ვახ, საქართველოში 3 კაცზე მეტი ფლეშს აქებს?
ეს უკვე მომწონს

ბატონო ლევან, რაც შეეხება კომპიუუტერებს სისტემური ბლოკის გარეშე და პროგრამების სერვერებზე განთავსებას მერწმუნეთ ეს დრო მალე არ დადგება და ამს კიდევ მრავალი ათწლეული სჭირდება.
ვიკილიკსიც მხოლოდ პოლიტიკური ხრიკი იყო და ზუსტად ის ინფო გაავრცელეს რისი გავრცელებაც უნდოდათ და თან ისე, რომ ვითომ არ უნდოდათ

ასე რომ მე პირადად გამოვრიცხავ ჭორებს და 11 სექტემბერთან შედარებას.
დანარჩენში (თქვენი დიდი პოსტიდან) ყველაფერში გეთანხმებით და მიხარია, რომ "მსმენელიც" საკმაოდ დაგიგროვდათ ამ თემაში და მომავალ თაობას აინტერესებს ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია და სწავლა.
რაც შეეხება სწავლას მე ყოველთვის ერთ აზრზე ვდგავარ, რომ საუკეთესო ვარიანტია მიზნის დასახვა და ამ მიზნის განხორციელება ბოლომდე.
ანუ არც ტუტორიალებზე მიჯაჭვულობა და არც "ნაბიჯ-ნაბიჯ" მეთოდოლოგია.
ყველაზე მარტივი და ეფექტურია ავიღოთ სიტყვაზე რომელიმე საიტი, რომელიც მოგვწონს..
დავათვალიეროთ, გავარკვიოთ რა გვჭირდება, ცოტა დავფიქრდეთ, მასალები (ფოტო-ვიდეო-აუდიო) შეგვიძლია მოვიპაროთ

და შევუდგეთ განხორციელებას...
რაღაცაში გავიჭედეთ? დაგვეხმარება ისევ და ისევ საყვარელი გუგლი..
ანუ - დაგვჭირდა ღილაკი? ჩავწერთ გუგლში და ვიპოვნით უამრავ მაგალითს (ინგლისურის არმცოდნეთათვისაც იოლად გასაგებს) თუ როგორ გავაკეთოთ ღილაკი.
შემდეგ ერთხელ-ორჯერ რომ გამოვიყენებთ ავტომატურად გვამახსოვრდება.
ეს არის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა თითქმის ყველაფრის სასწავლად.
რადგან ამ მეთოდით არამარტო ვსწავლობთ უშუალოდ სხვადასხვა გზებს დასახული ამოცანის გადასაჭრელად არამედ ვსწავლობთ იმასაც თუ როგორ გავაკეთოთ სწრაფი და შედეგიანი ანალიზი დასახული მიზნის მისაღწევად.
მე უამრავ ევროპელ და ამერიკელ დეველოპერს და დიზაინერს ვიცნობ და ეკონტაქტები, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ კომპანიებში მუშაობენ და დამიჯერეთ ყველა მათგანი მუშაობისას სწავლობს უამრავ დეტალს დღესაც.
ანუ შეკვეთას იღებენ და შემდეგ არკვევენ როგორ შეასრულონ

ნებისმიერი ადამიანი თუ მონდომებულია და დროც აქვს ყველაფერ იმას შესძლებს, რასაც სხვა ნებისმიერი ადამიანი ახერხებს

ასე, რომ მეც გავბედავ და დავწერ ჩემი დიდი პოსტის მოკლე შინაარს რჩევის სახით:
უბრალოდ მიეცით თქვენს თავს რაიმე დავალება (იქნება ეს ფლეში თუ სხვა პროგრამა) და შეუდექით მის განხორციელებას. როდესაც რამეს ვერ გაიგებთ გამოიყენეთ კონკრეტული ტუტორიალი ან რაიმე სასწავლო ლიტერატურა და ასე ნელნელა მიიყვანეთ ბოლომდე დასახული ამოცანა.
გისურვებთ დასახული მიზნების ბოლომდე მიყვანას!
პატივისცემით, მე