მოგესალმებით ყველას!
გადავწყვიტე მეც დავწერო ჩემი შემთხვევა და გამოცდილება, იქნებ ვინმეს გამოადგეს და ტანჯვა შეუმსუბუქდეს. 2019-ში აღმომაჩნდა ანალური ნაპრალი და გამაწამა რასაც ქვია. მანამდე არანაერი მსგავსი რამ არ დამმართნია. ალბათ როგორც
ყველამ მეც პირველ რიგში ინტერნეტს მივმართე, თავიდან მეგონა ბუასილი და მოვიძიე ბუასილის სამკურნალო მალამოები. იმ დროისთვის ტკივილიც არ იყო ძლიერი, მხოლოდ დეფეკაციის დროს, მაგრამ ატანადი და ვიფიქრე ასე ახასიათებდა
ბუასილს, მეგონა რაღაც მალამოებით გამივლიდა, თურმე ჯერ სად ხარ ))...
ვიპოვე ფეისბუკში ბუასილის სამკურნალო მალამო და სანთლები, დავრეკე, შევხვდი, ვიყიდე და დავიწყე გამოყენება, შედეგი - ნული. ტკივილმა მოიმატა, უკვე მანქანის ტარებისას ხელს მიშლიდა, წესიერად ვერ ვიჯექი და ვერაფერზე ვერ
ვკონცენტრირდებოდი. ვიპოვე სხვა ექიმბაში, ასევე ფეისბუკით, ბევრი რო არ გავაგრძელო ასევე შედეგი ნული, თან სანთლის გაკეთება მიჭირდა სპაზმის გამო, ფაქტიურად შეუძლებელიც იყო. ამ "ექსპერიმენტებში" გავიდა კაი ხანი, ერთი ორი
კვირა მოთმენაში და იმის მოლოდინში რომ გაივლიდა ეს ოდნავი ტკივილი და დისკომფორტი, ერთი ორი სამი კვირა ექიმბაშების "ჯადოსნური" მალამოების ტესტირებაში, მერე უკვე მოვიქნიე მაგათი მალამოები და აფთიაქში შევიძინე
თურმანიძის მალამო და დეტრალექსი და იმით დავიწყე მკურნალობა, მაგრამ რადგან მე ბუასილი მეგონა მალამო აპლიკატორით შემყავდა და ძალიან მტკივნეულიც იყო სპაზმის გამო. მოკლედ ასე ჩემით ვიმკურნალე კიდე რამდენიმე კვირა
და არა და არ დამთავრდა ეს ჯოჯოხეთი, თან დეფეკაციის ტკივილი მატულობდა ამასობაში და სპაზმი ხო საერთოდ, კედლებზე აყავხარ!
მოკლედ გადავწყვიტე საბოლოოდ ექიმთან მისვლა, არადა მორიდების გამო არ არ მივსულვარ თავის დროზე, უბრალოდ მეგონა მოევლებოდა რაღაც პერიოდში, თანაც ინტერნეტი გადავიკითხე იმ ორ თვეში, ეს ფორუმიც და სხვა ფორუმებიც
შევისწავლე და დავამუშავე )). დავადგინე ბოლოს რომ უფრო ანალური ნაპრალი მქონდა ვიდრე ბუასილი, მაგრამ ისეთები ეწერა ნაპრალის მკურნალობაზე ვარჩიე ექიმთან მისვლა. ექიმბაშებმა სანთელს ვერ ვიკეთებთქო რო ვუთხარი ვერც
ერთმა ვერ მითხრა რომ შეიძლებოდა ნაპრალი ყოფილიყო, არც ვითხოვ მათგან პროფესიონალიზმს, უბრალოდ ეს მინიმუმი ვერსიის სახით ვფიქრობ უნდა ცოდნოდათ, როცა ამ საქმეში არიან.
