zviadcardioგამარჯობათ

სადღაც თებერვალში როცა მქონდა არითმია, ორ კარდიოლოგთან გავიარე კონსულტანცია და ყველა ანალიზი მაქ ჩატარებული, ასევე თქვენც გაჩვენეთ და საბოლოო ჯამში მიზეზი შფოთვითი აშლილობის და ემოციების გამოა.
ბოლო კარდილოგთან(თებერვალში) როცა ვიყავი დამინიშნა დამამშვიდებელი: "სილენტექსი", მაგრამ არ დამილევია და მის მერე ჩემს თავთან მოვაგვარე და დავმშვიდდი და მის მერე თვეები აღარ მქონია არითმიები - წამლების გარეშე, მხოლოდ ფსიქოლოგიური მუშაობით.
ლომივით ენერგიაზე ვიყავი და ვარ, არ მაწუხებს ეს შემაშინებელი არითმიები. პულსსაც ღამე ვიზომავ და მოსვენებულ მდგომარეობაში(სკამზე ჯდომისას) 60-65 მაქვს. საერთოდ არაფერ წამალს არ ვსვამ

ასე ვარ 5 თვეა უკვე, ფიზიკურადაც ვიტვირთები ხოლმე და პრობლემა არ მაქვს. "დაჟე" ზოგჯერ ყავაც მაქ დანალევი დღეში 4-5 ჯერ და პრობლემა არ მქონია.
მაგრამ, 2 დღის წინ ვჭამე ხორცის კატლეტი(ძალიან დამწვარი) ტყემლით(ტყემალს აქამდე არ ვჭამდი საერთოდ) პლიუს რაღაც იაფასიანი ქართული ლიმონათი გაზიანი, ცუდი როა ვიცი მარა ცოტა დავლიე

ხოდა დამეწყო ცოტა იჟოგები და ცოტა ისევ არითმიის შეგრძნებები მარა მალევე გამიარა.
მეორე დღესაც მქონდა დილიდან იჟოგები და გადავწყვიტე დიეტის დაცვა დამეწყო და 8 ის მერე საერთოდ აღარ მეჭამა იმიტო რო ჩემი BMI უკვე გადაცდა ნორმებს. 8 ზე ვჭამე ხაჭაპური და ზედ ისევ იგივე ქართული გაზიანი ლიმონათი დავაყოლე.
სადღაც 2-3 საათში ვიგრძენი ცოტა ისევ არითმიები ოღონდ ცოტა მომატებულად ვიდრე წინა დღეს. იმის გამო რომ 8 ის მერე საერთოდ აღარ ვჭამდი, ღამე 11-12 ისკენ ვიგრძენი ცოტა შიმშილის შეგრძნება, ცოტა პირის სიმშრალე, ცოტა ოფლიანობა და ამის ფონზე მოიმატა შფოთვამ,ნერვიულობამ და არითმიაც დაიწყო - ეს ალბათ დაბალ შაქარზე მიანიშნებს ხომ? ცოტა ვკითხულობ რაღაცეებს და ეს სისხლში დაბალ შაქარზე მიუთითებს მგონი. როგორც წესი მე ძალიან ბევრს ვჭამ ღამე, ვაშლი,ქლიავი,პიცა რავი ათას რამეს რაც ხელში მომხვდება და ამ დღეს გადავწტვიტე საერთოდ არაფერი მეჭამა(8 ის მერე) და ალბათ ცუდად მიიღო ორგანიზზმა

ხოდა ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს,
რომ გამიჩნდა ეჭვი კუჭის პრობლემას ხოარ შეუძლია რომ არითმიები გამოიწვიოს? პირველ დღესაც და მეორე დღესაც რაც მე მივიღე არის:
1. ტყემალი მქონდა ნაჭამი ორივე დღეს და ამ ორივე დღეს მქონდა იჟოგები ცოტახანში(კუჭში სიმჟავის შეგრძნება). და მე ტყემალს არასდროს არ ვჭამდი აქამდე

2. ორივე დღეს მქონდა მიღებული უხარისხო ქართული ლიმონათი ძალიან გაზიანი და ტკბილი, კაცმა არიცის როგორ აკეთებენ.
აღსანიშნავია ისიც რომ ჩემი შფოთვები უფრო და უფრო იმატებს ამდენი სახლში ჯდომით, ზოგჯერ პანიკური შეტევის ზღვარზე მივდივარ თუმცა საკუთარი თავის დამორჩილებას ვახერხებ.
ხოდა გარჩევა რთულია შფოთვების გამო დამემართა ზემოთა ამბავი თუ რამე ფიზიკური გავლენაა(კუჭის პრობლემა, დაბალი შაქარი და ა.შ) არვიცი

ზემოთა ორივე პუნტქში რა საკვებიც მივიღე იმეებს აღარ მივიღებ და დავაკვირდები აბა
და მეორე კითხვა: ვაპირებ ფიზიკურად დავიტვირთო და ვარჯიში დავიწყო, ცურვა, ტრენაჟორები და ა.შ ხომ არ ჯობია თავის დაზღვევის მიზნით ისევ გავიმეორო კარდიოლოგიური ანალიზები? თან ისედაც პროფიკაქტიკურ შემოწმების გაკეტებას ვაპირებ მთლიანად სხეულზე, დაზღვევით მეკუთვნის და ვიფიქრე კარდიოლოგიური ანალიზები ხოარ ამოვაგდოთქო, რახან 5 თვის წინ უკვე მაქ გაკეთებული(ტრედმილის გარდა).