გამომდინარე იქედან რომ ცხვირწინ მომიჯახუნეს თემის კარი და ადდ რეპლყ-ს რომ დავაჭირე ტოპიკი დახურულია მახარა ფორუმმა, ჩემი შრომა რომ არ აიკარგოს აგერ დავწერ ბატონო პასუხს აი ამ:
php still sucks თემაზე.
dlevanchoაშკარად სერიოზული განაცხადებია

დავიწყოთ არათავსებადობით. თავისთავად ცხადია, რომ ენაში, რომელშიც 3-დან 4-ე ვერსიაზე გადასვლისას პირველად შემოვიდა ობიექტ-ორიენტირებული მოდელი, ხოლო 4-დან 5-ზე გადასვლისას ეს მოდელი ბოლო-ბოლო დაიხვეწა და დაემსგავსა იმას რასაც უნდა დამსგავსებოდა გარკვეული უკუთავსებადობის პრობლემა გექნება. თუ ჩვეულებრივ პროცედურულ კოდს წერ და OOP-ს არ იყენებ მინდა დაგარწმუნო რომ 95% შენი კოდი php5-ზე დაწერილი იმუშავებს php4-ზე თუ რათქმაუნდა მთელი კოდი "This Function Was Added in php 5.0" ტიპის ფუნქციებზე არ გაქვს აგებული

უსაფრთხოება.... მოდი მარტივი რაღაცა ვთქვათ, 10 წუთით დაათვალიერე რა კითხვები ისმება ამ განყოფილებაში და რა ტიპის ხალხი აკეთებს კომერციულ შეკვეთებს php-ზე და მანდ მოკვდება შენი არგუმენტი

როცა ტიპი აზრზე არაა php-სი, ტორენტებიდან იპარავს რაღაც ფასიან CMS-ს, მერე ტორენტებიდან იპარავს რაღაც ფასიან სკინს ამ CMS-ისთვის, მერე WWW-ში 1 კვირა ტვინს ტ*(&(ვს "როგორ წამოვაცვა ბლა ბლა CMS-ს ბლა ბლუ სკინი", მერე კიდე 1 კვირა აქ ჩამოდის და მილიონ ტრისტა თემას ხსნის "აუ რა უნდა ამ დედამოტ()*)ლ სკრიპტს, რატომ მიწერს Acces Denied For User blabla@somehost.net (Using Password NO), ჰა არავინ აზრზე არ ხართ?" მერე ამ "ნამუშევარს" კლიენტს მიყიდის და მერე ვინმე მისნაირი ასეთ საიტზე ისწავლის SQL Injection-ს კეთებას, ცხადია დაუცველი იქნება

PHP-ს ერთბაშად + და - მის სიმარტივეშია, + იმიტომ რომ წყალივით მიდის კოდის წერა, მინუსი კიდევ იმიტომ რომ ზევით დავწერე, ყველას გონია რომ ძალიან მარტივია
არ შეიძლება ადამიანი გაგნებაში არ იყო პროგრამირების და მთელი შენი პროგრამისტული სამყარო PHP-თი იწყებოდეს და მთავრდებოდეს პროსტა არ შეიძლება, ბოლო ბოლო ინტერესის ამბავია სხვა თუ არაფერი.
მე გულწრფელად რომ გითხრა, ვაფშე მომხრე ვარ რომ მეექვსეში აღარ გამოვა, მაგრამ მეშვიდედან იმენა მოკლან ტიპებმა მთელი უკუთავსებადობა და ეს მილიონტრისა ფუნქცია რომელიც ხუი ივო ზნაეტ საიდან მოვიდა და გეგონება ვიღაცამ რაც იპოვა ხელი მოკიდა და ჩაყარა ერთადო, დაფილტრონ, რაც მოძველდა გადაყარონ და იდეაში უფრო აქტიურად და აგრესიულად გადავიდნენ ობიექტორიენტირებულ მოდელზე. ამით ენის კლასიც ბევრად უფრო აიწევს, ენაც დაიხვეწება და აი ასეთი "აუ სკინი წამომაცმევინეთ რა საიტზე" სასტავიც უცებ გაქრება, ესე კიდე მიდი-მოვდივარ ფუნქციების და ბიბლიოთეკების ერთი დიდი საწყობია და ხანხან თავს php-ს ინტერპრეტატორის ადგილას რომ წარმოვიდგენ გული მიკვდება, რას უძლებს ეგ უბედური

აი ამას ვთვლი მე მინუსად, ჯერ მარტო XML-თან სამუშაო 912 ბიბლიოთეკა აქვს მემგონი. მესმის რომ ოპენსორსია და ვისაც რა უნდა იმას აკეთებს და ბლა ბლა ბლა, მაგრამ თვითონ PHP-ს სასტავის ადგილას ძალიან მკაცრად გავფილტრავდი რელიზზე გასატანებელი ბიბლიოთეკების სიას და უბრალოდ მოვითხოვდი, რომ ყველა ბიბლიოთეკა რაღაც სტანდარტული სქემის მიმდევარი ყოფილიყო, იდეოლოგია ყოფილიყო საერთო. ამით ჩემი აზრით PHP-ც მოიგებდა და ჩვენც. თუმცა ეს ჩემი აზრია.
აი ესაა რაც შემიძლია ვთქვა ამ თემაზე ჯერ-ჯერობით

P.S. რაღა დაგიმალოთ და სამსახურში C#-ზე ვწერ და სახლში PHP-ზე და დღეს ვფიქრობდი, რომ მიუხედავად მთელი თავის გენიალობისა, მიუხედავად ჰელსბერგის და მაიკროსოფტის მიმართ ჩემი უსაზღვრო სიყვარულისა, PHP-ზე რომ ვწერ უფრო მისწორდება, არა იმიტომ რომ PHP უფრო მაგარია, არამედ იმიტომ რომ.... მეტი ადრენალინია, მაგის დედაც, ჯეკ!