თუ ორივე ერთდროულად გაქვს შეამჩნევ. არის ადგილები სადაც შეიძლება ერთი უკეთესად იჭერდეს ვიდრე მეორე, იმის მიხედვით თუ სად დგას მათი საბაზო სადგურები. მაგრამ... როცა სამივე კომპანიის ანტენა ერთად დგას და ამ ანტენებს 20 კილომეტრით დაშორდები, პირველი ჯეოსელი დაიკარგება
* * *
დატესტილი მაქვს ალბათ მთელ საქართველოში. "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე"

და ყველგან იგივე მდგომარეობაა. თან ისეთი ხასიათი მაქვს ტელეფონის ეკრანზე სულ ანტენას ვუცქერი
* * *
ყველაზე კონკრეტულ შემთხვევას გეტყვი. გორიდან 20 კილომეტრში მაქვს სოფელი და ხშირად მიწევს იქ წასვლა. მაგთის და ჯეოსელის ანტენები 10 წელზე მეტია დგას გვერდიგვერდ მთაზე გორთან ახლოს სატელევიზიო ანძასთან. სოფლიდან დაახლოებით20 კილომეტრში... როცა ავდიოდი სოფელში მიღება ჩამოდიოდა 3 ხაზზე მაგთიც და ჯეოსელიც.
მაგრამ რა ხდება- სახლში შეხვალ ჯეოსელი კვდარია, ვერ დარეკავ ვერ გირეკავენ, გარეთაც ძლივს იჭერს.
* * *
გზაშიც კი, ნახევარი გზა მიღება არ აქვს ჯეოსელს როცა მთის ძირას გადის გზა..
ახლა მაგთი. იმისიც 3 ხაზზეა მაგრამ იმდენად მყარია სიგნალი - ქვევრშიც რო ჩახვიდე იქაცა რეკავს ეს დალოცვილი

(ამიტომ ყველას მაგთი ქონდა იქ)
ეს 10 წლის ამბავია

გავიდა დრო და სოფელთან 2 კილომეტრში დაიწყეს ანძის აშენება. ხალხი ერთნი ამბობენ მაგთისია მეორენი უმტკიცებენ ჯეოსელისაა
მაგთისი რატო იქნება მაგთი ისედაც კარგად იჭერს ალბათ ჯეოსელისააო

დამთავრდა მონტაჟი, ჩართეს და..... ჰოი საოცრებავ

მაგთის მიღება ავიდა 5 ხაზზე, ჯეოსელს რაც ქონდა ისიც დაეკარგა
5 წლის მერე იქვე ახლოს ბილაინმაც წამოჭიმა ახალთახალი ანძა და მისი მიღებაც არის 5 ხაზი
* * *
მას მერე 5 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა.. ბილაინი 5 ხაზი. მაგთი 5 ხაზი. ჯეოსელი 2 ხაზი ეგეც გარეთ მარტო
მასეა დღემდე იქ ათამდე სოფელია გარშემო და ყველგან ერთი და იგივე მდგომარეობაა. ამის მერე ჯეოსელს რაღა ველაპარაკო
სხვათა შორის სამსახურში კორპორაციული ჯეოსელი გვაქვს და ხშირად ქალაქშიც კი მიუწვდომელები ვართ