ჩემს გამოცდილებას დავწერ თავიდან ბოლომდე. ოპერაციიდან 7 კვირა გავიდა და რაც შეიძლება დეტალურად აღვწერ, ვიღაცას დააინტერესებს.
ლაზერული ოპერაცია გავიკეთე თოდუაში გრატიაშვილთან.
რატო მივედი გარე კვანძები მქონდა. დიდი არა, მარა დეფეკაციის მერე იზრდებოდა, ისევ მცირდებოდა შესაბამისად. ტკივილი და რამე ეგეთი არ მაწუხებდა. დეფეკაციის მერე წვაც მქონდა და იშვიათად სისხლსაც ვამჩნევდი ტუალეტის ქაღალდზე. დიდან არ მაწუხებდა, მარა მაინც მივედი.
გასინჯვის მერე აღმომაჩნდა გარე კვანძები, ასევე შიდა კვანძები და ნაპრალი. კვანძების ლაზერით გაკეთება ხოლო ნაპრალის რაღაცა ტალღები თუ თუ რავი რაღაცა მითხრა, არ მახსოვს. მოკლედ, უნაკეროდ ყველაფერი
ოპერაციამდე მოსამზადებელი პერიოდი:ანალიზებს იკეთებ. ოპერაციის წინა დღეს არ ჭამ არაფერს, ხოლო ოპერაციის დღეს წყალსაც არ სვამ. დანიშნულებას მოგცემენ.
ტრაკი რო უნდა ჩაიპარსო და ჰიგიენა დაიცვა, ეგ თავისთავად

ნუ მოკლედ, ისეთი არაფერი.
ოპერაციის დღე და ანესთეზიაოპერაციამდე პალატაში გადაგიყვანენ, ჩაგაცმევენ შესაბამის ტანსაცმელს თუ რაც ქვია და ვენაში კათეტერს ჩაგიდგამენ.
ანესთეზია არის ორი ვარიანტი; ჩვეულებრივი დაძინებით ან სპინალური, ანუ ხერხემალში რომ აკეთებენ ნემსს.
ზოგადად რეკომენდაციას უწევენ სპინალურს.
მე დაძინებით მინდოდა, მარა ექიმმა გადამაფიქრებინა და სწორადაც მოიქცა.
ნემსის მეშინოდა ხერხემალში, მარა აბსოლუტურად არაა მტკივნეული. ოდნავ კანზე ჩხვეტას იგრძნობ და სულ ეგაა. არც მაგ დროს და არც მერე საერთოდ არ შევუწუხებივარ წელის ტკივილს.
კათეტერიც არ ჩაუდგამთ ჩემთვის საშარდე ბუშტში, ვინაიდან რთული ოპერაცია არ მქონდა და მცირეხნიანი ანესთეზია გამიკეთეს.
ოპერაციის პროცესიხერხემალში რომ გაგიკეთებენ ნემსს, ნელნელა ფეხები შეგითბება და გრძნობას კარგავ. მერე აგაწევინებენ ფეხებს და დაიწყებენ ოპერაციას.
შენ პროცესს ვერ უყურებ, ცხადია. თავის მხრივ დამამშვიდებლებსაც გაძლევენ ვენის კათეტერიდან რომ არ ინერვიულო.
ისე მშვიდად ვიყავი, ლამის ჩამეძინა.
ტკივილით ვერაფერს გრძნობ, მაგრამ შეგრძნება გაქვს, რომ პროჭში რახაცას გიკეთებენ
მოკლედ არაფერი რა, უმარტივესია თვითონ ოპერაცია, აი შემდეგი პერიოდია რაცაა.
ოპერაციიდან გაწერამდეანესთეზიის გავლის მერე ტკივილები იცის, მაგრამ ექთანს დროულად უნდა გააკეთებინო გამაყუჩებლები, სანამ აგტკივდება. ღამე მომერიდა ექთნის გაღვიძება და ძაან მაგრად ამტკივდა, ვერ გაუძლებ რა ისეთია. უნდა გაიკეთო გამაყუჩებლები.
ტრაკში რომ ბინტები გაქვს გათხრილი, აი მაგაზე ცუდი შეგრძნების დედავატირე. მოჯმის საშინელი სურვილი გაქვს, მაგრამ ნაწლავებში არაფერი არ არის. დაჟე ღამე მაღვიძებდა ეგ გრძნობა, აი საშინელება იყო. ოპერაცია დილით დავიკეთე, მარა საღამოს უკვე გავიარე ფეხზე. ანესთეზია ახალი გასული როა, მაინც გაბარბაცებს რაღაცნაირად. ტრაკში კიდე სიმძიმეს გრძნობ საშინელს, თითქოს ჰანტელები გაქვს დაკიდებული ანუსზე.
