zviadcardioგამარჯობათ.
ალბათ გახსოვართ აქ ვკითხულობდი ექსტრაასიტოლებზე. მაგრამ მაინც თავიდან მოვყვები ისტორიას რო გასაგები იყოს.
ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ ბავშვობიდან, ოდნავი ჯამრთელობის მხრივ პრობლემა და მაშინვე სტრესი მეწყება.
მაწუხებს შფოთვით აშლილობა. 1-2 ჯერ მქონდა პანიკური შეტევა მაგრამ რამდენჯერაც დამემართა თავს ვერევი ხოლმე.
1 წელი ვმკურნალობდი ნევროლოგთან ანტიდეპრესანტებით(ველაქსინი,ბუსპირონი). მკურნალობა რომ შევწყვიტე მერე შევამჩნიე რომ ზოგჯერ გული მთლად წესრიგში არიყო

რიტმს ტოვებდა. შემეშინდა და წავედი კარდიოლოგთან.
გავიკეთე ყველა ანალიზი კარდიოლოგმა რაც დამინიშნა. წინა თემაში დავდე ყველა ანალიზი და წესრიგში მაქვს. თქვენც დამიდასტურეთ რომ წესრიგშია და ჩემმა ექიმმაც.
რატომღაც არ დამინიშნა 2 ანალიზი:
1) ექოსკოპია
2) დატვირთვის ტესტი ტრედმილით
ამათ გარდა ყველა ანალიზი რომ გავიკეთე და ჰოლტერის პასუხიც ვაჩვენე იქ გამოჩნდა რომ ნერვოლოგიური დარღვევა მაქვს და დამინიშნა დამაწყნარებელი მცენარეული და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიზდიეო

მე დავწყნარდი უცებ. წამალი რაც დამინიშნა არ მიყიდია. აბსოლიტურად მშვიდად ვიყავი.
არც ექსტრასიტოლა მაწუხებდა არც არაფერი. დაჟე რამდენჯერმე ყავაც დავლიე დღეში 3-4 ჯერ და არაფერი მიგრძვნია. მშვიდად მეძინა და მშვიდად მეღვიძა. წნევასაც ვაკონტროლებდი და ზოგჯერ 120/80 ზოგჯერ 130/80 ზე. მოკლედ ესეც წესრიგში მქონდა.
შემდეგ ამ თემაში შემოვდიოდი ისე უბრალოდ და საკმაოდ ბევრჯერ გაქვთ სხვებისთვის ნათქვამი ექოსკოპია გაიკეთეთო. მე ეს ამოვიჩემე და დავიწყე ისევ ნერვიულობა და აკვიატება რომ ვაიდა ჩემს კარდიოლოგს გამორჩა რამე და ან დამიმალა და ა.შ

ხოდა დამეწყო ისევ ექსტრაასისტოლა. 1,2,3 დღე და მერე შემეშინდა.
მივედი სხვა კარდიოლოგთან და ვაჩვენე ჩემი ყველა ანალიზი და დამამშვიდა. აქ არაფერი საგანგაშო არარისო. ყველაფერი წესრიგში გაქვსო. ვუთხარი რომ ჩემმა კარდიოლოგმა ექოსკოპია არ დამინიშნათქო და მითხრა რომ რასაც აქ ვხედავო ექოსკოპიის გაკეთებას აზრი არ აქვსო, მაინც არაფერი გამოჩნდებაო და დამინიშნა 2 რამ
1) ერთ კვირიანი წნევის გაზომვა
2) სილენტექსი. დილით და საღამოს
ხოდა რახან ამ ექიმმაც მითხრა რომ წესრიგში მაქვს ყველაფერი დავწყნარდი

გული ისევ დაუბრუნდა წესივრად მუშაობას. მთელი დღე ხოშიანად ვარ

მარა ქვეცნობიერად მაინც არ მასვენებს ის ფაქტი რო იქნებ რამე გამოეპარათ და დარღვევა მაქვს გულზე. ამაზე რო ფიქრს ვიწყებ ეგრევე რიტმის დარღვევას ვგრძნობ

აი ბევრჯერ მინერვიულია პირად ცხოვრებაში და 5 ჯერ შეიძლება დავლიო ყავა მარა მაინც არ ვიგრძნო არითმია მარა როცა გულის პრობლემაზე ვყვები მაშინვე ვგრძნობ არითმიას.
არადა 99% დარწმუნებული ვარ ნერვოზული პრობლემები მაქ(ორივე ექიმმა ეს დამიდასტურა) და არითმიაც ამის გამოა მარა მაინც არ მასვენებს რაღაც

რამდენად პროფესიონალურია პაციენტს რომ ეუბნები ექოსკოპია არ გაიკეთო არაა საჭიროო

P.S ჰოლტერზე 364 ექსტრაასიტოლა გამოჩნდა 24 საათში.
რას მირჩევთ რა ვქნა?

ვუთხრა რომ ექო და ტრედმილი ჩამიტარეთთქო?
This post has been edited by Shredinger on 1 Mar 2020, 23:14