ექიმი ავირჩიე მუხაშავრია, ვენდე გამოცდილებას(მკიდია შენობის ინტერიერი და ექსტერიერიც, საქმე გააკეთონ მთავარია). მოვხვდი გელა მუხაშავრიასთან, მომისმინა, გამსინჯა და დამიდგინა ქრონიკული ნაპრალი. დამინიშნა თურმანიძის
მალამო(რასაც უკვე ვიყენებდი)), გვირილის აბაზანები და ტურბო მიკრონ ჯი(იგივე დეტრალექსიაო როგორც გავიგე, რა პრინციპით ნიშნავენ სხვას თუ იგივეა ვერ ვხვდები და არც ვეძიები)). ერთი განსხვავება ის იყო, რომ თურმანიძის მალამო უნდა წამესვა გარედან და არა შიგნით აპლიკატორით, როგორც მე ვაკეთებდი. გავაკეთე ეს ყველაფერი და თქვენ წარმოიდგინეთ ვიგრძენი შვება, დაახლოებით სამ-ხუთ დღეში(არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ფაქტია რომ ერთ დღეს გავიღვიძე და
დეფეკაციისას ტკივილი არ მქონდა)! არ ვიცი უბრალოდ დაემთხვა და დრო გავიდა დიდი და ისედაც უკვე უნდა ჩამთავრებულიყო ეს ამბავი თუ მართლა ტურბო მიკრონმა იმოქმედა და მალამოს გარედან წასმამ(აბაზანების რეჟიმს ვერ ვიცავდი,
იშვიათად გამომდიოდა გაკეთება).
მკურნალობა გავაგრძელე სრულ განკურნებამდე, ანუ განკურნება რა, საერთოდ კი გამიარა, მაგრამ რახან ქრონიკულია თურმე შეიძლება ისევ გაჩნდეს, იცის თურმე გააქტიურება ზამთრის და გაზაფხულის სეზონზე. აქვე იმასაც დავწერ, რომ
კვებაზეც წავიკითხე, ვარჯიშზეც, იოგაზეც, ათასი სხვა რამეც და შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებდი. კვებას მივხედე(ისე ცხარეს და ცხიმიანს, ცხვარს და ღორს და ა შ არც არასდროს არ ვჭამდი), ვშიმშილობდი კიდეც ხანდახან(ოღონდ ტუალეტში არ შევსულიყავი)), მაგრამ ტუალეტის თავის არიდება არანაერად არ ვარგა, მაგაზე დავწერ ქვევით. წონაც მაგრად დავიკელი, იოგას პოზებიც და ვარჯიშებიც კი ამოვქექე სფინქტერის სპაზმს რო ხსნის(რა დღეში ვიყავი)))...
გავიდა დრო, დადგა 2022-ის ოქტომბერი. ვიღას ახსოვს შენი ნაპრალი, სადაა საერთოდ ეგეც აღარ ვიცი და უცებ ჰოპ და თავი შემახსენა. დავწერ საინტერესო ფაქტს, არ ვიცი რამდენადაა ერთმანეთთან კავშირში, თქვენი აზრიც მაინტერესებს.
2019-ში სანამ პირველად დამემართებოდა ეს ნაპრალი თუ რაც არი გადავწყვიტე მედიეტა, წონა დამეკლო, აღარ დამელია სასმელი და მერე რაღაც დროის გავლის შემდეგ ვარჯიშიც დამეწყო. ანუ ფორმაში მინდოდა ჩადგომა და ამოვიდა ყელში ამდენი ბანკეტები შეხვედრები დახვედრები და მიზეზიანი თუ უმიზეზო ქეიფები, თან წონაც გაიქცა, ღიპი, გადაღლა, ღაბაბიც დავაჟკაცდა )), მოკლედ ხო მიხვდით რასაც ვგულისხმობ... სასმელის დალევა(არა ლოთობა) ისე როგორც ყველა
ალბათ, ხან უბრალოდ ლუდი ხან მოლხენა და ა შ, მაგრამ რასაც დავაკვირდი სასმელით საჭმლის მონელება იყო მშვენიერი და შეკრულობაც არანაერი. რეჟიმის შეცვლის შემდეგ კი ცოტა შეკრულობებმა მოუხშირა, არ ვგულისხმობ ძლიერ
შეკრულობას ვგულისხმობ დეფეკაციის გართულებას, ანუ ძალის დატანებას, რაც ალბათ ერთ დროს არსებულ მწვავე ნაპრალზე მოქმედებდა ცუდად. ზოგადად თურმე ანალური ნაპრალი ყველას ჰქონია ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, რასაც
საერთოდ ვერ ვიგებთ და თავისით ხორცდება ისე რო ვერც გრძნობს ადამიანი, გართულება მოყვება თუ დაერთო შეკრულობები და ჭინთვები და ა შ... ჰოდა ჩემ შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა და რო ვიფიქრე კარგს უკეთებდი ორგანიზმს
თურმე უეცარმა რეჟიმის შეცვლამ მომიტანა სურპრიზად რაც მომიტანა )). განკურნების შემდეგ რატომღაც დაუბრუნდი ძველ რეჟიმს(ქეიფ დროს ტარებას), 25 კილო მქონდა დაკლებული ამ უბედური ნაპრალის გადამკიდეს და მოშიებული
ვიყავი ))). წონა თანდათან ისევ მომემატა და ძველებურ "ფორმაში" ჩავდექი, აი დიეტა რო მომინდა და სანამ დავიწყებდი რო ვიყავი ისეთში )). აი აქ ჩნდება ის ურთიერთკავშირი ზემოთ რო ვახსენე...
