#62244996 · 1 Sep 2025, 11:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (moska65 @ 10 Jul 2025, 11:28 ) | გამარჯობა ვარ 23 წლის ბიჭი და მაქვს შფოთვითი აშლილობა, პატარა სტრესულ სიტუაციაზეც კი საშინელი შფოთვა მეწყება. არსებობს აქედან თავის დაღწევის გზები ან თუ იკურნება საერთოდ? |
მე მაქვს შფოთვითი აშლილობა და პტსდ. პირველი შეტევა მქონდა 2008 წლის ომის შემდეგ და მეორედ ახლა, რუსთაველზე ამ მიმდინარე პროტესტებისას დამეწყო. მოკლედ, გააჩნია რა დონეზე გაქვს, თუ გართულებულია, აუცილებლად ფსიქიატრი გინდა, რომ რამე დამამშვიდებელი დაგინიშნოს. თუ რამე ტრავმულია - ფსიქოთერაპიაც. და აუცილებლად - ტელევიზორი/ინტერნეტი შეზღუდე, ნეგატიური ინფორმაცია დაბლოკე. პანაშვიდებზე და ეგეთებზე არ იარო. თუ ვინმე გაღიზიანებს, ან ნეგატიურ განცდებს იწვევს შენში - ეგეთ ადამიანებს საერთოდ მოერიდე. თუ გაწყვეტ კონტაქტს უკეთესია. მოკლედ, ცოტა ხანს ვარდისფერი სათვალეებით იარე, რა. ბუნება, კარგი ადამიანები, მედიტაცია (თუ გაქვს დრო), მუსიკა და დასვენება.
--------------------
Destroy yourself, see who gives a fuck!
|