მოკლედ მე ახლა ვიწყებ პროგრამისტობას. ნუ მინდა ვერკვეოდე. პროფესიით სუ სხვა ვარ მარა უბრალოდ ძალიან მაინტერესებს.ჰოდა სამი დღეა Qbasic - ზე ვმუშაობ. რამდენიმე მარტივი პროგრამის დაწერა მოვასწარი უკვე

აქ გამოცდილი ხალხი ვინც ხართ რას მირჩევთ დასაწყისისთვის კარგია Qbasic - ი?
* * *
ჰო მართლა 20 წლის ვარ და ძალიან დაგვიანებული ხო არ არის?
რაღაც ძალიან შემოქმედებითი სფეროა პროგრამისტობა. ანუ დაახლოვებით ცოდნისა და კრეატიულობის "შვილია" :*
ამიტომ დამაინტერესდა მაგრად.
დღეს ჩემი დებიუტი შედგა საკუთარ თავთან.

ფესვის ამოსაყვანი პროგრამა დავწერე მერე განტოლების ამოსახსნელი(a+b) კვადრატის. მარა დიდად არ გამხარებია. უფრო მასშტაბური მინდა რამე. უბრალოდ ბეისიკში დიდი პროგრამები შევატყე ძნელად იწერება. ათასი რამე უნდა.
მოკლედ რამე მითხარით, დამაკვალიანეთ