შეიძლება ამ თემის პოსტი არ არის ეს, მაგრამ იმედია იქ მოხვდება სადაც საჭიროა.
მოკლედ, ვარ დამწყები პროგრამისტი, c# ის სწავლა დავიწყე ჩემით.
პირველად ეს ვიხიმანდრე
http://dl.dropbox.com/u/29829838/mimateba.###მერე ცოტა სერიოზული პროგრამა დავწერე და დიზაინზეც ვიზრუნე
http://dl.dropbox.com/u/29829838/Setup.###მოკლედ ეხლა ცოტა მეტი ვიცი და ისიც ვიცი რომ ესე ვერ გავფრინდები მაგრამ ჯერ მაგას არც ვაპირებ. უბრალოდ ბაზისები ვიცი.
წელს ჯავახიშვილში ჩავაბარე კომპ. მეცნიერებაზე და c++ ის სწავლა დავიწყე. არ მიჭირს სწავლა, რადგან ასე ვთქვათ გარკვეული გამოცდილება მაქვს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მარტო უნივერსიტეტში გამოგონილი ამოცანების ამოხსნით ვერაფერს მივაღწევ.
მინდა რომ უფრო გავერკვე რას უნდა მივაწვე, რა ენა ვისწავლო, უფრო მოთხოვნადი რომელი ენაა და რა დონეზე უნდა ვიცოდე რომ სამსახური ვიშოვო.
მოკლედ დაკვალიანება მინდა რა.
ყველაზე მეტად კი ის მაინტერესებს გამოცდილება როგორ უნდა მივიღო?
ვაკანსიებში მოთხოვნები რომ აქვთ ხოლმე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ეგ როგორ უნდა მიიღო?

პროგრამისტების სტაჟირება არ გამიგია არასდროს. საიდან იწყებენ პროგრამისტები კარიერას?