http://www.rudshel.ru/production/data_acqu...ards/index.html აქ მოყვანილია ჩამონათვალი იმ პროდუქტების რომელსაც აწარმოებს ეს კომპანია, მას NI-ისთან შედარებით დაბალი ფასი აქვს.
ხარისხი აბსოლუტურად მისაღებია. ამოცანა რამდენადაც მე მივხვდი შემდეგია, გვაქვს დეტერმინირებული (განსაზღვრული) სიხშირეები, იმედია ისინი ერთ დიაპაზონშია, ანუ ყველა ან მაღალ, ან საშუალო, ან დაბალ სიხშირულია.(არ არის აუცილებელი აკუსტიკური დიაპაზონი) და გვსურს კომპარატორის აწყობა სიხშირეთა მიხედვით.
თუ ამოცანა ასეა დასმული, მერწმუნეთ, ასეთ რამეზე არც ერთი მეცნიერი თვეობით(და მით უფრო წლობით) არ მოცდება. ეს უმარტივესია. ჩვენი ფირმის წარმომადგენლის პასუხი (ნეიშენალ ინსტრუმენტს) დაკავშირებით კორექტულია, მაგრამ ეს პასუხი უფრო იაფ, ხარისხის დაუკარგავად, გადაწყვეტას შეიცავს.
რუსულ პლატებს მოჰყვევა საკმაოდ კარგად აღწერილი ა.პ.ი და ვისაც ყური აქვს ისმინოს....
* * *
7$ კარტა ეყოფა მხოლოდ 20-20კ ჰც. დიაპაზონს თანაც არა რეალურ დროში მომუშავე სისტემისათვის. რაც შეეხება 1 საათში დაწერილ პროგრამას მის მუშაობაზე ხომ საერთოდ ვგონებ ზედმეტია საუბარი, თუ დასახული მიზანი მართლაც კრიტიკულ ელემენტებს შეიცავს. (დელფიზეც კი ეს თითქმის შეუძლებელია). "მანია გრანდიოზო" მხოლოდ გარკვეულ ჩარჩოთ შიგან არის დასაფასებელი!