დაუბრუნდეთ აწმყოს. 2022-ის სექტემბერში ისევ გადავწყვიტე ფორმაში ჩადგომა და ისევ ავკრძალე საერთოდ დალევა. კვება - ხილი, ბოსტნეული, ბევრი უჯრედისი, არანაერი შაქარი, არც ცომეულ-ნამცხვრეული, ცხიმიანს და მწარეს ისედაც არ
ვჭამ, ვარჯიში - სიარული და ბევრი მოძრაობა, მოკლედ რეჟიმი სანაქებო და ჰოპლა ოქტომბერში ზუსტად იგივე სიმპტომები, ზუსტად ისეთივე(თავიდან ლაითი) ტკივილი, იმაზე ლაითი ვიდრე 2019-ში იყო, ეგრევე ტურბოს დალევა დავიწყე
და ვიფიქრე გაივლიდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ისევ მოიმატა ტკივილმა დეფეკაციისას, ისევ მანქანის ტარებისას დისკომფორტი, მოკლედ გაძლიერდა, მაგრამ თურმანიძე მივახმარე(აბაზანები ისევ ძალიან იშვიათად სამაგიეროდ დეფეკაციის
შემდეგ არანაერი ქაღალდი, მხოლოდ თბილი წყლით დაბანა). ამჯერად არ იყო საერთოდ სპაზმი და ვიფიქრე ლაით ფორმაში იქნება და გამივლისთქო, თანაც ექიმი ნაღდად აღარ მიფიქრია, ვიცოდი წინასწარ რასაც მეტყოდნენ და პირდაპირ
დავიწყე მკურნალობა. ჩემდა გასაკვირად თურმანიძემ და ტურბომ ამჯერად ვერ გაქაჩეს. თან ინფოს სულ ვეძებდი ინტერნეტში განმეორებით ქრონიკულ ნაპრალზე. ძირითადად წერენ რომ ძალიან რთულია შეხორცება და უკვე საოპერაციოა.
არც ოპერაცის არ მეშინია საერთოდ, უბრალოდ დრო უნდა, ხუთი დღე იქ უნდა იწვე, მერე რეაბილიტაცია, მერე რეჟიმი, არადა კარგი კი არის, ერთხელ მოიშორებ და განმეორება ფაქტიურად არ ხდება.
მოკლედ გავაგრძელე თვითმკურნალობა, თურმანიძე და ტურბო, ხან იყო რაღაც შემსუბუქება, ხან ცოტა შეიკვრები კუჭში და ისევ გართულება, წრეზე დადიხარ რა. პარალელურად სიახლეების ძიება ინტერნეტში. წავიკითხე ისიც რომ უცხოეთში ლიდოკაინის შემცველ მაზებსაც იყენებენ, აქ მსგავსი არაფერი იყიდება. ასევე იყენებენ ნიტროგლიცერინიან მაზებს და ბევრ სხვა რამესაც. ვიფიქრე თურმანიძის სხვა მალამოთი შეცვლაც, ორი თვის მერე ))), ადრე მაინც მექნა(რელიფ
ადვანსზე გადავედი), მაგრამ ერთი თვე ძაან ლაითად იყო ყველაფერი, მერე კიდე ორი კვირა გასაძლებად, დეკემბრის შუიდან უკვე გაძლიერდა ტკივილი და სპაზმიც გაჩნდა და გავედი ისევ იმ ლეველზე რაზეც ვიყავი 2019-ში. ავდექი და კიდევ
მივედი მუხაშავრიას კლინიკაში. გავიგე რომ ბატონი გელა გარდაცვლილა 2020-ში(RIP). ამჯერად რა თქმა უნდა სხვა ექიმმა გამსინჯა და დასვა ზუსტად ისევ ის დიაგნოზი რაც ადრე ბატონმა გელამ... არა მისვლა აუცილებელი იყო მაინც, სხვა
დაავადებები რომ გამომერიცხა. სპაზმის გამო ბოლომდე გასინჯვა ვერ მოხერხდა, გამოჯანმრთელების შემდეგ აუცილებლად კოლონოსკოპიას ვაპირებ, ზოგადად საჭიროა ასეთი კვლევის ჩატარება ჩემი აზრით. მე კი ვთქვი რომ სასმელის
შეწყვეტის შემდეგ დეფეკაციის გართულებამ გამოიწვია ნაპრალი, მაგრამ შესაძლებელია სხვა მიზეზიც იყოს ნაწლავში და ჯობია თავის დაზღვევა, მე ასე ვფიქრობ.