ოპერაციის მეორე დღეს უფრო მეტს დავდიოდი, მარა მაინც ანესთეზიის თაბრუსხვევა მქონდა და დავრჩი ის დღეც კლინიკაში.
მესამე დღეს დილით გამომიშვეს და ჩემი ფეხით წამოვედი სახლში.
პირველი კვირაკლინიკიდან გასვლის მერე გამაუყუჩებლები არ დამილევია საერთოდ.
სიარული შემეძლო, მარა ძაან უსიამოვნი იყო და წოლა მერჩივნა,
პირველი და მეორე ტუალეტში გასვლა იყო ჯოჯოხეთი, ლამის ტირილამდე მივდიოდი.
მესამე და მერე უკვე გაიშვა. ტკივილი ისევ არის მარა ისეთი სასწაული აღარ.
ხო, წამლებს გინიშნავს ექიმი ოპერაციის შემდეგ.
ასევე გამონადენია ჭრილობიდან და საფენები უნდა იცვალო ხშირად.
დეფეკაციის შემდეგ მტკიოდა ანუსი განსაკუთრებით და უნდა დავწოლოლიყავი ასე 2 საათი გაუნძრევლად რომ გაეარა.
მეორე კვირასიმძიმის გრძნობა ისევ ძლიერია.
გამოანდენი ისევ ბევრი.
სიარული უფრო მეტი, მაგრამ ძირითადად მაინც წოლაა სასიამოვნო.
ტუალეტში გასვლა უკეთესი ვიდრე წინა კვირა, მაგრამ მაინც მტკივნეული. ისევ დაწოლა და გაყუჩება
დაჯდომა შეგიძლია, მაგრამ ნელა უნდა დაჯდე და ადგე, ნუ, არც გსიამოვნებს ჯდომა
მესამე კვირასიმძიმის გრძნობა ძლიერია ისევ.
გამონადენიც ბევრია.
სიარული და ჯდომა მომატებული მაქვს, მაგრამ წოლა ისევ მირჩევნია.
ტუალეტში გასვლა ბევრად უკეთესი, დაჟე ტკივილის არაა, მარა არც სასიამოვნო პროცესია.
მეოთხე კვირასამსახურში გავედი, ოფისში ვმუშაობ.
აღმოსავლეთიდან დასავლეთში ჩავედი მანქანით საჭესთან.
სიმძიმის გრძნობა ისევ საკმაოდ არის,
გამონადენიც ბევრია.
დაჯდომა ადგომა ნელნელა, მაგრამ ოფიში ვზივარ და ვმუშაობ.
სიარული ცოტა ნელა და ცოტა ფეხებგაფარჩხული/
ტუალეტში გასვლა პრობლემა აღარაა, მარა ოდნავ დისკომფორტი მაინცაა.
მეხუთე კვირასიმძიმის შეგრძნება იკლებს საგრძნობლად.
გამონადენი ისევ ბევრია, მაგრამ ოდნავ შემცირებული.
ადგომა დაჯდომა თითქმის უკვე ჩვეულებრივ, სიარულიც ჩვეულებრივი უკვე, თუმცა სირბილი ვერა.
ტუალეტში გასვლაც აღარაა დიკომფორტი.
მეექვსე კვირასიმძიმის შეგრძნება სულ ოდნავი.
გამოანდენი შემცირებულია, მაგრამ მაინც არის. განსაკუთრებით იმატებს ფიზიკური დატვირთვისას.
ფიზიკურად ცოტა წავიმუშავე კიდეც.
დაჯდომა ადგომა უკვე ჩვეულებრივ.
ტუალეტში გასვლა ჩვეულებრივ.
ნაოპერაციები ცოტაში შეშუპებულია.
მეშვიდე კვირასიმძიმის შეგრძნება აღარაა.
გამონადები მკვეთრად შემცირებული. თავიდან რაც იყო, იმისი ოცი პროცენტი დარჩენილი სადღაც.
დეფეკაციის შემდეგ ანუსის ქავილი დამეწყო და არ ვიცი, ასე უნდა იყოს თუ არა, ექიმს უნდა ვკითხო.
მოკელდ, კვირიდან კვირამდე არნახული გაუმჯობესებაა. ოპერაცია არაფერია, რეაბილიტაციაა ყველაზე ძნელი.
ხო, თანხას რაც შეეხება, ლაზერული ძვირი ღირს, 3-4 ათასი ლარის ფარგლებში.
მგონი მოვრჩი

თუ რამე და კი გიპასუხებთ
This post has been edited by g.o.o.n.e.r on 11 Jan 2025, 19:31