გმადლობთ ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ფლეშით და ფლეშ-ტექნოლოგიებით.... განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ფორუმელს, რომელიც ჩემს არ ყოფნაში ეხმარება სხვა ადამიანებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
გპირდებით, რომ აუცილებლად დაგიბრუნდებით საინტერესო თემებით ფლეშისა და ფლეშ ტექნოლოგიების შესახებ, რაზეც გაიგებთ ამ ფორუმიდან და ასევე ბაზრობა.ინფო-დან. სიახლეები მართლაც უამრავია.
დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს ესმის, რომ ყველა სიახლე, რომელიც იდება ამ ფორუმზე (ყოველ შემთხვევაში ჩემს თემებში მაინც), საჭიროებს მოძიებას, გაანალიზებას, გადამუშავებას ქართული ინტერნეტ რეალობის გათვალისინებით და ბოლოს უკვე აქ დადებას. ამიტომ, იცოდეთ, რომ თქვენი მონა-მორჩილი, ეხლა ნამდვილად არ იმყოფება ჩამოთვლილის ბოლო 2 სტადიაში.

სულ მალე დაგიბრუნდებით და ვიბაზრებთ უფრო საინტერესო ინფოებზე. არ დაგავიწყდეთ ბაზრობა.ინფო-ს ეს დევიზი "ვიბაზროთ საინტერესო ინფოებზე".