ჯეოსელის ბონუს პროგრამა
ჯეოსელის საავანსო და საკრედიტო გადახდის სისტემების ყველა აქტიური აბონენტისთვის ავტომატურად მოქმედებს ბონუს პროგრამა:
იყავით ჩართული ორმხრივად თვის განმავლობაში და დასაჩუქრდებით 2 ბონუსით
ყოველ დარიცხულ 50 ლარზე* მიიღებთ 4 ბონუსს;
ჯეოსელის ერთგულ აბონენტებს ბონუსები დაერიცხებათ ჯეოსელში ჩართვის ხანგრძლივობის მიხედვით – 1 ბონუსი თითო წლისათვის ყოველთვიურად;
ბონუსების დაგროვება შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სქემით ან მათი კომბინაციით.
თვის განმავლობაში ჯეოსელის ბონუს პროგრამაში დაგროვილი ბონუსები დაგერიცხებათ მომდევნო თვეში** უფასო წუთების სახით: 1 ბონუსი=1 უფასო წუთი * ბონუსს მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ 50 ლარი დაგეხარჯებათ შემდეგ სერვისებზე:
ზარები ჯეოსელის ქსელში და სხვა ადგილობრივი ან ქალაქის ქსელებზე (გარდა განსხვავებული ტარიფის სერვისებისა) და დარიცხვები სმს-ებზე.
** საკრედიტო გადახდის სისტემის აბონენტებს დაგროვილი უფასო წუთები დაერიცხებათ, მათი დაგროვებიდან 1 თვის შემდეგ.
მაგ., აპრილის თვეში დაგროვილ უფასო წუთებს საავანსო გადახდის სისტემის აბონენტი მიიღებს მაისში, ხოლო საკრედიტო გადახდის სისტემის აბონენტი - ივნისში.
უფასო წუთებით სარგებლობის პირობები
ჯეოსელის ბონუს პროგრამის მიხედვით დაგროვილი სალაპარაკო დრო შეგიძლიათ დახარჯოთ, თუ რეკავთ:
ზარები ჯეოსელის ქსელში და სხვა ადგილობრივი ან ქალაქის ქსელებზე (გარდა განსხვავებული ტარიფის სერვისებისა).
უფასო წუთებით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნომერი ორმხრივადაა ჩართული.
საკრედიტო გადახდის სისტემის შემთხვევაში აბონენტს ბონუსები დაერიცხება მხოლოდ დავალიანების დროული დაფარვის შემთხვევაში.
დაუხარჯავი უფასო წუთებით შემდეგ თვეში ვერ ისარგებლებთ.
უფასო წუთების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია ბალანსის შესახებ ინფორმაციის დადგენისას:
ჯეოსელის ავტომატური სერვისის სამსახურის ნომერზე - 705011 დარეკვით
მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით ნომერზე 7088
http://www.geocell.ge/ge/products/bp/2/