ყველაზე მარტივი და ჩქარი სიმეტრიული ალგორითმი არის ჩვეულებრივი exclusive OR ფუნქცია

თუ 1 ბაიტიანი გასაღებია იგივე კეისრის ალგორითმი გამოდის, ანუ ყოველი სიმბოლო იცვლება შესაბამისი ბაიტით. ელემენტარული სტატისტიკური ანალიზით ხდება გატეხვა. თუ გასაღები უფრო დიდია (16, 32 ბაიტი ან მეტი) ყოველ კონკრეტულ სიმბოლოს შეიძლება შეესაბამებოდეს სხვადასხვა ბაიტი, ამით სტატისტიკური ანალიზი რთულდება, შესაბამისად გატეხვაც არ არის მარტივი. ამასთან თუ ყოველი დაშიფრვის დროს სხვა გასაღები გამოიყენება (time pad, одноразовые блокноты, გერმანელები იყენებდნენ 2 მსოფლიო ომის დროს) სტატისტიკური ანალიზი უფრო რთულდება. საერთოდ შენონი 2 ძირითად პრინციპს გამოყოფდა კრიპტოგრაფიაში: გაფანტვა (рассеивание) და აღრევა (перемешивание),
ანუ პირველი გულისხმობს საწყისი ტექსტის 1 სიმბოლოს ზემოქმედების ხარისხს დაშიფრულ ტექსტზე, იდეალში პატარა ცვლიება საწყის ტექსტში უნდა იწვევდეს დიდ ცვლილებას დაშიფრულში. აღრევაში იგულისხმება საწყისი ტექსტზე ისეთი მოქმედება როდესაც შიფროტექსტის სიმბოლოების (ასევე სხვადასხვა ზომის მარცვლების) სტატისტიკური მახასიათებლები არ ემთხვევა საწყისი ტექსტისა. ამ პრინციპებზე შეიქმნა DES.
აქ არის მასალა ალგორითმების შესახებ:
http://en.wikipedia.org/wiki/Cipherhttp://en.wikipedia.org/wiki/Public-key_cryptographyhttp://en.wikipedia.org/wiki/Diffie-Hellmanhttp://en.wikipedia.org/wiki/Discrete_logarithmhttp://en.wikipedia.org/wiki/Md5დიფლი-ჰელმანის ალგორითმია საინტერესო (არასიმეტრიული), RSA-სგან (ფაქტორიზაციის პრობლმა) განსხვავებით ეფუძნება დისკრეტული ლოგარითმის პრობლემას, და როგორც წერია ნაკლები რესურსი ჭირდება RSA-სთან შედარებით.
დისკრეტული ლოგარითმის