როგრამისტი წვება და ორი ჭიქა მიაქვს ლოგინისკენ, ერთი წყლით, მეორე უწყლოდ, პირველი იმ შემთხვევაში თუ მოწყურდა, მეორე კი იმ შემთხვევაში თუ არ მოწყურდა.
_______________________________________________________________________________________________________________________________________
ქალი რეკავს კომპიუტერული დახმარების ცენტრში:
-ალო.
-გისმენთ!
-კლავიატურაზე ყავა გადამესხა და რა ვქნა?
-არ ინერვიულოთ ქალბატონო. აიღეთ კლავიატურა, 15 წუთით წყლის
ნაკადს შეუშვირეთ და მერე 10 საათის განმავლობაში აშრეთ.
-გმადლობთ.
…. 10 საათის შემდეგ ….
-ალო, ისევ მე გაწუხებთ!
-დიახ ქალბატონო?
-გავაკეთე რაც მითხარით, მაგრამ ჩემი ლეპტოპი აღარ ირთვება!
_______________________________________________________________________________________________________________________________________
პროგრამისტი გაიჭედა ლიფტში და Ctrl, Alt, Del-ის ძებნა დაიწყო
_______________________________________________________________________________________________________________________________________
-რატომ არ ხდებიან პროგრამისტები ავად?
-იმიტომ რომ ლიცენზირებული ანტივირუსი უყენიათ
________________________________________________________________________________________________________________________________________
პროგრამისტმა შვილი ზოოპარკში წაიყვანა, როდესაც პინგვინების გალიასთან მივიდნენ ბავშვმა წამოიყვირა:
- მამი შეხე ლინუქსები, ლინუქსები..
________________________________________________________________________________________________________________________________________
ნამდვილი პროგრამისტი არასდროს მოკვდება შიმშილით ..
თუ საჭმელი შემოაკლდება – კლავიატურიდან გადმოყრილი ნამცეცები ერთ კვირას მაინც ეყოფა.
________________________________________________________________________________________________________________________________________
სვანი ინტერნეტში შესვლას ცდილობს და ანტივირუსი არ შეუშვებს
—————————————————
პროგრამისტი მოკვდა და საფლავის ქვაზე დააწერეს: Runtime Error!
—————————————————
სვანი ეკითხება თბილისელ პროგრამისტს: ოსები რატო იძახიან შენი წილიმე და არა შენი ჭირიმე ?
პროგრამისტი პასუხობს : იმიტო რო შრიფტი აქვთ გაფუჭებული
—————————————————
ცოლი ეუბნება პროგრამისტს: ძვირფასო, აი სანამ დავქორწინდებოდით, სულ სხვანაირი იყავი, უფრო ალერსიანი, ყურადღებიანი, ყვავილები და საჩუქრები მოგქონდა, ბევრს ვსეირნობდით, იყო ბევრი რომანტიკა….ეხლა კი საერთოდ აღარ მაქცევ ყურადღებას…
პროგრამისტი: ძვირფასო, ის Demo ვერსია იყო!
—————————————————
პროგრამისტი წყალში იხჩობა: – F1, F1, F1…
-------------------------------------
პროგრამისტის შვილს ეკითხებიან აბა ანბანი ჩამომითვალეო.
პროგრამისტის შვილი: Q W E R T Y U I O P …
—————————————————
დილას ქმარი დადის ანერვიულებული წინდაუკან.
ცოლი კითხავს: რა დაგემართა?
ქმარი: ბანკის შეკვეთა რო მქონდა პროგრამაზე, დავასრულე
ცოლი: და მერე რა განერვიულებს კაი ფულსაც მოგცემენ
ქმარი: რა და ღამე Backspace-ზე დამეძინა…
—————————————————
ცოლი: საყვარელო სად არი მანქანის გასაღები?
ქმარი: დაგუგლე და ამოგიგდებს
—————————————————
სვანი პროგრამისტი ვინრარის საინსტალაციოს დარარავს
—————————————————
პროგრამმისტმა თავის შვილს ვინდოუსი დაარქვა და ყოველ ღამე როცა ბავშვი ტირილს იწყებს თავის ცოლს ეძახის ვინდოუსი გადააყენეო.
------------------------------------
პროგრამისტი ლიფტში შედის,აჭერს 7-ს და ეძებს Enter-ს.
—————————————————
სვანმა იმდენჯერ შეიყვანა არასწორი პაროლი რომ ბოლოს კომპიუტერი დანებდა
—————————————————
შეიქმნა ვინდოუსი მარკეტოლოგებისათვის:
-ღილაკს “დიახ” და “არა”, დაემატა მესამე- “არ ვიცი”.
___________________________
მექანიკოსი, ფულიანი ბიზნესმენი და პროგრამისტი მიდიან მანქანით საქეიფოდ. უადგილო ადგილას გაფუჭდება მანქანა. ჩაქვრა და არ იქოქება.
მექანიკოსი იტყვის: ნუ ღელავთ, ახლავე ვნახავ რა სჭირს
ბიზნესმენი: არ გინდა კაცო, დაისვრები, აგერ გადავრეკავ და ბუქსიროვკას გამოვიძახებ, რამდენიმე საათში მოვლენ.
პროგრამისტი: რად უნდა ამდენი ჩალიჩი? გადავიდეთ ყველა, ისევ ჩავჯდეთ და იმუშავებს! (Restart)
___________________________
ცოლი ურეკავს პროგრამისტ ქმარს
-ძვირფასო ცუდად ვარ ხომ იცი ქალაქში ვირუსებია მოდებული
და წამალი წამომიყოლე რა?
-ანტივირუსს “აფდეითი” გაუკეთე და გაგივლის.
—————————————————
’’ჩემი ცხოვრების განვლილი თითოეული მეგაბაიტი შენ გეძღვნება’’
—————————————————
პროგრამისტი შედის სალონში და პარიკმახერს ეუბნება:- გეთაყვა თავის დაფორმატება მინდაო!
—————————————————
რატომ წრიპინებს კომპიუტერი, როდესაც ერთდროულად რამდენიმე კლავიშს აწვებით?
– იმიტომ, რომ კლავიატურაზე ჩაძინებული პროგრამისტი გააღვიძოს.
___________________________
სულ ეს იყო....იმედია მოგეწონათ