ხმოვანი ფოსტა
ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა გარკვეული მიზეზების გამო ზარს ვერ პასუხობთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომ არ დაგეკარგოთ, დაგეხმარებათ მაგთის ხმოვანი ფოსტა.
მაგთის ხმოვანი ფოსტა გთავაზობთ რამდენიმე მომსახურებას
აუდიომაცნე
უდიომაცნესაშუალებას გაძლევთ, თქვენს საფოსტო ყუთში ჩაიწეროს თქვენთვის განკუთვნილი ხმოვანი შეტყობინებები. მოგვიანებით ისინი შეგიძლიათ მოისმინოთ, შეინახოთ ან წაშალოთ. საფოსტო ყუთი იტევს 10 შეტყობინებას. შეტყობინების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
თუ 10 შეტყობინების მიღების შემდეგ ერთი მაინც არ წაიშლება, საფოსტო ყუთი მეტ ინფორმაციას ვეღარ მიიღებს.
შესაბამისი კომბინაციის აკრეფით თქვენ თვითონ შეგიძლიათ აირჩიოთ, რა შემთხვევაში შემოვა შეტყობინება თქვენს საფოსტო ყუთში:
აუდიომაცნეს ფუნქცია ჩართვა გამორთვა
როცა ტელეფონი გამორთულია (ეს ვარიანტი ავტომატურადაა ჩართული)
* * 62 * 0300# ok # # 62 #OK
როცა ტელეფონი დაკავებულია * * 67 * 0300# ok
# # 67 #OK
როცა ზარს არ პასუხობთ * * 61 * 0300# ok
# # 61 #OK
საფოსტო ყუთში შესასვლელადთქვენი მობილურიდან უნდა დარეკოთ ნომერზე311და მიჰყვეთ ინსტრუქციას, რომელიც, სურვილისამებრ, შეიძლება იყოს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე.
იმისათვის, რომ გამოირიცხოს საფოსტო ყუთში არსებული ინფორმაციის მოსმენა სხვის მიერ, თქვენ თავად ადგენთ პინ-კოდს და ააქტიურებთ მას.
პინ-კოდის გააქტიურება: დარეკეთ ნომერზე 311,მთავარი მენიუ >პარამეტრები >პინ-კოდიდა შეასრულეთ ინსტუქცია.
თუ პინ-კოდი დაგავიწყდათ, მობრძანდით მაგთიკომის მომსახურების ოფისში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით(! პინ-კოდი გაიცემა მხოლოდ ნომრის მფლობელზე).
თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკუთარ საფოსტო ყუთს სხვა ტელეფონიდანაც, იმ შემთხვევაში, თუ პინ-კოდი გაქვთ გააქტიურებული.
ტარიფი:
საფოსტო ყუთში შესვლის საფასურია 2 თეთრი, იმის მიუხედავად, თუ რამდენ შეტყობინებას მოისმენთ.
! თუ ჩართული გაქვთ სერვისი sms-მდივანი, იგი ავტომატურად გაუქმდება აუდიომაცნის ჩართვის შემთხვევაში.
ინტერნეტ-მხარდაჭერა
თუ ჩართული გაქვთ ხმოვანი ფოსტის ინტერნეტ-მხარდაჭერა, საშუალება გაქვთ შეამოწმოთ თქვენი საფოსტო ყუთი ვებ-გვერდის www.magtimail.ge საშუალებით.
ვიდეომეილი
თუ თქვენს მობილურს აქვს შესაბამისი მხარდაჭერა, შეგიძლიათ საფოსტო ყუთში მიიღოთ ვიდეო-შეტყობინებები: ვიდეომეილით სარგებლობისთვის
უნდა გაააქტიუროთ ხმოვანი ფოსტის შესაბამისი პაკეტი. ვიდეოფოსტის მთავარ მენიუში შესასვლელად განახორციელეთ ვიდეოზარი ნომერზე 311.
მაგთის ხმოვანი ფოსტის ჩართვა
სასურველი პაკეტის ჩასართავად აკრიფეთ შესაბამისი კოდი და მიჰყევით ინსტრუქციას
მომსახურების პაკეტები
პაკეტში შემავალი სერვისები
ჩართვის ღირებულება
ჩართვა
სტანდარტი
აუდიომაცნე. 2 ლარი
*105*1*1 # OK.
სტანდარტი +
აუდიომაცნე, ინტერნეტ-მხარდაჭერა.
3ლარი *105*1*2 # OK.
VIP აუდიომაცნე, ინტერნეტ-მხარდაჭერა, ვიდეომეილი.
5 ლარი
*105*1*3 # OK.
http://www.magticom.ge/index.php?section=101&lang=geo This post has been edited by zura198630 on 24 May 2009, 02:35