david_888მე რაც შემიმჩნევია, რამე აზრიანი დასახლება თუა, ყველგან არის 4G, ასევე ტრასასთან ახლოს. პახოდში თუ წახვედი სადმე აბუდელაურის ტბებზე, იქ უკვე არაა 4G, 3Gც ან შეგხვდება ან არა მარა 2G დაჭერა ყველგანაა. უკვე ადგილსაც გააჩნია რა, ლაგოდეხის ნაკრძალში მაგალითად ჯეოსელი იჭერდა და მაგთი არა, გააჩნია ვინ სად იშოვა ანძის ადგილი და რა ჩანს მთიდან
ჯეოსელმა გვიან იყიდა 800 მჰც ლიცენზია და ამიტომ რეგიონების დაფარვაც გვიან დაიწყო. 800მჰც უფრო დიდ ფართობს ფარავს და ამიტომ რეგიონებში მასეთი ანძები იდგმება ძირითადად. ასეცე 900 მეგაჰერცის სიხშირის ნაწილი ჩამოართვეს 2Gს და მაგის ადგილე 3G არის გაშვებული რეგიონებში.
მეტროშიც იგეგმება 3გ/4გ გაკეთება. მე რაც ვნახე, ახალ უნივერსიტეტის სადგურში იყო უკვე 4G.
4.9G-ს რომ აკეთებენ, ცოტა ტრუხა მგონია, ვერსად 100 მეგაბიტზე ბევრად მეტი ვერ მივიღე თუნდაც რუსთაველზე. არ მაქვს ტელეფონში გიგაბიტის მხარდაჭერა მარა 450 მდე აქვს თეორიული და რეავი.
ახლა გერმანიაში ვარ და დავაფასე მაქაური დაფარვა. აქ გაცდები ქალაქს და არაფერი იჭერს წესიერად. ისეთ ტურისტულ ადგილასაც კი, როგორიცაა Neuschwanstein, მარტო შემაღლებულ ადგილებზე მუშაობდა ინტერნეტი, ისიც ქალაქისკენ დამიზნებით
სამივე ქსელი ვცადე, რაც აქ არის