კი შესაძლებელია
დაფარული ნომრის ამოცნობა (CLIPOVR)
მომსახურების გააქტიურების ავტომატური სისტემა შესაძლებლობას გაძლევთ, მომსახურების ოფისში მიუსვლელად, თვითონ ჩართოთ ან გააუქმოთ რიგი დამატებითი მომსახურება, მათ შორის დაფარული ნომრის ამოცნობის ფუნქცია.
გთხოვთ, ამ მომსახურების ჩართვამდე ყურადღებით გაეცნოთ დაფარული ნომრის ამოცნობის ფუნქციის პირობებსა და ტარიფებს:
დაფარული ნომრის ამოცნობის ფუნქციის პირობები
- თუ მაგთის აბონენტს ჩართული აქვს დაფარული ნომრის ამოცნობის ფუნქცია, მისი აპარატის ეკრანზე გამოჩნდება ყველა შემომავალი ზარის ნომერი, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
1) მაგთის აბონენტს ურეკავენ ისეთი ოპერატორი კომპანიის კოდის გამოყენებით, რომელსაც გააჩნია დაფარული ნომრის ამოცნობის რაიმე სახის შეზღუდვა.
2) მაგთის აბონენტს ურეკავენ ისეთი ოპერატორი კომპანიის კოდის გამოყენებით, რომელიც გატარებულ ზარს არ ურთავს ინფორმაციას იმ აბონენტის ნომრის შესახებ, რომელმაც დარეკა.
3) მაგთის აბონენტს ურეკავს სხვა ოპერატორი კომპანიის ისეთი აბონენტი, რომელსაც გააჩნია დაფარული ნომრის ამოცნობის რაიმე სახის შეზღუდვა.
4) მაგთის აბონენტს ურეკავს აბონენტი ისეთი ოპერატორი კომპანიისა, რომელსაც გააჩნია დაფარული ნომრის ამოცნობის რაიმე სახის შეზღუდვა.
5) სხვა ოპერატორი კომპანიების აბონენტების მიერ მაგთის აბონენტთან დარეკვისას, თუ ეს კომპანიები ასეთ ზარებს არ ურთავენ ინფორმაციას ნომრის შესახებ.
6) თუ მაგთის აბონენტის ტელეფონის აპარატს არ გააჩნია დაფარული ნომრის ამოცნობის ფუნქცია (მაგ: Nokia 7650, Samsung A 400).
- ნომრის ამოცნობის ჩართვის ყოველ შემთხვევაზე მაგთის აბონენტი იხდის ჩართვის ღირებულებას, ხოლო შემდგომში ყოველდღიურ სააბონენტო გადასახადს.
- ნომრის ამოცნობის რეჟიმში მყოფ ნომერზე სააბონენტო გადასახადი ირიცხება რეჟიმის გათიშვამდე ან აბონენტისათვის მომსახურების შეწყვეტამდე.
საავანსო და მონო+ სისტემის აბონენტებმა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს ანგარიშზე თანხა უნდა აღემატებოდეს მომსახურების ჩართვის საფასურს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფუნქცია არ ჩაირთვება.
თუ თქვენ გაეცანით დაფარული ნომრის ამოცნობის ფუნქციის პირობებს
ამ მომსახურების ჩასართავად დარეკეთ 443 27687-ზე (ანუ 443 CPOVR), მოუსმინეთ და შეასრულეთ ავტომოპასუხის ინსტრუქცია. მომსახურების ჩართვის ღირებულება ავტომატურად დაგექვითებათ ავანსიდან.
ნომრის ამოცნობის ფუნქციის გასაუქმებლად დარეკეთ ნომერზე 443 78672, მოუსმინეთ და შეასრულეთ ავტომოპასუხის ინსტრუქცია.
http://www.magticom.ge/index.php?section=94&lang=geo