#62226605 · 19 Aug 2025, 13:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ ფორუმელებო
საზარდულის თიაქარი არის ძალიან გავრცელებული პრობლემა განსაკუთრებით მამაკაცებში და ყველაზე ხშირად კეთებადი ოპერაცია.
ვიმსჯელოთ ამ თემაზე. ვის აწუხებს? ვინ როგორ მიხედა ამ პრობლემას. ბანდაჟით და ვარჯიშით თუ ოპერაციით? ანუ ყველაფერი ამ თემაზე. * * * ჩემით დავიწყებ დაახლოებით ერთი თვის წინათ საზარდულზე სულ დაბლა შებერილბა შევამჩნიე. მანამდე ვივარჯიშე შტანგით. დიდი ხნის უვარჯიშევი ვიყავი. ალბათ მოდუნებული. მაგრამ ძალიან დიდი წონები არ ამიწევია. კი ვიეჭვე მაგრამ მეთქი რახან ძალიან არ მტკივა იქნებ სახსარი დაიჭიმათქო. ორი კვირა რომ არ გამიარა. ოჯახის ექიმთან მივედი და ზედაპირული შემოწმებით დამისვა დიაგნოზი რომ კი თიაქარია. ოპერაცია ჩამინიშნა. ოღონდ ჯერ თარიღი არ ვიცით. რამდენიმე თვეში სავარაუდოდ. მე საფრანგეთში ვცხოვრობ. აქ როგორც გავიგე მხოლოდ სინთეტიკური ბადის ჩაყოლებით აკეთებენ ოპერაციას. მე კი ეგ ფაქრი რომ სინთეტიკა უნდა დარჩეს სამუდამოდ სხეულში ძალიან არ მიზიდავს. გასაგებია რომ ყველაფერი დახვეწილია და ასიათასობით ადამიანს უკეთდება. მაგრამ მე არ მინდა. ახლა იმას ვფიქრობ საქართველოში გავიკეთო.
თქვენი გამოცდილებაც დაწერეთ. ვისაც გაქვთ ან გქონდათ. ვისთან გაიკეთეთ. რა დაგიჯდათ. ბადის გარეშე თუ აკეთებენ საქართველოში. მოკლედ ყველაფერი რაც იცით. დავეხმაროთ ერთმანეთს. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.
|