ხარვეზები ყველა ქსელში ხდება, ოთხი დღე მაგთის ანძა გათიშული იყო ჩემთან სოფელში და მარტო ბილაინი მუშაობდა. რამდენჯერ დავრეკეთ მაგთის ოფისში და აზრზეც არ იყვნენ რა ხდებოდა

აბა ტელეფონი გადატვირთეო, აბა სიმ ბარათის ბრალი ხომ არააო, აბა სხვა ტელეფონში სცადეთო

ვეუბნევით 5 ადამიანი ვართ წასულ სოფელში და მაგთი არცერთის ტელეფონში არ იჭერს. კაი მაშინ დღეს გვიანაა უკვეო, ხვალ და ზეგ ისვენებენო და ორშაბათს გამოვგზავნით ტექნიკურ სამსახურსო. მასე იყო ორშაბათამდე და მერე ჩაირთო. ორშაბათს საღამოს დამირეკეს, გავაკეთეთ და აბა ნახე ჩაირთოო?
ეს რაც შეეხება ხარვეზებს..
ხოლო ამ სამი ქსელის შედარებაში ის ვიგულისხმე რომ: ბილაინი იმხელა კომპანიაა, იმდენ ქვეყანაში მუშაობს და იმდენი აბონენტი ჰყავს რომ მაგთის და ჯეოსელს ეს ყველაფერი ვერც დაესიზმრებათ

"ვიმპელ კომი" 17 ქვეყანას ფარავს და 240 მილიონი აბონენტ ჰყავს, განა ეს ცოტაა? მაგთის და ჯეოსელს საქართველო ვერ დაუფარიათ წესივრად ჯერ.
სამწუხარო ისაა რომ როცა ბილაინი საქართველოში შემოვიდა, სიხშირეების უმეტესობა მაგთის და ჯეოსელს ქონდათ უკვე ნაყიდი.
სხვა ქვეყნებში 3G ც, აქვს 4G ც, ციფრული ტელევიზიაც და კიდევ ბევრი სერვისი