არ აღმოვფხვრით, ოპერაციის შემდეგაც ისევ გაგვიჩნდება „თიაქრები". თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ თიაქარი ყოველთვის არ არის ტკივილის გამომწვევი. რეაბილიტაციის შემდეგ მეც და ამ დედამიწაზე ძალიან ბევრი ადამიანი წელის თიაქრებით დავდივართ და არანაირი სიმპტომი და ტკივილი არ გვაქვს. მთავარია, ცხოვრების წესი მოვაგვაროთ. მუდმივი ვარჯიში აუცილებელია. 2 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ მიმეგნო ვარჯიშებისთვის, რომელიც იმუშავებდა და მომიხსნიდა ტკივილს. მარტივი და მხოლოდ გაწელვითი ვარჯიშები ტკივილებს არ ხსნის. აუცილებელია წონებით ტრენაჟორზე ვარჯიშები.
სავარჯიშოდ გირჩევთ, Pheonix Tbilisi (გუჯა შედანია); ალექსანდრე კონდრატენკოს სარეაბილიტაციო ცენტრი; ბუბნოვსკის ცენტრი.
|