ყველაზე ადვილად სასწავლი და სასარგებლო მე მგონი ჯავასკრიპტია. მაგაზეა angular, vue, react და ა.შ დახუია ერთი 10 ბიბლიოთეკაა აგებული. 10ვე მამალი ბილიოთეკა/ფრეიმვორქია. გავარჩიე რამოდენიმე.
მოდი სამსახური მოგცე ენები.
ჯავა რასტი გოუ ც++ c# php კოტლინი სვიფტი R python F# (ეს ძალიან იშვიათია) რუბი სკალა ტაიპსკრიპტი ლისპი C გამომრჩა რაღაცეები კიდე.
ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი. ამის გარდ კიდევ ბევრია და
ყველა მათგანს აქვს
დანიშნულება იიიიი ეს ენა მაგარია და ყველაზე საინტერესოაა არასწორი მიდგომაა. ან ყველაზე მაგარი რომელიაო რო კითხულობენ. არ არსებობს ეგეთი. არსებობს ძალიან დახვეწილი რთული ენები რომლებიც გამოიყენება სტროგად სისტემების თამაშების და სხვა ენების დასაწერად მაგალითად. მაგრამ ეს მის მაგრობას ან საინტერესოობას მაინცდამაინც არ განსაზღვრავს. ყველა საჭიროა/მოთხოვნადია მეტნაკლებად და ადრე თუ გვიან მოგიწევს მიდებმოდება სხვადასხვა ენებზე. რათქმაუნდა კარგად დაუფლების შემდეგ და საჭიროებისამებრ. რამოდენიმე ენა ზედაპირულად მაინც უნდა იცოდე. სტატიკ ტაიპდიც დინამიკიც. კომპილირებადი, სრიპტული ნახევრად კომპილირებადიც. დეკლარატიული და იმპერატიულიც. მე თუ მკითხავ.
ჰო კიდევ bash უნდა იცოდე აუცილებლად

პითონი სათამაშო ენა არაა

ძაააალიან ბევრი ძაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააალიან სასარგებლო რამაა მასზე დაწერილი. ნუ *nix სისტემისთვის მაინც. მე კიდევ *nix სისტემებთან მიწევს მუშაობა ამიტომ ჩემთვის არის იდეალური ენა. დანარჩენი არ მაინტერესებს მართლა... არც მჭირდება...
პ.ს ადვილი და რთული არ არსებობს. შედარებითია ყველაფერი.
და ადვილი ნამდვილად არაა არცერთი. პითონი შედარებით ადვილია მაგრამ მე მგონი ყველაზე მეტ სფეროში გამოიყენება. ბევრი განხრა აქვს. პროგრამირების მთავარი მიზანია რთული/შრომატევადი პრობლემების დაყოფა მარტივ კატეგორიებად, ლოგიკურ ჯგუფებად. ამოცანის მონაცემებში გადაყვანა და შემდეგ ალგორითმებით და კოდით ამ მონაცემების დამუშავება რომ ამოცანა გადაწყვიტო, რაც შეიძლება მოკლე მარტივი გასაგები და სრწაფი გზით. არსებობს 100000000000 გზა 1 ამოცანის გადასაწყვეტად. 1 ენაშიც კი შეგიძლია 10 ნაირი გზით გადაჭრა.
პროგრამირებას ყველგან ცუდად ასწავლიან. უფრო სწორედ სანამ არ გექნება რეალური ამოცანები გასაწყვეტი მანამდე ვერ ვითარდები ისეთი ტემპებით. შენით იხვეწები მოკლედ და შენით სწავლობ წერის პროცესში. სასწავლებლები რეალურად ზედმეტად გადატვირთულია თეორიით და ჭვკიანი სახეებით გიხსნიან და გირთულებენ თეორიას, რაც თავისთავად სასარგებლოა, მაგრამ არა დამწყებ ეტაპზე. უფრო მეტს ისწავლი თუ პირდაპირ მიადგები და გააკეთებ შენით 1 დღეში.
ამიტომ მიყვარს პითონი. პირველივე დღეს რო დავაყენე.
pandas
math
PIL
მოდულებით
და რაღაცეებით სურათზე გამოსახული ციფრის გარჩევა ვასწავლე პროგრამას. ვებგერდზე შესვლა და დაკლიკება ვასწავლე და ა.შ
ვინმე მიზანდახულმა და დაუზარელმა ტიპმა სულ 0 დან რო დაჯდეს და წეროს, გუგლოს ბევრი და ერთი ნახევარი წელი ეგეთ რეჟიმში იყოს, შეუძლია პროგრესის მიღწევა. მაგრამ 1-2 წელი მინიმუმ მაინც გინდა რო დამწყები არ გერქვას. ჩემი აზრით.
ყველაზე მოკლე გზა ფულის შოვნის ამ საქმით არის მგონი php, javascr1pt, vue, angular, react და ა.შ ამ გზით წასვლა.
ცოტა ადრე რომ დამეწყო მოვასწრებდი ბევრის სწავლას და ეხლა იმენა ლომფხვი ვიქნებოდი.
პითონში ვწერ უბრალო მარტივ რაღაცეებს და ჯავასკრიპტიც ცოტა მესმის. უმეტესობა ენებზე მაქვს წარმოდგენა. ზედაპირული და ზოგის კოდის გარჩევაც შემიძლია. ზოგსაც ადვილად ვისწავლი კიდევ. რაც დავწერე იყო ჩემი დააგროვილი ინფომრაცია. რაც მეტნაკლებად სიმართლეს შეესაბამება ჩემთვის მაინც. რჩევებიც რათქმაუნდა არასრულია და შეიძლება არც იყოს გამოსადეგარი ვინმესთვის.
მაგრამ ერთ რჩევა მაინც მინდა მოგცეთ თუ გიზიდავთ ეს სფერო ნუ ყომანობთ. იმიტომ რომ ამაზე საინტერესო ცოტა რამაა. რთულიც არის საკმარისად, სასიამოვნოცაა და საინტერესოც. ცოტცოტა ნეტვორინგშიც მივეპარე რაღაცეებს ადრე. სისადმინიცი ვიყავი/ვარ და ეხლა ოდნავ დავმუღამდი კოდის წერაშიც.
პირდაპირ დაიწყეთ სულერთია საიდანმე. რთულია საინტერესო და ასევე შემოსავლიანი თუ მართლა მაგარი ხარ.
დღეს ყველა ელექტრონული მოწყობილობა შეგიძლია დააპროგრამო. შესაბამისად ყველა სფეროს და პროფესიას მოდებულია და იმხელა არჩევნია და იმდენი განხრაა რომ შანსი არაა საშენო არ იპოვო რამე.
უბრალოდ დიიიიიიიიიიიდ შრომას და დროს მოითხოვს. დაუზარლობას კიდევ. მუდმივ განვითარებას. მოწესრიგებულ და მიზანინმართულ ძალისხმევას მოითხოვს ბევრი კუთხით.