mziakoრომელ კლინიკაში დადიხარ?
თუ საიდუმლო არ არის

ერთმა ნევროლოგმა ისეთები მელაპარაკა(სანამ მე დავიწყებდი საუბარს - ნახევარი საათი მელაპარაკა თავის წარსულზე და აწმყოზე) - გამოვართვი ის ფურცელი - რაც დამინიშნა სიცილ-კისკისში სერიოზული პრობლემებით მისულს(არაფერი არ გჭირს, რეებს იგონებო), შევედი ჩემს თერაპევტთან და ვუთხარი:
მეორე მიმართვა დამიწერეთ, ხვალ მოვალ მეორე ნევროლოგთან, ეს ქალი გიჟი გყავთ მეთქი, ვიღაცაა.
თავად სჭირდება მეთქი ექიმი-ფსიქიატრი, სერიოზულად უბერავს=მეთქი.
მისი დანიშნულბა ნაგავში ჩავაგდე იმავე საღამოს, რა თქმა უნდა, და მეორე დღეს სხვა ნევროლოგთან მივედი.
(ჩემს იქ ყოფნაში სხვა პაციენტი მიიღო (?!) რომელსაც აღმოაჩნდა ჯიპისის დაზღვევა რომელშიც შედიოდა ჯიპისიდან წამლების დაბალ ფასში შეძენა და ამ პაციენტს ეუბნება: რა ცუდია, რომ ჯიპისის დაზღვევა გაქვს. ხომ დაგინიშნავდი ახლა მე ავერსის აფთიაქის წამლებს და დამეწერებოდა ქულებიო.
ამ ქალმა გაუღიმა.
ეს აგრძელებეს: იცი, ამ თვეში ჯერ მხოლოდ 900 ქულა დავაგროვე ავერსთან და თვე თითქმის დამთავრდა. რა არის 900 ქულა? არაფერი საერთოდ.
აი, ასეა. შენც ახლა მოხვედი და მეუბნები რომ გიპისის დაზღვევა გაქვს. ვერ დავიწერ ქულებს შენზეო. აფსუს!).
ყბა დაბლა ჩამომივარდა ამ ქალის უტიფრობისგან გაოცეულს, მაგრამ არ შევიმჩნიე, უკვე დავუმუღამე რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
ყველას არ უნდა ეცვას თეთრი ხაალათი და არ უნდა ებაროთ ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
პერიოდულად უნდა ხდებოდეს მათი ტესტირება.
კალციუმის ნაკლებობა ხომ არ გაქვს?
ფრჩხილები როგორი გაქვს?
თხელი და მსხვრევადი თუ სქელი და მყარი?
მე აშკარა კალციუმის ნაკლებობა მაქვს.
ორჯერ გავიკეთე კალციუმზე ანალიზი 2 სხვადასხვა ლაბორატორიაში და ორივეგან მითხრეს რომ ნორმაშია.
არა და საღი კბილები და ფრჩხილები მემსხვრევა.
კალციუმ+დე ვიტამინის მიღებას რომ ვიწყებ - 1 კვირაში ფრჩხილები უნდა მყარდება და აღარ მეშლება.
ხო და როგორ არ მაქვს კალციუმის ნაკლებობა?
მოდი და დაუჯერე ლაბორატორიებს.
დაუჯერე შენს თერაპევტს.
ის უფრო ტვინიანი ჩანს ვიდრე ის უქნარა ნევროლოგი..

პ.ს. რომელიმე მშობიარობაზე ხერხემალში ნემსი გაგიკეთეს?