ახალმა ექიმმა დამინიშნა რელიფ ადვანსი(რომელიც მე ერთი კვირით ადრე დავინიშნე ))) და ტურბოს თუ იღებ გააგრძელეო, ასევე აბაზანები. ანუ იგივე ყველაფერი. რელიფმა სპაზმს ვერაფერი უქნა(არადა ხსნისო უწერია), კიდე ერთი კვირა
ვისვი ეს რელიფი და თან ისევ რაიმე ახლის ძიება ინტერნეტში. იმიტომ რომ სპაზმი მარეკინებდა და ვერაფერი შველოდა საერთოდ, ვერც იოგას პოზები )))... სხვათაშორის ეს პოზები გიმსუბუქებს მართლა მაგრამ სულ იმ პოზაში უნდა იყო,
მორჩები ვარჯიშს და ისევ გეწყება, სიგიჟეა მოკლედ )))... ჩემ შემთხვევაში ასე იყო, სხვას შეიძლება უხსნის სპაზმს, ვერ გეტყვით.
და აი მოვიდა ყველაზე საინტერესო ამბის დროც... გამახსენდა ერთი ვიდეო, რომელიც თავიდანვე ვნახე იუთუბზე(როცა დამეწყო სიმპტომები 2022-ში). ვიდეოში აღწერილია მალამოს დამზადების წესი, სხვათაშორის ნიტროგლიცერინით და ლიდოკაინით. მაშინ ვიფიქრე რომ ესეც ისევე "მიშველიდა" როგორც 2019-ში ექიმბაშების ნათხიპნი მალამოები და ამიტომ სერიოზულად არ მივიღე, მაგრამ ლინკი შევინახე მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
ჰოდა ეს ვიდეო გამახსენდა რამდენიმე დღის წინ, მართლა სუპერგაუსაძლისი სპაზმი გადავიტანე რომელიც თითქმის დილამდე არ გაჩერდა და ბოლოს დილით გამანება თავი და დამეძინა ძლივს... რო გავიღვიძე ეგრევე ჩავრთე ის ვიდეო,
ამოვწერე ინგრედიენტები, წავედი აფთიაქში, ვიყიდე ყველაფერი და დავამზადე მალამო(უმარტივესია). დღეს მესამე დღეა რაც ვისმევ(სხვას არაფერს საერთოდ), ტურბოს ისევ ვსვამ. მეორე დღესვე დეფეკაცია იყო საგრძნობლად მარტივი,
დეფეკაციის შესამსუბუქებლად დამავიწყდა მეთქვა რომ ვსვამ სენადე ნეოს(მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეული იყო სანამ ამ მალამოს გამოვცდიდი). ამჯერად შედარება არ იყო და საოცრება, სპაზმი იყო იმდენად სუსტი, რომ შეიძლება ითქვას
გაქრა. დღეს მესამე დღეა როგორც ვთქვი და საერთოდ ჩვეულებრივი დეფეკცია მქონდა და არანაერი სპაზმი. იუთუბზე ამ ვიდეოს ყველა კომენტარი წავიკითხე და ხალხი შოკშია, ყველას შველის მართლა. ერთი ორმა დაწერა რო წნევის
პრობლემა ქონდა და გული აუჩქარდა, მაგრამ სავარაუდოდ მათ ნიტროგლიცერინზე აქვთ ალერგია და ამიტომ. ეგ პრინციპში ყურადრება მისაქცევი ფაქტია. მე დავიკიდე იმდენად გამაწამა სპაზმმა ბოლო ორი თუ სამი კვირა, რომ აღარ
მაინტერესებდა არაფერი, ოღონდ რამე შვება მეგრძნო. უნდა ვაღიარო რომ მართლა მიშველა, ყოველ შემთხვევაში მესამე დღეს უკვე სერიოზული შედეგი მაქვს. ვიღაც კომენტარში უწერს თავის ტკივილი იცის მაგ მალამომო )))).... ეტყობა იმას
ტრაკი მაგრად არ ტკივა, რა თავის ტკივილი ლამის ჭერზე ავდიოდი ჩვეულებრივად, ისეთი ტკივილი იცის სპაზმმა...
