11.02.2011
ცვლილება ლაილაის აბონენტთათვის!
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 25 თებერვლიდან იცვლება ლაილაის ნომრის ანგარიშზე ჩატვირთული თანხის გამოყენების ვადა.
თანხის გამოყენების ვადა მისი ბოლო ჩატვირთვიდან 120 დღეა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, თანხის ამოწურვამდე, თქვენ შეძლებთ განახორციელოთ/მიიღოთ ზარები და ისარგებლოთ ყველა გააქტიურებული სერვისით.
თანხის ამოწურვის შემთხვევაში:
120 დღის განმავლობაში თანხის ამოწურვის შემთხვევაში თქვენი ნომერი გაითიშება ცალმხრივად, ანუ მიიღებთ მხოლოდ შემომავალ ზარებს. დარჩენილ დღეებს + მომდევნო 60 დღის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემომავალი ზარები და ისარგებლოთ ჯეოსელის უფასო მომსახურებებით, როგორიცაა: საკუთარი ბალანსის გაგება/შევსება, საკუთარი ნომრიდან სხვისი ანგარიშის შევსება, ჯეო-მხსნელი, ჯეო-კრედიტის აღება და სხვა.
თანხის ვადის ამოწურვის შემთხვევაში:
თანხის გამოყენების ვადის, ანუ 120 დღის ამოწურვის შემთხვევაში თქვენი ნომერი გაითიშება ცალმხრივად, ანუ მიიღებთ მხოლოდ შემომავალ ზარებს. ხოლო ანგარიშზე დარჩენილი თანხა შეინახება, ანუ გაიყინება. მომდევნო 60 დღის განმავლობაში თქვენ შესძლებთ მიიღოთ შემომავალი ზარები და ისარგებლოთ ჯეოსელის უფასო მომსახურებებით, როგორიცაა: საკუთარი ბალანსის გაგება/შევსება, საკუთარი ნომრიდან სხვისი ანგარიშის შევსება, ჯეო-მხსნელი და სხვა.
ნომრის ცალმხრივად გათიშვიდან 60 დღის გასვლის შემდეგ თქვენი ნომერი გაითიშება ორმხრივად, მომდევნო 30 დღის განმავლობაში.
ბოლო თანხის ჩატვირთვიდან 210 დღის განმავლობაში, თქვენ შეგიძლიათ ანგარიშზე დარჩენილი/გაყინული თანხის აღდგენა ნებისმიერი თანხის ჩატვირთვით. თუ აღნიშნულ პერიოდში არ მოხდა ანგარიშის შევსება, სააბონენტო ხელშეკრულება ავტომატურად უქმდება ნომერზე არსებულ გაუხარჯავ თანხასთან ერთად და მისი აღდგენა შეუძლებელია.

ანუ 20 ლარი რომ შევავსო ბალანსი და დამრჩა ბალანსზე მე-121 დღეს ვერ შევძლებ დარეკვას ხოო?
რა დებილობააა, იგონებენ სისულეებს რაააა