კი გეშველება. უსაშველო არაფერი გჭირს. უმოძრაო ცხოვრების წესის გარდა

სანამ სადმე მიხვალ გირცევ რაღაცეებს და თუ დამიჯერებ არ ინანებ
ყოველ საათში 5 წუთით მაინც ადექი კომპიდან, რამე მიზეზით. ბოლო ბოლო ზაფხულია და სანამ მანდ ხარ 2 ლიტრი წყალი დალიე ნელნელა დღის განმავლობაში ყლუპებით, და შენ თუ ვერ განსაზღვრავ ადგომას ეგ წყალი აგაყენებს

დღის განმავლობაში შეეცადე რომ რამენაირად იმოძრაო, არ დაიზარო არსად წასვლა ფეხით. მხოლოდ ფეხით. მაქისმალურად უარი თქვი ტრანსპორტზე თუ კი ფეხით მიხვალ და დროც გაქვს.
შესვენება თუ გაქვს. ჯერ ისადილე, მერე ადექი და წადი ქუჩაში სასეირნოდ. მინიმუმ 2 კმ გაიარე მაგ შესვენებაზე. სულ 25 წუთი გინდა.. ოღონდ ჯერ ჭამე და ისე. იმიტომ რომ თუ პირიქით იზავ წონაში მოიმატებ

. პლიუს კუჭნაწლავისთვისაც სასარგებლოა ჭამის მერე სეირნობა. აქ სირბილი არაა საჭირო, წყნარი მშვიდი სიარული.
გაზომე გუგლის მიწზე ის ქუჩა სადაც უნდა იარო, გაიგე 2 კმ რა მანძილია და წადი ისეირნე.
საღამოს სახლში რომ მიხვალ ასევე ივახშმე და კიდევ შეეცადე 2 კმ გაისეირნო.
ამრავ პრობლემებს მოიგვარებ ამით.
ამასთან მიდიხარ ან ორთოპედთან, ან ნერვოპათოლოგთან მაინც. რომელიც კვლევას დაგინიშნავს, რა გჭირს კუნთებში ან ხერხემლის მალებში, გაქვს რისკი რომ შენც თიაქარი გქონდეს.
პლიუს ნუ აწევ 5 კილოზე მეტ სიმძიმეს. ეგეც შეეცადე არ ათრიო, თუ მაინც და მაინც 2 ხელე გადაანაწილე. ანუ 2.5 კილო ერთზე მეორეზეც.
მაქსიმალრუად შეეცადე რომ სკამზე იჯდე სწორად. დაგუგლე ან თუ გინდა მე გიპოვი სკამზე სწორად ჯდომის წესებს. ზურგი აუცილებლად მყარად უნდა იყოს მიყუდებული საზურგეს. მაუსის და კლავიატურის თავისებურება ითხოვს რომ ერთი მხარე მუდამ აწეული გქონდეს. ეს გაითვალისწინე და რამენარიად დააკომპენსირე რომ მხრები თანაბრად გქონდეს.
თუ კვლევას აიტარებ და მერე მაგ პასუხით მიხვალ რომელიმე კლინიკაში ბუბნოვსკი ან კონდრატენკო.. გააჩნია ფინანსურად რას შეწვდები. სამკურნალო ფიზკულტურაა იქ და მაგ სქოლიოზს თუ ვერ გამოგისწორებენ ბოლომდე, საკმაოდ დიდ შეღავათს მოგცემენ
თუ წონა გაქვს 10 კილო და მეტი ზედმეტი. მაქსიმალურად შეეცადე რომ მოიშორო. იდიეტე მცირედ. პლიუს თუ დამიჯერებ და ივლი კიდეც, ენერგიას ბევრს დახარჯავ და ისედაც დაიკლებ.
მოკლედ ენერგია უნდა ხარჯო, უმოძრაობა უნდა მოსპო, გახდი მობილური.

ბუბნოვსკი დილა საღამოს ვარჯიშებსაც დაგავალებს. ეგეც კარგია წელის კუნთების თანაბრად დაჭიმვისთვის.
ხო დამავიწყდა.
როგორც ვხვდები გოგონა ხარ. ხო და მაღალქუსლიანებიც შეგიძლია თაროზე შემოდო.
რბილ ძირიანი დაბალ ქუსლიანები მხოლოდ.
ისე საინტერესოა ბრტყელტერფიანობის მხრივ როგორა ხარ? არის ვარიანტი ეგეც გაწუხებდეს. სქოლიოზის შემთხვევაში ბრტყელტერფიანები არიან ხოლმე უდიდესი ნაწილი

, თუ გაქვს ეგეც მისახედია. მერე მაგასაც გასწავლით როგორ
This post has been edited by pilo772 on 21 Jun 2018, 14:12