ახლა რაც შეეხება რჩევებს:
* კვება - ხილი(კარგია ვაშლი), ბოსტნეული, მწვანილი ბლომად, ბროკოლი, ბულგარული(უფრო მწვანე), ფინიკი(მოსანელებლად მაგარია), ქლიავის ჩირიც, კეფირი, ქათმის ხორცი(ინტერნეტში უამრავი მასალაა ნაპრალის დროს სწორ კვებაზე)
* არ ვარგა - მწარე, მჟავე, ცომეული, ტკბილეული, ღორი, ცხვარი, ნაციონალური კერძები(ძნელად მოსანელებელია ბევრი მათგანი და მწარე და მჟავეა და სუნელებით გაჯერებული, რაც ამ ეტაპისთვის არ გვჭირდება)
* საჭიროა - კუჭის მოქმედების მოწესრიგება, სვით ბევრი წყალი, 2-3 ლიტრი დღეში. არ ჩააგდოთ დღე და ყოველდღე გქონდეთ დეფეკაცია რაც არ უნდა გეტკინოთ, შეკავება გამოიწვევს მეორე დრეს ბევრად უარეს ტკივილს!
სწორი კვება და პრეპარატებიც უნდა მიახმაროთ, რადგან ტკივილის გამო დეფეკაციის შიში მაინც იწვევს ცოტაოდენ ან ძლიერ შეკრულობას, ამიტომ გიწევთ ისევ ჭინთვა და ხდება ნაპრალის ისევ დაზიანება.
* აკრძალეთ საერთოდ - ალკოჰოლი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, არ დაუჯეროთ ზოგიერთ იუთუბერს ვითომ ზოგი ვარჯიში არაფერს არ აზიანებს, ფიზიკური დატვირთვა ნაპრალის დროს ძალიან არ არის სასურველი!
* კარგია - ძალიან ძალიან მსუბუქი ფიზკულტურა, იოგა, პილატესი(არა ძალისმიერი რთული პოზები), იგრძნობთ თუ არა იქ დაჭიმულობას ეგრევე შეწყვიტეთ! ეს აქტივობა კარგია ნორმალური სისხლის მიმოქცევისთვის იქ.
* რაც მთავარია - აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან, როგორც კი შეატყობთ რომ რაღაც გჭირთ. როგორც წესი ამას თქვენზე მალე და თქვენზე კარგად ვერავინ ატყობს, ამიტომ საჭიროა ექიმთან მისვლა, ინტერნეტი არაა ცუდი,
განსაკუთრებით მაშინ თუ სწორად შეძლებთ მოძიებული ინფორმაციის გამოყენებას, მაგრამ ექიმთან ვიზიტი გამორიცხავს სხვა ბევრად საშიშ მიზეზს ამიტომ ვფიქრობ აუცილებელია. მეც ფაქტიურად ინტერნეტით
გავთვითცნობიერდი ამ საკითხში, მაგრამ ორივეჯერ ვიყავი ექიმთან, რომ სხვა მიზეზები გამომერიცხა. სამომავლოდ შეიძლება ოპერაციაც გავიკეთო, რადგან ორ სამ წელიწადში ამ იდიოტობების განმეორების ნერვები აღარ
მაქვს))), ვნახოთ როგორ შედეგს გამოიღებს ეს ბოლო იუთუბიდან ამოღებული მკურნალობა. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა და მესამე დღეა, სპაზმი ნოლი. სპაზმის არქონით კი ნაპრალის შეხორცება ბევრად მარტივდება...
ლინკები:
* მალამო -
https://www.youtube.com/watch?v=QLvHYfi-EpE ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად ალერგიული ხომ არ ხართ
ნიტროგლიცერინზე ან სხვა რამეზე, აკონტროლეთ წნევა!
* დეფეკაციის შესამსუბუქებელი -
https://www.youtube.com/watch?v=1jugmjpAWnI* სპაზმის მოსახსნელი(მე დიდად ვერ მიშველა ))) -
https://www.youtube.com/watch?v=DBvci2zI1D0საკმაოდ დიდი სტატია გამომივიდა ))...
აქ ისეთები მაქვს წაკითხული ძალიან მინდოდა ყველასთვის გამეზიარებინა გამოცდილება და ეს ვიდეო მეჩვენებინა,
შეიძლება ბევრმა იცის კიდეც, ბევრმა არც იცის. არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ჯანმრთელობა ჭირდება ყველას...
ჰოდა ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!