მოკლედ, სიტუაცია შემდეგია:
თუ გინდათ, რომ ნომერმა (ალბათ უფრომ ნომრი მფლობელმა

) ისარგებლოს ახალი პირობებით, ანუ ბოლო გადახდიდან 1 წელი ჰქონდეს გამავალი ზარი ანგარიშზე დადებითი ბალანსის არსებობის შემთხვევაში, ხოლო თანხის ამოწურვის შემთხვევაში ბოლო გადახდიდან 1 წელი ჰქონდეს შემავალი ზარი, ჯერ უნდა დაისვას მონო ბარათი, ან ბანკიდან გადმოირიცხოს მობილურის ანგარიშზე თანხა. თანხის გაცოცხლების სერვისით დასმული თანხა ამ ახალ პირობებს არ მისცემს აბონენტს.
მას შემდეგ, რაც აბონენტი დაიწყებს სარგებობას ამ ახალი პირობებით, თანხის გადარიცხვის სერვისით დასმული თანხა უკვე 3 დღით კი არ გაააქტიურებს ნომერს, არამედ მთელი ვადით, რაც კი ბოლო გადახდიდან 1 წლის დასრულებამდეა დარჩენილი!
და თანხის გაცოცხლების სერვისი, შესაბამისად, საერთოდ გაუქმდა.
აუფ, რა რთულად გამომივიდა...

ვინმემ თუ ვერ გაიგეთ პმ-ში მომწერეთ ნომერი, დაგირეკავთ და აგიხსნით.