სერვისი ლაი-ლაის აბონენტთათვის
ჯეოსელი გთავაზობთ ერთი ნომრიდან მეორეზე თანხის გადარიცხვის მარტივ და მოხერხებულ გზას. რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი სურვილით, თხოვნის გარეშე მეგობარს გაუკეთოთ სიურპრიზი და გადაურიცხოთ თანხა. ასევე შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში ახლობელს გაუგზავნოთ თხოვნა თქვენს ნომერზე თანხის გადმორიცხვის თაობაზე.
სერვისი ავტომატურად არის ჩართული ლაი-ლაის ყველა აბონენტისთვის. ნომრიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მაშინ, როცა თქვენი ნომერი ორმხრივადაა ჩართული, ხოლო მეორე აბონენტის (ვისაც ურიცხავთ თანხას) ნომერი ორმხრივად/ცალმხრივად არის ჩართული ან ორმხრივადაა გამორთული*.
თანხის გადარიცხვა თხოვნის** საფუძველზე:
- აკრიფეთ *147# OK და მიჰყევით ინსტრუქციას, მოთხოვნისას მიუთითეთ იმ აბონენტის ნომერი (ვინც გსურთ, რომ თანხა გადმოგირიცხოთ შემდეგ ფორმატში: 99555xxxxxx ან 99558xxxxxx ან 99593xxxxxx) და თქვენთვის საჭირო თანხის ოდენობა.
- ადრესატი თქვენს თხოვნას მიიღებს SMS-ის საშუალებით. თანხმობის შემთხვევაში მან უნდა აკრიფოს *148# OK და მიჰყვეს ინსტრუქციას.
ადრესატს ასევე შეეძლება მოთხოვნილის ნაცვლად მისთვის მისაღები, შედარებით ნაკლები თანხის გადარიცხვა. ამისთვის მან უნდა აკრიფოს სრული კომბინაცია ერთდროულად: *148*თანხა*1 # OK.
თანხის გადარიცხვა თქვენი ანგარიშიდან (თხოვნის გარეშე):
- აკრიფეთ *149# OK და მიყევით ინსტრუქციას, მოთხოვნისას მიუთითეთ იმ აბონენტის ნომერი (რომელზეც გსურთ თანხის გადარიცხვა შემდეგ ფორმატში: 99555xxxxxx ან 99558xxxxxx ან 99593xxxxxx) და გადასარიცხი თანხა.
გადასარიცხი მინიმალური თანხაა 1 ლარი, მაქსიმალური კი 50 ლარი. თანხა იკრიფება მხოლოდ ლარებში, თეთრების გარეშე.
თანხის გადამრიცხავს ყოველი გადარიცხვისას, გადარიცხულ თანხასთან ერთად ანგარიშიდან ეჭრება სერვისის ღირებულება - 20 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით).
სერვისის გამორთვა/ჩართვა: *151 # OK.
მიმდინარე თვეში თქვენს მიერ გადარიცხულ და თქვენს ნომერზე ჩარიცხულ თანხებზე ინფორმაციის სანახავად აკრიფეთ *150 # OK.
* - თუ თანხის გადარიცხვა მოხდა ცალმხრივად ან ორმხრივად გამორთულ ნომერზე, მაშინ ნომერი ორმხრივად ჩაირთვება მომდევნო 365 დღის განმავლობაში.
** - შეტყობინება სისტემაში ინახება 24-საათის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ,
- დღის განმავლობაში თანხის გადარიცხვის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია 5-ჯერ.
- თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ლაი-ლაის ნომრიდან ლაი-ლაიზე.
http://www.geocell.com.ge/v2/geo/news.php?news=378© MAGTI