მაგთიკომი კომპანია SES-ის მეშვეობით პირველ ადგილობრივ თანამგზავრულ Pay TV მომსახურებას ნერგავს საქართველოში.თბილისი-ლუქსემბურგი-ამსტერდამი, 2011 წლის 8 სექტემბერს - SES–მა (ბრუნვაშია Euronext საფონდო ბირჟაზე პარიზში და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე, ტიკერი: SESG), განაცხადა, რომ მან გააფორმა გრძელვადიანი ხელშეკრულება მობილური კავშირგაბმულობისა და სატელეკომუნიკაციო კომპანია "მაგთიკომთან" რამოდენიმე ტრანსპონდერზე, ორბიტალური მდებარეობით - 31.5 გრადუსი აღმოსავლეთით. ამით მაგთიკომს საშუალება მიეცემა, საფუძველი ჩაუყაროს და განავითაროს პირველი ადგილობრივი უშუალო თანამგზავრული მაუწყებლობა (DTH) საქართველოში, რომლის პლატფორმის ტექნიკური პარამეტრებია: DVB-2 სტანდარტი და MPEG 4 კოდირებული.
2012 წლის 1 იანვრიდან მაგთიკომი აპირებს, დანერგოს საქართველოს ბაზარზე ფართო სპექტრის Pay-TV (ფასიანი ტელემაუწყებლობის სისტემა) მომსახურება, მათ შორის ციფრულ ტელემაუწყებლობა, რომელიც გადასცემს გამოსახულების მაღალი გარჩევადობის მქონე (SD და HD) არხებს ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ორბიტალური პოზიცია - 31.5 გრადუსი აღმოსავლეთით, შესაძლებელს გახდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მაუწყებლობის სწრაფ განვითარებას და SD და HD სერვისზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. მისი მძლავრი სისტემა, დაფუძნებული კომპიუტერულ პროგრამირებაზე, და სიგნალი, რომელიც ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, პატარა, 60 სმ-იანი თეფშების გამოყენების საშუალებას იძლევა. კომპანია SES-ი სთავაზობს მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას: გამოსახულების მაღალი და სტანდარტული გარჩევადობის მქონე არხების გადაცემას, ტელე და რადიო არხების მაუწყებლობას სატელიტის ან საკაბელო ქსელის მეშვეობით, მონაცემთა მიღება-გადაცემას და ხმოვანი სერვისის მიწოდებას. ყოველივე ეს 31.5 გრადუსი ორბიტალურ მდებარეობას აქცევს იდეალურ პლატფორმად იმ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რომელიც არსებობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში HDTV (მაღალი გარჩევადობის ტელევიზია) მომსახურებებზე. აღნიშნული პოექტის განხორციელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოხატავენ საქართველოში წარმოდგენილი ევროკავშირის დიპლომატიური წრეები.
კომპანია SES-ის კომერციული დირექტორი ფერდინანდ კაიზერი აღნიშნავს: "მაგთიკომის მიერ ახალი პლატფორმის დანერგვა კიდევ ერთხელ ადასტურებს SES-ის შესაძლებლობებს დაეხმაროს ბაზარზე ახალ ოპერატორთა წარმატებას. SES-ს გააჩნია სატელეკომუნიკაციო ბაზრის საფუძვლიანი დეტალური ცოდნა. მისი 47 სატელიტი დღესდღეობით ახორციელებს კავშირს 43 უშუალო თანამგზავრული მაუწყებლობის პლატფორმასთან. დიდი გამოცდილება, მაღალი ტექნიკური სტანდარტები და მზარდი ამბიციები ხელს უწყობს მომხმარებელს, განავითაროს თავისი ბინზეს-საქმიანობა. ყველაფერი ეს იმის მაჩვენებელია, რომ SES-ი იდეალური პარტნიორია მსოფლიო სამაუწყებლო კომპანიებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი პლატფორმის დანერგვას ტელემაუწყებლობის რეგიონში, რომელიც მოსახლეობას საინტერესო და მრავალფეროვანი სატელევიზიო პროგრამების ახალ ალტერნატივას შესთავაზებს.”
მაგთიკომის გენერალური დირექტორი დევიდ ლი აცხადებს: "კომპანია SES-თან ერთად ჩვენ დავაჩქარებთ საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას. ჩვენი პარტნიორი კომპანიის მეშვეობით, რომელსაც საუკეთესო თანამგზავრები და ტექნიკური სიახლეები გააჩნია, ჩვენ ვუზრუნველყობთ ქართველ მაყურებელს მაღალხარისხიანი ციფრული მაუწყებლობით. გარდა ამისა, DTH პლატფორმის გაშვება უნიკალური შესაძლებლობა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთლიანად რეგიონისათვის, რადგან პირველად საქართველოში მისი მეშვეობით ქართველ მაყურებელს შეეძლება ისარგებლოს ქართული ფასიანი სატელიტური ტელემაუწყებლობით, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, როგორც ტექნოლოგიურ ისე სოციალურ ასპექტში, და ეს წინსვლა შესამჩნევი იქნება როგორც ქართული ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.”
SES - მსოფლიოს წამყვანი სატელიტური მაუწყებლობის ოპერატორია, რომელსაც 47 გეოსტაციონალური თანამგზავრი აქვს. კომპანია სთავაზობს სატელიტური კომუნიკაციების მომსახურებას - მაუწყებლებს, კონტენტ და ინტერნეტ -პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელების ოპერატორებს და ბიზნეს და სამთავრებო ორგანიზაციებს მთელ მსოფლიოში. კომპანიის გლობალური თანამგზავრული ჯგუფი ასევე შესდგება ტელეპორტების ქსელისაგან, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაუკავშირდნენ მსოფლიო მოსახლეობის 99%.
კომპანია SES -ის პრიორიტეტია, ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალი ხარისხის მომსახურება და პროფესიონალურობა მსოფლიო სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალური ჯგუფები წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით, ისინი მჭიდროდ ურთიერთობენ თავიანთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ მათი სპეციფიური გამტარუნარიანობა და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები.
კომპანია SES (ბრუნვაშია Euronext საფონდო ბირჟაზე პარიზში და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე, ტიკერი: SESG) მონაწილეობას იღებს Ciel (კანადა) და QuertzSat (მექსიკა) და ასევე სტრატეგიურ მონაწილეობას იღებს თანამგზავრული ინფრასტრუქტურის O3b Networks-ის გაშვებაში.
მაგთიკომი - სთავაზობს მაღალხარისხოვან მობილურ და ფიქსირებულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, მონაცემთა მიღება-გადაცემის და ხმოვანი სერვისის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში. მობილური კავშირგაბმულობის წამყვანმა კომპანიამ შპს "მაგთიკომმა" კომერციული საქმიანობა 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო. დღეისათვის მაგთიკომის მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები: Telcell Wireless LLC. და ITC LLC.
მაგთიკომის ქსელი ფარავს საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98% და 2 000 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება. მაგთიკომმა ფუნქციონირება დაიწყო 900 მეგაჰერც სიხშირეზე. 1999 წლის ნოემბერიდან კი იგი საქართველოს GSM ოპერატორებიდან პირველი გადავიდა ორმაგ სიხშირეზე - GSM 900/1800 მეგაჰერცზე. 2006 წლიდან მაგთიკომმა კავკასიის რეეგიონში პირველმა დაიწყო მესამე თაობის ქსელის მშენებლობა, რათა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა 3G სერვისები.
კომპანია „მაგთიკომთან“ დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს
http://www.magticom.ge/