მოკლედ, ქართულ ტერმინოლოგიას არ ვიცნობ, ძირითადად ინგლისურ ენოვან თემებს ვათვალიერებ და ვფიქრობ, რომ მაქვს "General Anxiety Disorder(GAD)" - ალბათ ამას უფრო შფოთვითი აშლილობას ქვია ქართულად. ხოდა არვიცი ნერვოზი და შთოთვითი აშლილობა თუ ერთი და იგივეა, არ ვარ სპეციალისტი მაგრამ სიმპტომებს ჩამოგიწერთ.
1. თავში წნევის მიწოლის შეგრძნება,თითქოს მიმძიმდება, კისერი მეძაბება პლიუს თვალები, თვალების ვარჯიშის დროს ვგრძნობ რომ თვალის კუნთები დაძაბულია. შუბლის არეში და მის გარშემო დაძაბულობა თითქოს რაღაც მაქვს შემოჭერილი.
2. თუ გამიჩნდა შიში გულის წასვლის, იწყება გულის ცემის აჩქარება, ოფლიანობა, პანიკურ შეტევამდე ცოტაღა მაკლია, მაგრამ როგორღაც ვახერხებ თავის დამშვიდებას.
3. პანიკური შეტევის ზღვარზე(უაზრო შიშის დროს) თითქოს მუხლების კანკალი მეწყება და მიწაზე მყარად ვეღარ ვდგავარ.
4. რამდენჯერმე მქონია ისეთი შემთხვევა რომ მეგონა წნევა 300-400 ზე მქონდა(ასეთი ილუზია მქონდა) თავის არეში სერიოზული შეგრძნებები წნევის მიწოლის.
5. თავბრუსხვევა
არცერთხელ არ ყოფილა გული წამსვლოდა. და ეს ყველაფერი ჩემი გამოცდილებით რასაც დავაკვირდი არის 2 მიზეზის გამო:
1. შიში - შიში რომ რაიმე მომივა. შიშები თუ დამეწყო ზემოთ აღნიშნული 4 სიმპტომი ერთდროულად მოდის.
2. გაღიზიანება,აკვიატება. თუ რაიმე პროცესი პერიოდულად ხდება და მე თუ ამოვიჩემე რომ ეს მაღიზიანებს, მეწყება ზემო აღნიშნული სიმპტომები. მაგალითად, თუ ახლა ამეკვიატა რომ ამ ფორუმზე ამ პოსტის წერა ნერვიულად მაღიზიანებს ზემოთა სიმპტომები მეწყება ნელ-ნელა.
ექიმთან ვარ ნამყოფი, ანალიზები გავიკეთე და არაფერი გჭირსო მითხრეს. ნერვოლოგთან გამაგზავნეს და იმან წამლები დამინიშნა შფოთვის მოსახსნელი. ცოტა მიშველა მაგრამ დროებითი იყო.
ჩემი აზრით სავარაუდო მიზეზები:
1. ყავა, დღეში 4 ჯერ ვსვამ ყავას.
2. ხასიათი მაქვს ემოციური.
3. ვარ პედანტი, ყველაფერი 100% ით უნდა შესრულდეს თავის დროზე. თუ რამე ისე არ წავიდა დისკომფორტი მაქვს. მაგალითად თუნდაც ამ პოსტს რომ ვწერ ყველა ასო სწორი და სასვენი ნიშნები სწორად უნდა იყოს დასმული.
4. ზოგი ადამიანი იმდენად უაზროა არ მიჩნდება სურვილი ურთიერთობის, ასეთი ადამიანები კი 70% შემთხვევებშია. სრული #$%ები

ყველა ადამიანში ვამჩნევ სიყალბეს და მაღიზიანებს

თუნდაც დიდიხნის ნაცნობი, 95% შემთხვევებში რომ შეგხვდება ქუჩაში და კილომეტრებიან ტექსტებს, რომ გეტყვის როგორახარ რაშვები თითქოს ძაან აინტერესებდეს.
5. ჩაციკვლვა ვიცი 1 რამეზე და იმაზე ვტრიალებ მთელი დღე.
6. 24 საათი იმაზე ფიქრი ვინმეს რამე ხომ არ ვაწყენინე. შეიძლება ვერ მივხვდი და ვინმეს ცუდი გავუკეთე.
რას მირჩევთ რა მოვიმოქმედო?

შეიძლება მე თვითონაც ვიცი რა არის გასაკეთებელი მაგრამ გამიგებთ

სხვა რომ გეტყვის იმას უფრო ითვალისწინებ ვიდრე საკუთარი თავის აზრს.
This post has been edited by Shredinger on 1 Jul 2018, 14:37