#52627667 · 1 May 2018, 02:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გალე
QUOTE | უშინ ვიყავი სისხლის ბანკში. მიმღებში გოგომ მითხრა არაუშავს თუ ბავშვობაში გჭირდაო. |
თუ უკვე იყავი სისხლის ბანკში, იქ უნდა დაგესვა კითხვები. მაგრამ, მე მგონი, სინამდვილეში არც არაფრის გარკვევა არ გინდა. უბრრალოდ, კამათობ კამათისათვის. დონორად თუ მიდიხარ, გავსებინებენ ანკეტას, სადაც ბევრი სხვადასხვა კითხვაა, მათ შორის, გადატანილი დაავადებების შესახებაც და ასევე იმაზეც, ბოლო 3 თვის განმავლობაში ხომ არ გქონია რაიმე სარისკო ქცევა (მაგ. დაუცველი სექსი შემთხვევით სექს. პარტნიორთან, ვინმეს სისხლის მიშხეფება ან სხვაგვარად ექსპოზიცია სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან) ან ჩაგტარებია რაიმე ნებისმიერი პროცედურა, რაც უკავშირდება სისხლს-კბილის დაბჟენა, ოპერაცია, სისხლის გადასხმა, სილამაზის სალონში წვერის გაპარსვა, თავის გადაპარსვა, ტატუ, პირსინგი...
ამას რომ შეავსებ, მერე გეუბნებიან-აიღებენ თუ არა სისხლს შენგან. თუ პასუხები დამაკმაყოფილებლად ჩათვალეს, გიღებენ სისხლს და აგზავნიან შესამოწმებლად.
QUOTE | ვერ ვეტყვი უარს, მეგობარს.
|
არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარს მიყვები თუ შემთხვევით ნაცნობს. ძალიან დიდი ალბათობით, შენ არ იქნები მისი დონორი. გადასასხმელად იყენებენ ბანკში უკვე არსებულ, შემოწმებულ სისხლს, ხოლო დონორის მიყვანა იმიტომ არის საჭირო, რომ ბანკში არსებული მარაგი არ გაიხარჯოს და დროულად მოხდეს ჩანაცვლება.
ამის მერე სისხლს ამოწმებენ აივზე, ც, ბ ჰეპატიტებზე, სიფილისზე.. ადგენენ ჯგუფს და შეთავსებას სხვა სისხლთან. შეუმოწმებელი სისხლის გადასხმა სისხლის სამართლის საქმეა-თუკი ადამიანი დაინფიცირდა...
A ჰეპატიტი სრულად იკურნება, ვირუსი მთლიანად გადის ორგანიზმიდან. მით უმეტეს, თუ ადრეულ ბავშვობაში გქონდა. უბრალოდ, საკითხავია, ლაბორატორიულად თუ იყო თავის დროზე დადასტურებული, რომ A ჰეპატიტი გქონდა და არა რომელიმე სხვა, მაგალითად, B რომელიც უმეტესწილად, ასევე იკურნება თავისით, მხოლოდ ვირუსის მოცილებას რამდენიმე თვე სჭირდება, ხანდახან კი არც სცილდება და რჩება ქრონიკულად.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|