ეს ამოცანა ადრეც დავპოსტე მაგრამ რატომღაც წაუშლიათ.
თავიდან დავწერ
წარმოიდგინეთ რომ გეძლევათ წერტილების კოორდინატები სიბრტყეზე (x,y);
თვითოეულ წერტის ეძლევა უნიკალური ნომერი (ID);
შემდეგ ამ წერტილების გამოყენებით ხდება სამკუთხედების შედგენა, ამისათვის
გეძლევათ 3 წერტილის ID თვითოელი სამკუთხედისათვის;
სამკუთხედებით ხდება სიბრტყის გარკვეული არის შევსება, საჭიროა ამ არის
საზღვრების მოძებნა. სურათზე ეს საზღვარი არის აღნიშნული წითელი ფერით,
ლურჯით არის აღნიშნული სამკუთხედების არე, ხოლო თეთრით - თავისუფალი არე.
ალგორითმს საწყისი მონაცემები მიეწოდება ცხრილის სახით.
ცხრილს აქვს ფიქსირებულ პოზიციანი ველების სტრუქტურა;
ჯერ მოცემულია წერტილების კოორდინატები (GRID) წერტილის ID, z (ჩვენ
შემთხვევაში ყოველთვის ნულია) ,x,y, და ბოლო ველიც არ გამოყენება (ეს ამოცანა არის
სხვა უფრო რთული ამოცანის მარტივი ვერსია);
შემდეგ მოდის სამკუთხედების სიმრაველ (CTRIA3) აქ გამოყენება მხოლოდ ბოლო სამი
ველი რომელიც წარმოადგენენ იმ წერილების ID-ს რომელთაგანც შედგება
სამკუთხედი.
სცადეთ რაც შეიძლება ოპტიმალური ალგორითმის მოძებნა არეების კონტურის
მოსახაზად.
თუ გინდათ მერე შევაჯიბროთ ალგორითმები სისწრაფეში.
მიმაგრებული სურათი