სალამი განყოფილებას, მგონი ჩემი პირველი პოსტია მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა

ესე იგი ვიმყოფები ამერიკაში და გადავწყვიტე გავიარო გადამზადება და გავხდე ვებ დეველოპერი თუნდაც back end developer ანუ ყველაზე დაბალი დონის მარა ძალიან ბევრი სამსახური გავაძრე აქ რომლებიც ამ სპეციალობას ითხოვენ მთავარია ცოდნა ანახო და კიდიათ უნივერსიტეტი, ვიცი ძნელ საქმეს მოვეკიდე და ან გამოვა ან არა, მაგრამ მაინც მინდა ვიკითხო აქ რჩევა. და რასაც ვისწავლი მგონია რომ არ დამეკარგება
მეტ ნაკლებად ვიცი HTML, შემიძლია ვებსაიტის page source-თ გავარჩიო საიტი, შევცვალო ფერები, ტექსტები, ვხვდები როგორ ხდება ჰტმლ გვერდების ცვლილება და მგონია რომ ძალიანაც მარტივი რაღაცაა. თუ ვცდები მითხარით რა არ ვიცი ჰტმლ-ზე.
მცირედით მესმის PHP თუმცა დიდი ხნის წინ დავანებე სწავლას თავი რადგან ძნელი მეჩვენა საკმაოდ. ვიცი მხოლოდ რისთვისაა mySQL და ვიცი პრინციპი საიტები როგორ იყენებენ mySQL-ს მარა იმის იქეთ არაფერი არ ვიცი.
ზოგადად გამეგება ჯავას ფუნქცია რა არის, მაგრამ მაინც ვერ ჩავწვდი ბოლომდე, თუმცა ჯავას კოდში რომ ვიხედები მესმის ფუნქციები და შეიძლება ითქვას შემიძლია css კოდი გავშიფრო და მივხვდე რა არის, შევცვალო რაც მინდა და ასე შემდეგ.
რას მირჩევთ, რა ტიუტორიალები გავიარო, საჭიროა მეც დელფის და გადაშენებული ენებიდან დავიწყო როგორც აქ წერენ თუ მივყვე ამათ საფუძვლიან შესწავლას რაც ჩამოვთვალე ახლა. ასევე არაფერი ვიცი CGI-ს შესახებ და როგორც მითხრეს ვებზე აუცილებელია ამის ცოდნა. არ ვიცი ასევე xml რისთვის არის.
ახლა უცებ მაქვს პროგრამისტებთან კითხვა,
რისთვის გამოიყენება ჯავასკრიპტი ზოგადად, რა ფუნქცია აკისრია, ვიცი რომ ონლაინ კომერციაში დიდი როლი უკავია, ასევე აქციებით ვაჭრობის პროგრამებში მთავარი ენაა ხოლმე. მაგრამ შინაარს ვერ ვიგებ რას ახორციელებს. მაგალითად კარგად გავიგე css-ს ფუნქცია რა არის, ასევე გავიგე mySQL ფუნქცია, როცა პირველი ფორუმი გავაკეთე მივხვდი რა საჭირო იყო მყსქლ, მარა ეს ჯავა კარგად ვერ გავიგე რაზეა პასუხისმგებელი.
ასევე ერთI ორი სიტყვა რაც გონებას გამიხსნის xml-ზე და CGI-ზე კარგი იქნება
და ვებდეველოპმენტისთვის მაკრომედია დრიმვივერი თუ ფრონტპეიჯი?
მადლობა
This post has been edited by babilina1983 on 23 Jul 2014, 21:13