#62423945 · 6 Jan 2026, 15:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი ყველას. მოკლედ დიაგნოზში მიწერია მესამე სტადია და მაქვს დეფეკაციის დროს სისხლდენა და დისკომფორტი. ასე მგონია შიგნიდან დანას მისვამენ. დაახლოებით 4 წლის წინ დამეწყო და ნაწლავი მაქვს გარეთ, იმის მერე ორჯერ ამტკივდა და სანთლების ფონზე ჩამიწყნარდა ტკივილი, თუმცა ნაწლავი გარეთ დარჩა. ახლა დაახლოებით თვენახევრის წინ ისევ დამეწყო გარეთ ტკივილი და სანთლებით ჩავიწყნარე, შემდეგ დამეწყო სისხლდენა და ტკივილები დეფეკაციის დროს, მკურნალობის ფონზე დეფეკაციის დროს ტკივილებმა იკლო, თუმცა სისხლი ისევ მაქვს. ზეგ მივდივარ ქარაბაკთან და როგორ გგონიათ ოპერაციის გარეშე მოგვარებადია ეს ყველაფერი? ბოლო 1 წელში უკვე 2 ოპერაცია მაქვს გაკეთებული სხვადასხვა რაღაცის და ფსიქოლოგიურად ამას ნამდვილად ვეღარ გავუქაჩავ და ვერც ფინანსურად. გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა და მოგიგვარებიათ მკურნალობით?
|